დანაკლისი ბელარუსის ნაკრებში - ჩვენს მეტოქეს კაპიტანი, მეკარე და შემტევი გამოაკლდა

AutoSharing Option
ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ეროვნული გუნდის კაპიტანმა ალეკსანდრ მარტინოვიჩმა ბარძაყის უკანა კუნთები გაიწყვიტა და 7 კვირა გაუცდება.

მარტინოვიჩმა, რომელიც "კრასნოდარის" ვიცე-კაპიტანიც გახლავთ, ტრავმა გუშინ, 17 თებერვალს, "მიოლდესთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო.

"ძალიან ძნელია დღეს ალეკსანდრის დაზიანების საბოლოო ვერდიქტზე საუბარი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას 7 კვირამდე გაუცდება.

სამწუხაროა, რომ გუტორი და ჩიჩკანიც გამოგვაკლდნენ. ამიტომაა საჭირო შეკრება, რათა ფორსმაჟორულ სიტუაციაში ცვლილებების შეტანა შევძლოთ. ბუნებრივია, ნაკრებშიც არის ტრავმის მიღების შანსი, როგორც კლუბში. ასეთია ცხოვრება. ეს ნებისმიერ დროს
შეიძლება მოხდეს", - უთხრა მარხელმა "პრესსბოლს".

altგეგა დიასამიძე: ბელარუსები ამბობენ, საქართველოს ნაკრებს გოლს გავუტანთ და მერე დაცვაში ჩავჯდებითო

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბილეთებზე რაღაცას მაიმუნობენ,ფულის მონები ისე იზამენ სპეკულიანტებს გააყიდინებენ და ნახევარი სტადიონი ცარიელი იქნება... ბილეთების საიტზე შევდივა და 2 დღეა ბილეთებს ვერ ვყიდულობ!
zura
17:05 18-02-2020
2
მშვენიერია, 2-0;3-0 უნდა მოვუგოთ მშვიდად და ძალები დავზოგოთ მაკედონიისთვის
გიორგი
14:28 18-02-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული