ESPN-ის სურვილი თუ ვარაუდი - კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს

AutoSharing Option
ESPN-მა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე პლეი-ოფიდან მოსახვედრი გუნდების შანსებზე დაწერა და სიმპათია კოსოვოს მიმართ არც დაუფარავს. შეგახსენებთ, D ჯგუფიდან ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო ჩრდილოეთი მაკედონია - კოსოვოს.

ავტორმა ტომ ჰამილტონმა გრანდების შანსებზე, ტურნირზე ვიდეოგამეორების სისტემის მუშაობაზე, ტურნირზე კორონავირუსის შესაძლო გავლენაზე ისაუბრა, ბოლოს ჩვენი, D ჯგუფიც მოკლედ მიმოიხილა და გაგიკვირდებათ და, 4 გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ გვამცნო:

"დაბოლოს, "D გზის" ჯგუფი. დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის რა შესანიშნავია, რომ არის კოსოვო ბრწყინვალე ვედათ მურიჩისთან ("ფენერბახჩეს" 25
წლის თავდამსხმელია - იხ. სურათზე) კომპლექტში. ააგდეთ მონეტა, მაგრამ კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს.

მაშ ასე, 4 გუნდი, რომლებიც ევრო 2020-ზე უნდა გაემგზავრონ და რომლებიც იდეალურნი იქნებიან მომავალი ტურნირისთვის - ისლანდია, ირლანდია, ნორვეგია და კოსოვო."

alt[მკითხველთა ფორუმი] რომელი მეკარე უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში?

altბელარუსული მედია: 55 ათასი ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა, საბაზო გუნდი კვიპროსის ჩემპიონატიდანაა... საქართველოში ნამდვილი აჟიოტაჟია

altსაქართველო-ბელარუსი: "წესრიგი ამარცხებს კლასს" - მეტოქის იმედი დ 7.4-მილიონიანი პრემია ფეხბურთელებს

მკითხველის კომენტარები / 39 /
როგორი როჟაა..უმიზეზოდ ცემა მოგინდება
მოქალაქე
06 მარტი 2020 09:54
2
ჰაჰაჰაჰაჰა:)))))))))
: )))))))
06 მარტი 2020 13:39
1
რატომღაც მგონია კოსოვოს მაკრდონია მოუგებს.ჩვენ ჯერ ბელარუსს უნდა გავცდეთ და მერე ვიფიქროთ ფინალზე.ზოგადად დიდი ფინალები ქართველებს არასდროს არ წაუგია
თემური
06 მარტი 2020 07:55
2
კიდევ ერთხელ დავწერ,რომ კოსოვოს ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს ამ ოთხეულში,აბა გადახედეთ სად თამაშობენ,ევროპის საფეხბურთო სკოლებში გაზრდილები არიან უმეტესობა,მაგრამ ყველაზე კარგი გუნდი ვინ იქნება მარტის ბოლოს გამოჩნდება.მხოლოდ კარგი ფეხბურთელი არაა საკმარისი,იმისათვის რომ მაგარი გუნდი გერქვას.ოცნების ახდენას გისურვებთ ქართველებო
საქართველო
06 მარტი 2020 06:52
0
ესპანეთს მოუგეთ ესპანეთში როცა ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო რათქმაუნდა ამხანაგული იყო შეხვედრა მაგრამ ყველა ზირიტადი თამაშობდა.. რაც შეხება კოსოვოს ამათ თუ ვერ ვაჯობეთ მაშინ არც არაფერი გვესაქმება ევროპაზე ...
reali
06 მარტი 2020 06:36
2
ჩვვენ რა გვღუპავს იცით?
ვინ ჩემი ფეხებია კოსოვო? ჩვენზე ბევრად სუსტია, დაცვაშიც და საერთოდ, კოსოვო ტოო? მაგათ უეჭველი მოუგებთ...
ამ გუნდით, რა გუნდიც ჩვენ გვყავს, ჩემ ფეხებს მოუგებთ... კოსოვო გავა ევროპაზე და დამსახურებულად, თუ!!! ვიმეორებ თუ! საწაული არ მოხდა, ან ეს სასწაული ჩვენ არ მოვახდინეთ.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
06 მარტი 2020 03:35
29
და რა იქნება კოსოვოს დამსახურება ეგ ვერ გავიგე:) რას ნიშნავს დამსახურებულად გავა? რა გაუკეთებია საქართველოს ნაკრებზე მეტი ან რით იმსახურებს ჩვენზე მეტს?
ანესთეზეოლოგი
06 მარტი 2020 11:29
1
კოსოვო არა აჩმა
ნიკ
06 მარტი 2020 00:17
2
ნახევარფინალში გასულ ყველა გუნდს აქვს თავისი ძლიერი მხარე. აქ ბევრი აზრი გამოითქვა კოსოვოს ნაკრების სიძლიერის შესახებ და მართალიცაა, საკმაოდ დაბალანსებილი გუნდია. მაგრამ, ინგლისის ნაკრებთან ნაჩვენები თამაში ნამდვილაად არ წყვეტს მათ სასარგებლოდ ბევრს. ჯერ ერთი, იმ შეხვედრაში ინგლისის დაცვამ რაც ითამაშა, მხოლოდ კოსოვო კი არა მაკედონიაც გაუტანდა და ჩვენებიც, თანაც ისე, რომ იმ თამაშს ჩვენები არ წააგებდნენ. კოსოვომ საშინლად მოთამაშე ინგლისის დაცვას გაუტანა 3 გოლი (არ ვაკნინებ მათ ღვაწლს, მაგრამ ფაქტი ფაქტია) და მაინც დამარცხდა 5-3! ეს გუნდი იტანს მაგრამ საკმაოდაც უშვებს. ასე იყო ერთა ლიგის ჯგუფშიც. კოსოვომ ვერ გაუტანა გოლი აზებაიჯანს, ვერ მოუგო ფარერებს და გოლები გაუშვა მალტასთან და ფარერებთან. საპირწონედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ნაკრებს ჰყავს საკმაოდ ძლიერი დაცვის რგოლი და საყრდენი ზონა, შეგვიძლია ვითამაშოთ ისეთი დაცვა, რომ გოლი ვერ გაგვიტანოს ესპანეთმა, ირლანდიამ, დანიამ... ჩვენი პრობლემა უფრო საგოლე მომენტების რეალიზებაშია, თავის დაცვა კი ჩვენს ნაკრებს ძალიან კარგად გამოსდის. ამ ოთხ ნაკრებს შორის ყველაზე უკეთესი შანსი ჩვენებს აქვთ, თბილისში საქართველოს ნებისმიერი ასეთი გუნდის დამარცხება შეუძლია. პირადად ჩემი აზრია, რომ მეორე წყვილიდან მაკედონია გავა, ნამდვილად არ არის აუტსაიდერი კოსოვოსთან და საკუთარი კედლების ფაქტორსაც აუცილებლად ბოლომდე გამოიყენებს.
ანესთეზეოლოგი
05 მარტი 2020 23:30
2
კარგია,ამას ვერაფერს დავუმატებ...ერთადერთი ვაისმა რამე თუ არ მიჰქარა.
emigranti
06 მარტი 2020 01:52
1
არ გვყავს სუსტი შემადგენლობა. არის რამოდენიმე ძლიერი მოთამაშე რომლებმაც ევროპის საშუალო დონის გუნდებში დაიმკვიდრეს თავი, მაგრამ ვაისა ძველებურად ძველ გვარდიას ეყრდნობა მაინც.
ნაკრებს თუ ფეხი დაუცდა მთლიანად ამ უჩივის და ფედერაციის ბრალი იქნება
max
05 მარტი 2020 22:47
9
რაც ამათ თამაშს ვუყურე ინგლისთან,ძალიან მობილური,მებრძოლი და გამტანი გუნდია.მაკედონია,ნამდვილად არ მიმაჩნია ფავორიტად,მათთან შეხვედრაში.ერთია,რომ შინ თამაშობენ და მაგათ ქვეყნებს შორის დამოკიდებულებაც ხომ ვიცით.
სოსო
05 მარტი 2020 22:45
2
მე ვთვლი, რომ მთავარია ბელარუსი გავიაროთ. რატომ? იმიტომ, რომ ფინალისთვის უკვე 10 დღის ნავარჯიშევი გუნდი გვეყოლება, უფრო შეთამაშებული.
ჰაჰა
05 მარტი 2020 22:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული