ვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ბელარუსთან მატჩზე ვკონცენტრირდეთ

AutoSharing Option
ამსტერდამში ჩატარებულმა ერთა ლიგის კენჭისყრამ საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ესტონეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და სომხეთი არგუნა. ღონისძიებას "ჯვაროსნების" მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაესწრო, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან შემდეგი განაცხადა:

"ეს ჯგუფი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ვკონცენტრირდეთ. ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსები აქვს.

ჩვენ ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. ასევე კარგად ვიცნობთ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც, იმედი მაქვს, ფინალურ შეხვედრაში დავუპირისპირდებით. სომხეთი ასევე კარგი გუნდია. ამ დონეზე ადვილი მატჩები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვთვლი,
რომ ახლა მხოლოდ მარტზე უნდა ვკონცენტრირდეთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ღმერთმა არა ქნას ისევ ეს ქვეშაფსია იყოს მწვრთნელი შემდეგ ციკლში.
emigranti
02:49 04-03-2020
39
ეს აქაც დარჩენას აპირებს?
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული