[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?

AutoSharing Option
26 მარტამდე ზუსტად 20 დღე დარჩა. ჩვენ ვაგრძელებთ რუბრიკას "მკითხველთა ფორუმი" და ამჯერად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვისაუბროთ.

შეფასებაში მონაწილეობისთვის გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება - გამოკითხვაში მონაწილეობით ან კომენტარის სახით.

საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ოთარ კაკაბაძე უკონკურენტოა. ფეხბურთელს ხორვატიის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის დროს მიღებული ტრავმის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა.

თუმცა ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ შვეიცარიაში კორონავირუსის გამო მატჩები გადაიდო და კაკაბაძეს პრაქტიკის მიღება გაუჭირდება. დიდი ალბათობით, ამ 20 დღეში სანაკრებო მატჩებისთვის ის სრულყოფილად მომზადებას ვერ შეძლებს, თუმცა ალტერნატივაც იმდენად ცუდია,
ვლადიმირ ვაისს დიდი თავსატეხი ელის წინ.

რას ფიქრობთ თქვენ? სად ხედავთ გამოსავალს?

ოთარ კაკაბაძე


Sportall.Ge








  • ასაკი - 24 წლის
  • სათამაშო ადგილი - "ლუცერნი" (შვეიცარია, სუპერლიგა,  მე-6 ადგილი)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 1 მილიონი ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 41-ჯერ იყო განაცხადში, ითამაშა 31 მატჩში და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 24.03.18. საქართველო-ლიეტუვა 4:0
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 10.06.19. დანია-საქართველო 5:1
  • საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "ხიმნასტიკი", "ესბიერგი", "ლუცერნი".
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 145 მატჩი, 4  გოლი და 19 საგოლე გადაცემა.
  • მიმდინარე სეზონი - 20 მატჩი, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.
  • ყველაზე ნაყოფიერი სეზონი - 2017/18. "ხიმნასტიკი", სეგუნდა დივიზიონი - 36 მატჩი, 1 გოლი და 6 საგოლე გადაცემა.


გურამ კაშია


Sportall.Ge









  • ასაკი - 32 წლის
  • სათამაშო ადგილი - "სან ხოსე" (ამერიკა, მლს)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 850 000 ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა მარჯვენა მცველის პოზიციაზე - 13 მატჩი
  • საუკეთესო მატჩი ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე - 07.09.12. საქართველო-ბელარუსი 1:0
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე - 12.08.09. მალტა-საქართველო 2:0
  • საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "ვიტესი", "სან ხოსე".
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა მარჯვენა მცველის პოზიციაზე - 8 მატჩი


ლევან გეგეჭკორი


Sportall.Ge








  • ასაკი - 25 წლის
  • სათამაშო ადგილი - ბათუმის "დინამო"
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 300 000 ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 4-ჯერ განაცხადში, 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
  • საკლუბო კარიერა - მარტვილის "მერანი", "შუქურა", ბათუმის "დინამო", "ჩიხურა", თბილისის "დინამო", "რუსთავი", "ტორპედო".
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 160 მატჩი, 8 გოლი, 16 საგოლე გადაცემა.
  • ბოლო სეზონი ბათუმის "დინამოში" (2019) - 12 მატჩი და 2 საგოლე გადაცემა.
  • ყველაზე ნაყოფიერი სეზონი - 2016/17. ეროვნული ლიგა, "ბათუმის დინამო" - 9 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.

ჯაბა ჯიღაური


Sportall.Ge








  • ასაკი - 27 წლის
  • სათამაშო ადგილი - ბათუმის "დინამო"
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 400 000 ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა მარჯვენა მცველის პოზიციაზე - ლუქსემბურგი-საქართველო 1:0 (89 წუთი)
  • საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "ჩიხურა", "ვარდარი", "აქტობე", "ორდაბასი", "გრენობლი", ბათუმის "დინამო".


ნიკა მალს, როგორც ოთარ კაკაბაძეს, ჰქონდა ტრავმა და ახლა უბრუნდება მოედანს. კიდევ ერთი ვარიანტი არის "ვენტსპილსის" ფეხბურთელი გიორგი მჭედლიშვილი, რომლისთვისაც ვლადიმირ ვაისს აქამდე შანსი არ მიუცია და არც ამჯერად არის სავარაუდო.

გამოკითხვა








მკითხველის კომენტარები / 49 /
ვისაც ფეხბურთი გვითამაშია, კარგად ვიცით რას ნიშნავს უთამაშებლობის პრაქტიკის გარეშე თამაში. კლუბში პრაქტიკის გარეშე მოთამაშეს, თუნდაც მეხუთე ლიგაში სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელი ჯობია. ამიტომ კაკაბაძეს ძირითადში თამაშს კატეგორიულად არ ვეთანხმები. წარმატებები ჩვენს ლომებს
ფეხბურთი
14:59 06-03-2020
1
მაგ პოზიციაზე კაკაბაძემ უნდა დაიწყოს საკმაო გამოცდილება აქვს რომ ნერვებს არ აჰყვეს,უთამაშებელი კანკავა და ოქრიაშვილი ნაკრებში არ იმჩნევდნენ უკლუბობას და მანაც უნდა შელოშ.დანარჩენს თამაშის მიმდინარეობა გვაჩვენებს.ბელარუსელები 100პროცენტით ფიქრობენ რომ ჩვენ განწყობის გუნდი ვართ და თუ არ წაგვივა თამაში მაგათი კოზირიც ეგ არის.ასე მოგვიხსენიებენ სლავები ზოგადად,რომ ხასიათის ხალხი ვართ.მანდ უნდა გავტეხოთ ზუსტად,როგორც ქართული ცეკვა აგვიწყვია,გასაოცარი სინქრონულობით და პლასტიკით.ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაცია გვჭირდება,თავდადება ყოველ ეპიზოდში და ერთმანეთის დაზღვევა,სტანდარტულების დროს მობილიზება.თუ არ წაგვივა პირველი წუთებიდან თამაში ყველას ვთხოვ არ უსტვინონ და აგინონ ჩვენებს,გავამხნევოთ და გვჯეროდეს მათი.თუ დისციპლინით ვერ გაგვტეხეს მაშინ დიდი ალბათობით მოვუგებთ რადგან ფანტაზია და ტექნიკა საკმარისი აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები
18:00 06-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული