პოდპალნი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ტულელებმა 1-ელ ივლისს დანიშნეს, რაც გუნდიდან იგორ ჩერვიჩენკო წავიდა, ხოლო 30 ივლისს მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით "არსენალმა" 8 მატჩი გამართა, 2 მოიგო, 4 წააგო და 2 ფრედ ითამაშა.
ვლადიმირ ვაისს კი უკვე მერამდენედ უკავშირებენ სხვადასხვა კლუბს. აღსანიშნავია, რომ ვაისი რუსეთში აქამდეც მუშაობდა - 2006-07 წლებში "სატურნს" ედგა სათავეში.
მოგეხსენებათ,
ტულელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა გამოდის. "დინამოსთან" "არსენალი" შეხვედრას ხვალ, 22 აგვისტოს, საკუთად მოედანზე გამართავს.