ჩატარდება თუ არა უმაყურებლოდ საქართველო VS ბელარუსი - რას ამბობენ სფფ-ში

AutoSharing Option
26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს. კორონავირუსის გამო პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მატჩი გადაიდოს ან უმაყურებლოდ ჩატარდეს.

Sportall.ge უახლესი ინფორმაციის მისაღებად სფფ-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რაც აქამდე არასდროს ყოფილა და დამატებით დეტალებზე საუბარი რამდენიმე დღეში უფრო შესაძლებელი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო ძიუდოს გრან პრი თბილისში აღარ გაიმართება.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება
მიღებული ერთა ლიგის მატჩისთვის. 26 მარტს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა...

მკითხველის კომენტარები / 31 /
უმაყურებლოდ ჩატარება არაფრით არ შეიძლება უმჯობესია გადადონ.ბელორუს რო გავცდეთ მაკედონიასთან ან კოსოვოსთან ძაან გაჭირდება უმაყურებლოდ. მაგრამ ჩვენთან სიტუაცია კონტროლ ქვეშაა
თემური
10 მარტი 2020 18:55
5
მატჩი უნდა ჩატარდეს მაგრამ მაყურებლის გარეშე, გადადებას რა აზრი აქვს, როდისთვის უნდა გადადონ???

პ.ს. ჯანდაბას ჩემი 4 ბილეთი, იმედია ფულს დააბრუნებენ :დ
ჟონდო ღლონტი
10 მარტი 2020 15:40
30
ყოჩაღ მაგარი ქომაგი ხარ ფულს აუცილებლად დაგიბრუნებენ არ ინერვიულო
ჯონდო ჯონდო
10 მარტი 2020 17:10
1
ალბათ სწორი გადაწყვეტილება იქნება უმაყურებლოდ თამაში,
მთავარი რა თქმა უნდა ერთი სტადიონი ადამიანი და მერე მათი ოჯახები საფრთხის ქვეშ არ იქნება, შემდეგ კი ჩვენ ხომ ქომაგობა არ ვიცით და მაგრად გვიჭირს, ქომაგობა გამოგვდის მხოლოდ მაშინ როდესაც თავიდანვე დავწინაურდებით, ღმერთმა დაგვიფაროს და მეტოქე თუ დაწინაურდა თამაშის დასაწყისში მერე მთელი თამაში მხარდაჭერის ნაცვლად გინება ისმის და ბიჭებს დიდი წნეხის ქვეშ უწევთ ყოფნა, ხოდა იქნებ ცარიელი ტრიბუნების ქვეშ უფრო თამამად, წნეხის გარეშე და კონცენტრირებულად იბურთაონ.
როგორც არ უნდა იყოს, სტადიონზე თუ ტელევიზიით, მაგრად გქომაგობთ და გამარჯვებებს ველით, წარმატებები საქართველო!!!
გიორგი
11 მარტი 2020 12:45
7
სწავლის აპრილის ბოლომდე გადადებაზეა საუბარი, ევროპის ჩემპმაც შეიძლება გადაიწიოს და 26 ში სამწუხაროდ ალბათ საერთოდ არ ჩატარდება.. უმაყურებლოდ ჩატარებას ისევ გადადება სჯობს! ელოდებოდნენ რო ტემპერატურის აწევასთან ერთად ვირუსიც მოკვდებოდა მაგრამ ასე არ მოხდა!
ბასკი
10 მარტი 2020 18:21
2
მოკლედ თამაშზე მაყურებელი მივა თუ არა ვირუსი მაინც გავრცელდება ქვეყანაში ჩვენი შეუგნებლობის გამო. ასე რომ იქნებ არ დაგვტოვონ ამ შანსის გარეშე. მითუმეტეს არაფერს რომ ვერ შეცვლის ეს
ექიმი
11 მარტი 2020 00:03
4
ბელორუსიიდანაც ჩამოვლენ გულშემატკივრები და ეგ,დიდი პრობლემა იქნება.
სოსო
10 მარტი 2020 15:29
7
იტალიაში, ესპანეთში მაყურებლის გარეშე ტარდება თამაშები და თქვენ რა წითელი კოჭები ხართ?!
ozeki
11 მარტი 2020 15:39
5

სიახლეები პოპულარული