ჩრდილომაკედონიელები თბილისში იმედიანად მოდიან

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე 5 სექტემბერს სომხეთს უმასპინძლებს, ხოლო 8 სექტემბერს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ შემადგენლობა დაასახელა და დანანებით აღნიშნა, რომ ტრავმის გამო ნახევარმცველი ტიხომირ კოსტადინოვი (რუჟემბეროკი) ვერ დაეხმარება, შესაძლოა გარემარბი დანილ ავრამოვსკიც (კაიზერისპორი) დააკლდეთ, თუმცა მასაც უხმო.

ანგელოვსკიმ თქვა, რომ ის ფეხბურთელები გამოიძახა, რომლებმაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შესანიშნავ შედეგებს მიაღწიეს, ოპტიმისტურად არიან განწყობილი და მთავარი ერთა ლიგაზე 8 ოქტომბერს კოსოვოსთან დაპირისპირებაა. ის თავისი ნაკრების შეკრებას 31 აგვისტოს სკოპიეში დაიწყებს.

მეკარეები: სტოლე
დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), დეიან ილიევი (არსენალი, ინგლისი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი)

მცველები: ვისარ მუსლიუ (ფეჰერვარი, უნგრეთი), ეზგონ ბეიტულაი (შკენდია), სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი, პორტუგალია), კირე რისტევსკი (დოჟა, უნგრეთი), დარკო ველკოვსკი (რიეკა, ხორვატია), გოიკო ზაიკოვი (შარლერუა, ბელგია), კრისტიან ტოშევსკი (ტირანა, ალბანეთი)

ნახევარმცველები: ენის ბარდი (ლევანტე, ესპანეთი), ადრიან ადემი (დინამო, ხორვატია), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი, უნგრეთი), ეზგან ალიოსკი (ლიდსი, ინგლისი), სტეფან სპიროვსკი (აეკ, კვიპროსი), ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), დანიელ ავრამოვსკი (კაისერი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გორან პანდევი (ჯენოა, იტალია), ივან ტრიჩკოვსკი (აეკ, კვიპროსი), ალექსანდრ ტრაიკოვსკი (მალიორკა, ესპანეთი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე, იტალია), კრსტე ველკოსკი (სარაევო, ბოსნია), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბრი, საფრანგეთი)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძან ძლიერი ნაკრები ყავს მაკედონიას ფიზიკურადაც მაგრად არიან ჩვენი შანსი ჩვენი კედლები თუა მეტი არაფერი .
goga
22:14 29-08-2020
12
რა ნახევარფინალი,ᲔრᲗალიგის ქვეჯგუფᲨი ვეᲗამაᲨებიᲗ სექტემბერᲨი ჯერ. ეგ Მერე ჯერ Თუ ბელორუსია გავიარეᲗ ᲨეიᲫლება მერე ᲨევხვდეᲗ ეგენი Თუ კოსოვოს გაივლიაბ...
ზურა
21:47 29-08-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული