ესტონელთა კაპიტანი: საქართველოს ნაკრები ცოტა ქედმაღალია - შეგვიძლია სათამაშო განწყობა გავუფუჭოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩის მატჩის წინ ესტონელთა კაპიტანმა კონსტანტინ ვასილევმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"როგორც ყოველთვის საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკურად კვალიფიცირებულია. შესაძლოა, რაღაც მომენტში ცოტა ქედმაღალია. ჩვენ მათთან ადრე ვითამაშეთ და ქართული საფეხბურთო კულტურა ყოველთვის მსგავსი იყო. შეიძლება სლოვაკი მწვრთნელი ოდნავ აწონასწორებს მათ თამაშს, მაგრამ ქართველების ძლიერი მხარეები ცნობილია.

საქართველოს კოზირების გათვალისწინებით რაზე უნდა მოახდინოს ესტონეთმა ორიენტირება? თუ ბურთის ფლობას მოვახერხებთ, შეგვიძლია ქართველებს სათამაშო განწყობა გავუფუჭოთ. დაცვაში მაქსიმალურად კონცენტრირება გვმართებს.

კორონავირუსის გამო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება, ჩვენი
გუნდი რეგულარულად აბარებს ტესტებს. ამ სიტუაციამ გუნდზე დიდი გავლენა არ მოახდინა. ამ პერიოდს აუცილებლად გადავლახავთ, მაგრამ ფეხბურთი მაყურებლებისთვის სიამოვნების მინიჭებისთვისაა შექმნილი და ფეხბურთელებმა ტრიბუნებიდან ენერგია უნდა მიიღონ. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა არა გვაქვს, რადგან თამაშზე მაყურებელი არ იქნება".

მკითხველის კომენტარები / 5 /
საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერიო???
გუჯი
15:29 05-09-2020
0
მაგრამ მაინც მაგრები არიან
iberia
10:18 05-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული