ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსმა, ამხანაგურ მატჩებში უზბეკეთი და ბულგარეთი ერთნაირი ანგარიშით - 1:0 დაამარცხა და როგორც ჩანს, ზედმეტად თვითდაჯერებულნი გახდნენ.
ეროვნული გუნდის მწვრთნელი მიხაილ მარხელი შეფასებებში ფრთხილია, ამბობს, რომ არ იცის, დატოვებენ თუ არა პოსტზე, მისი მდგომარეობა მყარი არ არის და ყველაფერი მარტის პლეი-ოფებზეა დამოკიდებული. მრავლობითში ამბობს - არა პლეი-ოფს, არამედ პლეი-ოფებს. ეს მარხელმა "ტრიბუნას" განუცხადა.
იქაურ საფეხბურთო სამყაროში კი ზოგიერთს ეტყობა, თბილისში გამარჯვება ძალიან იოლ საქმედ მიაჩნია. ასე მაგალითად, საფეხბურთო აგენტმა ვალერი ისაევმა მარხელს
"ფეისბუქის" გვერდით მიმართა:
"როდესაც თქვენ ნაკრების მწვრთნელად დაგნიშნეს, არაფერი ასეთი ჩვენთვის არ გითქვამთ. თუ მხოლოდ ერთ თამაშზე ვილაპარაკებთ, მაშინ რატომ მოხსნეს კრიუშენკო. გუნდი პლეი-ოფში ხომ მან გაიყვანა. არაფერ განსაკუთრებულს ქართველები არ წარმოადგენენ. ცოტა ხნის წინ ნაკრებს თქვენი თანაშემწე ხელმძღვანელობდა და ჩვენ ისინი დავამარცხეთ (2012 წლის 16 ოქტომბერს), თან ძალიან ადვილადაც. ბრესანმა და დრაგუნმა გაიტანეს გოლები (2:0).
ეს თქვენ მოიგონეთ რაღაც ახალი შეკრებებითა და კანდიდატებით. შეკრიბეთ საუკეთესოები და დასაწყისისთვის საქართველოს მოუგეთ. ყველა ეს ტყუილი კომენტარები რეზერვსა და ეფექტურობაზე კი შემდგომისათვის იყოს".
თვითდაჯერება ადამიანის ყველაზე დიდი მტერია, ეჯეროთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ყავთ, ეჯეროთ, მაგას რა სჯობია?!!