ბობოლებმა შეიძლება ერთა ლიგა გააუქმონ - საქართველოს ნაკრები კარგი შანსის გარეშე დარჩება

AutoSharing Option
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს?
ერთა ლიგის პირველ გათამაშებაზე D დივიზიონში ჯგუფში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალისა და იმედია, ფინალის თამაშიც თბილისში უწევს, მაგრამ მარტში დანიშნული მატჩები კორონავირუსის გამო შემოდგომაზე გადაიტანეს, თანაც შეიძლება მაყურებლებს დასწრების უფლება არ მისცენ. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ არაა გამორიცხული, ტურნირის 2020-21 წლების გათამაშება გააუქმონ.

sports.ru-ს ცნობით, ეს საკითხი 19 აგვისტოს, ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილება.

ერთა ლიგა უეფამ, უპირველეს ყოვლისა, არაგრანდი ნაკრებებისთვის თავის წარმოჩენისათვის დააარსა, რაც არ აწყობთ ევროპის ტოპ 5-ის ლიგის წარმომადგენლებს.

მათი არგუმენტები ასეთია:
-
სეზონი ძალიან გადატვირთულია და ფეხბურთელები დიდ დატვირთვებს იღებენ.
- სხვა ევროტურნირებისგან განსხვავებით, ამ ტურნირზე უმაყურებლოდ ჩატარებულ მატჩებს მოგება არ მოაქვს.
- კორონავირუსის გავრცელების გაკონტროლება ნაკრებებში უფრო რთულია, ვიდრე კლუბებში.
- ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა.

როგორც ამტკიცებენ, მომავალ სეზონში ტურნირის გაუქმების ალბათობა 50%-ზე დაბალი არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში 8 ოქტომბერს ბელარუსს უნდა უმასპინძლოს, გამარჯვების შემთხვევაში კი, 12 ნოემბერს ფინალში მაკედონიასა და კოსოვოს შორის უკეთესს ასევე თბილისში დაუპირისპირდეს.

რაც შეეხება ტურნირის 2020-21 წლების სეზონის გათამაშებას, C ლიგის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები სომხეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და ესტონეთი არიან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ამხანაგურ თამაშებს ძლიერი ნაკრებებიც თამაშობდნენ სანაკრებო პაუზებზე და სუსტებიც და ზუსტად იმ ამხანაგურ თამაშებს არ ქონდა არანაირი დატვირთვაა და არ მოჰქონდა არც ფინანსები არც ხალხი დადიოდა დიდად სტადიონებზე არც დაძაბულობა იყოო და ამიტომაც შეიცვალა ფორმატი და მიიღო ტურნირის სახე და ამან შედეგი გამოიღო გარდა იმისა, რომ სუსტ გუნდებს მიეცათ შანსი ასევე უფრო მეტი ხალხი მოვიდა სტადიონზე უფრო მეტი ტელეგაშუქება მოხდა თამაშების და თამაშებიც იყოო საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები და დიდი ფულიც შევიდა უეფაში.
აღარ იყოო უბრალოდ ბურთის გორება, როგორც იქამდე ყველა ამხანაგურ ბანალურ თამშზე.
ახლა ამ ტურნირის გაუქმება იმ არგუმეტით, რომ კოვიდის საფრთხეა ეს უაზრობა მგონია იმიტომ, რომ ყველა ფეხბურთელი შემოწმებულია და გადაღლას რაც შეეხება ისედაც თამაშობდნენ სულ ამხანაგურებს და შეცვლილმა ფორმატმა, როგორ უნდა გადაღალოს ფეხბურთელები, თან დიდი უსამართლობაც იქნება 5 ქვეყანა, რომელმა მიისაკუთრა ფაქტიურად ფეხბურთი და იმათი კლუბები და ნაკრებები იგებენ ყველა ტურნირს ყოველთვის და დანარჩენ 50 ქვეყანას რატო უნდა უწყვიტავდნენ ყველაფერს.
ეს არ ჯდება ზუსტად იმ ევროპულ ფასეულობებსა და დემოკრატიაში რითიც ამაყობს ევროპა და ევროპის სავიზიტო ბარათია მსოფლიოში.
გელა
01:42 19-08-2020
1
ძალიან უაზრო არგუმენტია ერთა ლიგამ შეცვალა ზუსტად ის უინტერესო უაზრო ამხანაგური თამაშები ,რომლრბიც ისედქც ტარდებოდა სულ და რაღაც აზრი მიეცა პირიქით ამ შეცვლილ ფორმატს და გაუგებარია ამ მოტოვით არ ჯდება ლოგიკა ში არანაირად
გიო
00:45 19-08-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული