ვლადიმირ ვაისს რუსული პრემიერლიგის ვარიანტი გამოუჩნდა

AutoSharing Option
matchtv-ის ინფორმაციით, ტულის "არსენალი" მოსკოვის "დინამოსთან" წაგების შემთხვევაში გუნდის მთავარ მწვრთნელ სერგეი პოდპალნის გაათავისუფლებს, ხოლო მის ადგილზე მთავარ კანდიდატად საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი განიხილება.

პოდპალნი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ტულელებმა 1-ელ ივლისს დანიშნეს, რაც გუნდიდან იგორ ჩერვიჩენკო წავიდა, ხოლო 30 ივლისს მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით "არსენალმა" 8 მატჩი გამართა, 2 მოიგო, 4 წააგო და 2 ფრედ ითამაშა.

ვლადიმირ ვაისს კი უკვე მერამდენედ უკავშირებენ სხვადასხვა კლუბს. აღსანიშნავია, რომ ვაისი რუსეთში აქამდეც მუშაობდა - 2006-07 წლებში "სატურნს" ედგა სათავეში.

მოგეხსენებათ,
ტულელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა გამოდის. "დინამოსთან" "არსენალი" შეხვედრას ხვალ, 22 აგვისტოს, საკუთად მოედანზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ოღონდ წაიყვანეთ და გაცილებას მოვუწყობთ ისეთს მსოფლიოს მხოლოდ ეს ექნება სალაპარაკოდ მთელი თვე ასევე მთელი სეზონი მაგ გუნდს ვუგულშემატკივრებ.
კახა
19:10 26-09-2020
0
არა ნაკრებს რომ სხვა,უფრო კარგი ნწვრთნელი უნდა ეს ფაქტია,რადგან ეხლა რაგაც ცოტა იმედის მომცემი თაობა მოდის(კვარაცხელია,გვილია,ჩაკვეტაძე,ტაბიძე,კიტეიშვილი,დვალიდა ა.შ.)და ამათ სწორი მიმართულება უნდა მისცეს მწვრთნელმა.იქნებ გასვლის შემთხვევაში პახოდუ ახალგაზრდები ხომ არ ათამაშონ,პრაქტიკას მიიღებენ და მერე არ გაუჭირდებათ ისე....მოკლედ გამოსაცვლელია მერე ეს კაცი.მადლობა და კარგად.წარმატებები ვალოდია
კახა ქ.
04:09 22-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული