[მკითხველთა ფორუმი] რომელი მეკარე უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში?

AutoSharing Option
26 მარტამდე ძალიან მცირე დრო რჩება და ჩვენ უკვე შეგვიძლია პოზიციის მიხედვით გავარჩიოთ, თუ რომელი ფეხბურთელი იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში გამოჩენას. შეფასებაში უშუალო მონაწილეობა კი თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ, გამოკითხვაში მონაწილეობით და კომენტარის სახით დააფიქსიროთ თქვენი აზრი, თუ რატომ გირჩევნიათ კონკრეტულ მომენტში ესა თუ ის ფეხბურთელი.

პირველი პოზიცია - ეს ნაკრების მეკარეა, სადაც ერთმანეთის კონკურენციაში გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძე მოდიან. ვლადიმირ ვაისი გიორგი ლორიას განსაკუთრებით ენდობა, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პრაქტიკის გარეშე მყოფ ლორიას სათამაშო დროს აძლევდა.

ვის აირჩევდით, თქვენ რომ
ამის შესაძლებლობა მოგცემოდათ?

გიორგი ლორია


Sportall.Ge

  • ასაკი - 34 წლის
  • სათამაშო ადგილი - "ანორთოსისი" (კვიპროსი - 1-ელ ადგილზეა ჩემპიონატში)
  • სიმაღლე - 1.97 სმ
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 400 000 ევრო (ყველაზე ძვირი 2016 წელს, "კრილია სოვეტოვი" - 1.5 მილიონი)
  • სანაკრებო სტატისტიკა - 73-ჯერ იყო განაცხადში, მათგან 55-ში იყო ძირითად შემადგენლობაში. გაშვებული აქვს 62 გოლი.
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 10.06.19. დანია-საქართველო 5:1
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 11.09.12. საქართველო-ესპანეთი 0:1
  • საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", კრეტის "ოფი", "ოლიმპიაკოსი", "კრილია სოვეტოვი", მახაჭყალის "ანჟი", "მაგდებურგი" და "ანორთოსისი".
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა (გაშვებული გოლი) - 276 მატჩი (279 გოლი)
  • მიმდინარე სეზონი - 19 მატჩი (16 გოლი)
  • კლუბი, რომელსაც მის კარებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - "ზესტაფონი" (16 შეხვედრაში - 19 გოლი)

გიორგი მაკარიძე


Sportall.Ge

  • ასაკი - 29 წლის
  • სათამაშო ადგილი - "სეტუბალი" (პორტუგალია - მე-11 ადგილი)
  • სიმაღლე - 194 სმ
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 1.5 მილიონი ევრო (არსებული ფასი ყველაზე ძვირია მის კარიერაში)
  • სანაკრებო სტატისტიკა - 42-ჯერ იყო განაცხადში, მათგან 14-ში იყო ძირითად შემადგენლობაში, გაშვებული აქვს 17 გოლი
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 26.03.08. ჩრდილოეთი ირლანდია-საქართველო 4:1
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 17.10.07. საქართველო-შოტლანდია 2:0
  • საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "ლე მანი", "დოქსა", "ფეირენსე", "მორეირენსე", "რიო ავე", "სეტუბალი"
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა (გაშვებული გოლი) - 180 მატჩი (195 გოლი)
  • მიმდინარე სეზონი - 25 მატჩი (32 გოლი)
  • კლუბი, რომელსაც მის კარებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - "პორტუ" ( 7 შეხვედრაში 17 გოლი)

ალტერნატიული ვარიანტები: როინ კვასხვაძე და ლაზარე კუპატაძე.

გამოკითხვა





altმსოფლიო ჩემპიონატი, კალენდარი, მეტოქეების დონე - რა უნდა ვიცოდეთ მომავალი ერთა ლიგის შესახებ

altბელარუსული მედია: 55 ათასი ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა, საბაზო გუნდი კვიპროსის ჩემპიონატიდანაა... საქართველოში ნამდვილი აჟიოტაჟია

altვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ბელარუსთან მატჩზე ვკონცენტრირდეთ




მკითხველის კომენტარები / 46 /
ლორია. მხოლოდ პრაქტიკა ხომ არ არის? აქ ძალიან ბევრი ნიუანსია და როცა 1 შეხვედრა წყვეტს ბედს, ჩემი აზრით ექსპერიმენტების დრო არ არის. ნიუანსში კი ვგულისხმობ დაცვის ხაზთან შეთამაშებას. ვინც არ უნდა დადგეს ცენტრში, იმდენი აქვთ ლორიასთან ნათამაშევი, რომ არ უნდა იყოს ურთიერთგაგების პრობლემა.
დიტო
15:21 05-03-2020
1
მაკარიძე ძლიერია ხასზე, მაგრამ სუსტია გამოსვლაზე, ლორია სჯობს ამჯერად ! რადგან მორგებულია ნაკრების სტილს და იცნობს დაცვას! მისი ესმით მცველებს და მასაც მცველებისა ! პ.ს. ისე კი რა კარგია რომ მეკარის პრობლემა როგორც იქნა მოგვარდა ნაკრებში .. კონკურენცია ყოველთვის მოიტანს შედეგს !
გიჟი
14:14 05-03-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული