"ჯვაროსნების" პრობლემა - თუ სუპერთასზე მაყურებელი დაიშვება, ნაკრებებმა რაღა "დააშავეს"?

AutoSharing Option
უეფას ორმაგი სტანდარტები?

24 სექტემბერს ევროპის სუპერთასზე ერთმანეთს "ბაიერნი" და "სევილია" ბუდაპეშტში შეხვდებიან. უეფამ გადაწყვიტა, ამ მატჩზე სტადიონზე მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა - 30% დაუშვას, ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ დანარჩენ ყველა შეხვედრაზე კი შემდგომ ბრძანებულებამდე გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

უეფა აცხადებს, რომ ფანების გარეშე თამაშმა თავისი აზრის ნაწილი დაკარგა, სუპერთასი პილოტურ პროექტად უნდა გამოიყენონ, რაც მატჩებზე ქომაგების დაბრუნების დასაწყისი იქნება.

შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩების ჩატარება უმაყურებლოდ მოუწევს, თუმცა იქნებ იქამდე რამე შეიცვალოს, რამეთუ ცარიელ სტადიონზე თამაში ჩვენს ეროვნულ გუნდს,
ფაქტობრივად, საკუთარი მოედნის უპირატესობას აკარგვინებს.

და კიდევ: ფიფას დროებითი წესით, კლუბებს უფლება აქვთ, ფეხბურთელები ნაკრებებში არ გაუშვან, თუ:

- ნაკრების ადგილსამყოფელის ადგილზე 5 ან მეტი დღის კარანტინია დაწესებული.

- არსებობს შეზღუდვა ქვეყანაში შესვლასა და გასვლაზე.

- მასპინძელ მხარეს არა აქვს ფეხბურთელებისთვის დაშვებული გამონაკლისი შესაბამისი ორგანოების მხრიდან.

პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინო რეგულაციებით სექტემბერში "ჯვაროსნებს" "სან ხოსეს" ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარებიან და არაა გამორიცხული, ეს პრობლემა სხვა ფეხბურთელებსაც შეეხოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ან ყველას! ან არავის. ესე გვასწავლიდა დიდი სტალინი, ვაშაააააა!!!!
ალისტრახო ფლორენცო პიზა კურიტუბია სალადინ ტიბო!
04:33 26-08-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული