ჩატარდება თუ არა უმაყურებლოდ საქართველო VS ბელარუსი - რას ამბობენ სფფ-ში

AutoSharing Option
26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს. კორონავირუსის გამო პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მატჩი გადაიდოს ან უმაყურებლოდ ჩატარდეს.

Sportall.ge უახლესი ინფორმაციის მისაღებად სფფ-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რაც აქამდე არასდროს ყოფილა და დამატებით დეტალებზე საუბარი რამდენიმე დღეში უფრო შესაძლებელი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო ძიუდოს გრან პრი თბილისში აღარ გაიმართება.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება
მიღებული ერთა ლიგის მატჩისთვის. 26 მარტს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა...

მკითხველის კომენტარები / 31 /
იტალიაში, ესპანეთში მაყურებლის გარეშე ტარდება თამაშები და თქვენ რა წითელი კოჭები ხართ?!
ozeki
11 მარტი 2020 15:39
5
ალბათ სწორი გადაწყვეტილება იქნება უმაყურებლოდ თამაში,
მთავარი რა თქმა უნდა ერთი სტადიონი ადამიანი და მერე მათი ოჯახები საფრთხის ქვეშ არ იქნება, შემდეგ კი ჩვენ ხომ ქომაგობა არ ვიცით და მაგრად გვიჭირს, ქომაგობა გამოგვდის მხოლოდ მაშინ როდესაც თავიდანვე დავწინაურდებით, ღმერთმა დაგვიფაროს და მეტოქე თუ დაწინაურდა თამაშის დასაწყისში მერე მთელი თამაში მხარდაჭერის ნაცვლად გინება ისმის და ბიჭებს დიდი წნეხის ქვეშ უწევთ ყოფნა, ხოდა იქნებ ცარიელი ტრიბუნების ქვეშ უფრო თამამად, წნეხის გარეშე და კონცენტრირებულად იბურთაონ.
როგორც არ უნდა იყოს, სტადიონზე თუ ტელევიზიით, მაგრად გქომაგობთ და გამარჯვებებს ველით, წარმატებები საქართველო!!!
გიორგი
11 მარტი 2020 12:45
7
მოკლედ თამაშზე მაყურებელი მივა თუ არა ვირუსი მაინც გავრცელდება ქვეყანაში ჩვენი შეუგნებლობის გამო. ასე რომ იქნებ არ დაგვტოვონ ამ შანსის გარეშე. მითუმეტეს არაფერს რომ ვერ შეცვლის ეს
ექიმი
11 მარტი 2020 00:03
4
ღმერთო მიეცი გევედრები ქართველ ხალხს ამ სიხარულის შანსი და თუ მაინც უმაყურბლოდ აპირებს ვინმე ამ თამშის გამართვას მაგას ჯობია გადაიდოს მარა დარწმუნებული ვარ მარტის ბოლოს ცოტა შენელდება ეს ვირუსი რა ბედკრული ქვეყანა ვართ თუქეთში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
zurabi
10 მარტი 2020 23:04
2
მაყურებლის გარეშე ფეხბურთს რა სილამაზე აქვს? და ეს ევროპის ჩემპიონატი ვისთვის ტარდება? თუ მაყურებლის გარეშე აპირებენ მაშინ სჯობს გადადონ! ერთია, რომ უეფა ძალიან პრინციპული ორგანიზაციაა.
x.x
10 მარტი 2020 21:43
1
საქართველო სულ გასაჭირშია და სულ პრობლემებია იმ დროიდან მარა ვერავინ ვერაფერი ვერ დაგვაკლო! კორონასაც დავამარცხებთ, ბელარუსსაც კოსოვო მაკედონიასაც და ევროპაზეც გავალთ!ამ ყველაფერში დარწმუნებული ვარ! გაუმარჯოს ქართველებს და საქართველოს!
barsa
10 მარტი 2020 21:41
0
პირბადით თუ მივიდა ხალხი როგორღა უნდა უქომაგონ?
იმედია არც გადაიდება და მაყურებელიც შეძლებს მისვლას
გიორგი გორგაძე
10 მარტი 2020 20:45
0
სავსე სტადიონს რა ჯობია 55 000 ადამიანი რო გულშემატკივრობს, მაგრამ თუ ასე მოხდა გამსვლელი მაინც გავა. გავსებულ დინამოზე ბევრი თამაში გვაქ წაგებული კოსოვოს დონის გუნდებთან. აი ბელარუსებთან კი არანაირად არ უნდა წავაგოთ.
გოგა
10 მარტი 2020 19:40
0
თუ ძმახარ რა ახლა ხალხის გარეშე რო ჩატარდეს თამაში ეგ არის რაღაც ძალიან განწირული 31 მდე არგააუქმონ და ოღონდ გავიდეთ ევროპაზე მერე თუგინდა 2-3 წლის მერე ჩატარდეს ევროპა ოღონდაც რამოდენიმე საათით მაინც გავიხაროთ ჩვენც ქართველმა გულშემატკივარმა ეგ დოდი სიხარული და ბედნიერება ჯობია მაშინ გადადონ
nikushaa
10 მარტი 2020 19:00
0
უმაყურებლოდ ჩატარება არაფრით არ შეიძლება უმჯობესია გადადონ.ბელორუს რო გავცდეთ მაკედონიასთან ან კოსოვოსთან ძაან გაჭირდება უმაყურებლოდ. მაგრამ ჩვენთან სიტუაცია კონტროლ ქვეშაა
თემური
10 მარტი 2020 18:55
5

სიახლეები პოპულარული