საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
მოვიგეთ და ეს ყველაზე მთავარია,მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, მართალია ცოტა უსახურად ვითამაშეთ,მაგრამ არ დავეძებ შედეგი ყველაზე მთავარია...ოღონდ მოვიგოთ და ასეთ თამაშზეც თანახმა ვარ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ ფეხბურთელებს და ვუსურვო მომავალი წარმატებები!
gogia
06 სექტემბერი 2020 10:58
2
ესტონეთს მოვუგეთ 1×0, ესტონეთს!
რატი
06 სექტემბერი 2020 10:36
2
- გახსოვთ ჩვენი ნაკრების ამდენი შედეგიანი თამაში?
- დაგავიწყდათ ჩვენი ნაკრების 4-5 ბურთიანი სხვაობებით წაგებული თამაშები, ქაოსური სირბილი, აჭრილი და სასოწარკვეთილება მოედანზე?
- ნაკრების უკეთეი ფეხბურთელები, უკეთეს გინდებში, რომ იყვნენ, უკეთესი მწვრთნელები უკეთესი ქვეყნებიდა, უცხოელები და ქართველებიც რომ გვყავდა, იმათი შედეგები და თამაშის ხარისხი გახსოვთ?
- ყოველთვის(დღიდან მწვრთელობისა) ვაისს ანუ ჩვენს ნაკრებს ყვავით რომ ჩასძახიან აჰა, აი დღეს დაგვერხევა, არა ხვალ დაგვერხევაო - ხომ გახსოვთ? და დარხევა თუ გახსოვთ?
- ან კიდევ კვარაცხელიას მაგალითზე რომ ატყდა ერთი ამბავი, რატომ არ ათამაშა ამ ფლანგზეო და რატომ ათამაშა მეორეზეო, ასეთი კარგი თამაში კვარაცხელიასი ამ მეორე ფლანგზე გახსოვთ?
- გახსოვთ ნაკრების მწრთნელები დაკვეთით რომ ათამაშედნენ ამა თუ იმ ფეხბეურთელს ბლატის გამო გახსოვთ? ან გახსოვთ იმ მწვრთელებს ეზრუნათ (მაგალითად ქვილითაიას დასხვასაც)ნაკრებში მიეღოთ სათამაშო პრქტიკა და არ დაკარგულიყვნენ - გახსოვთ?
- გახსოთ, რომ (აქ მოაქტიურე კრიტიკოსებს) ერთი და იგივე შემნადგენლობა დაგესახელებინოთ? რამდენი კაციც არის იმდენ შემადგენლობას წერთ და ავალებთ ვაისს, რომ თქვენი (მხოლოდ თქვენი და არა სხვისი) ტაქტიკით ითამაშოს?
რამდენი რამე ყოფილა გასახსენებელი, თურმე ....

ამნეზია
06 სექტემბერი 2020 10:33
8
რა დალაგებაზე ლაპარაკობთ ხალხო!? თოთქოს რაღაცეები დაგვავიწდა და ა. შ. იყო დრო ნაკრები ჯგუფში მესამეც გასულა და ღირსულ თამაშებსაც ატარებდა.ვაისის ხელში ჯგუფში რა შედეგი დაიდო? უნდა გადახედო რაიმეს რომ დაწერ.ამ ესტონეთის და მისნაირ გუნდებთან შედეგი თუ გაკმაყოფილებს კი ბატონო. მაგრამ ამ თამაშით ნებისმიერ საშუალო დონის გუნდთან ამ კაცის ხელში გვექნება ის შედეგი, რაც ჯგუფში გვქონდა ევროშესარჩევში. არ აქვს ვაისს გუნდის რწმენა, რა სასტავსაც აყენებს, რა ტაქტიკითაც ათამაშებს ამაზე მეტყველებს. ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს ყოველთვის ძლიერი თაობა ვერ გვეყოლება. ეხლა თითქოს გაგვეზარდა ის თაობა, რომელიც მეტნაკლებად კონკურენტული გუნდის შექმნას შეგვაძლებინებს. ამის მისაღწევად გვინდა ტრენერი, რომელიც გუნდის სული და გული იქნება, გაუორმაგებს მოტივაციას და ტაქტიკასთან ერთად ამ პატარა ბიჭებს შთააგონებს რომ თავისი ქვეყნისთვის მინდორზე ყველაფერი უნდა დადონ.
ამატაკი
07 სექტემბერი 2020 14:02
0
ვაისმა რომ გუნდი დაალაგა და რაღაცა სტილი რომ გამოიკვეთა ჩვენს ნაკრებში, ამაზე რა თქმა უნდა არ ვიდავოთ, მაგრამ ხომ შეიძლება, როცა ოქრი გიჩვენებს პირდაპირ, სულს ვღაფავ, მეტი აღარ შემიძლია, აშკარად ყვითელზე მიდის, რომ გამოცვალონ, გამოცვალე რა დალოცვილო, გყავს ხომ სკამზე რამდენი კაცი, მაგ. დავითაშვილი, შენგელია, ვაისი ნაღდად არაა ცუდი მწვრთნელი, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ რესურსით კიდევ უფრო კარგი თამაში შეგვიძლია, ასე მგონია არ იცნობს კარგად ჩვენს ბიჭებს, ვნახოთ! ყოველ შემთხვევაში კვირკველია საშინლად გამოიყურებოდა, ჯიღაურის დაყენებამ არ გაამართლა, ამას ცოტა კარგი გუნდი არ გაპატიებს. გრიგალავა ამ ეტაპზე ბევრად უკეთესი ვარიანტი მგონია.
რაღაცეებში გეთანხმები
06 სექტემბერი 2020 12:26
2
ყველა გამოხმაურება
უახლოესი წლების "სუპერ ტალამტები- ჭანტურია, არაბიძე,ზარანდია, ჭანკოტაძე ეხლა კვარაცხელია, ერთი ორი წელი ხომ არ შეგვეხედა სანამ დაფნის გვირგვინით შევამკობდით, სამწუხაროდ ჩვენი ნაკრების დონე და ის კლუბები სადაც დღეს ისინი მოღვაწეობენ, მეტად თავშეკავებული შეფასება გავაკეთოდ უმჯობესია.
ჯაბა
06 სექტემბერი 2020 09:01
19
ჭანკოტაძე მე ვარ ფეხბურთს არ ვთამაშობ გეშლება ძმა აი ნარდში მართლა ტალანტი ვარ
ჭანკოტაძე
06 სექტემბერი 2020 15:22
0
სუპერტალანტად შერაცხული ჭანკოტაძე ვინაა, არ გამიგია ასეთი, სად თამაშობს?!
aburjga
06 სექტემბერი 2020 11:40
1
ყველა გამოხმაურება
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას, ორი თამაშის შემდეგ, საფრ და ბოლო, წინა ხაზი მეტად სიცოცხლისუნარიანი იყო დაცვასთან შედარებით, მე გამოვარჩევდი ახალგაზრდულიდან ასათიანს, რაღაც აუღელვებლად და საიმედოდ მუშაობდა.
ბერდო
06 სექტემბერი 2020 08:39
1
აშკარად გვილია დაგვაკლდა
ჩორნა
06 სექტემბერი 2020 03:07
6
კიტეიშვილი უფრო დაგვაკლდა
?
06 სექტემბერი 2020 12:28
0
მოვიგეთ კარგი იყო მადლობა ყველას. მაგრამ ჩვენ ხო ყოველთვის მეტი გვინდა. მე თანახმა ვარ მუნდიალი მოვიგოთ. იმედია მომავალშიც გამოჩნდება მეკარე რომელიც გვეიმედებოდეს 90 წთ. კაკაბაძე კაია. მალიც გვეზრდება. ხოჭოლავასი მე არ მეიმედება. კვერკველიაც რავიცი რა სახე ქონდა. ტაბიძის იმედი მაქ.მარა მეორე ცენტრალური მცველი გამოჩნდეს მინდა. კაშია ასაკშია. ჯიღაური ნორმალური იყო მაგრამ იმედია გაგვეზრდება ლაკვეხელიანი მარცხნივ. კანკავას ვერავინ შემიცვლის. ეგეთები იშვიათად იბადებიან ამ პოზიციაზე საქართველოში. კვეკვესკირი კარგი იყო მაგრამ კიტეიშვილი მინდა სამომავლოდ მანდ. იმედია აბურჯანია განვითარდება ნინუა მიმაჩნია საკვანძოდ ნაკრების. არაბიძის იმედი არ დამიკარგავს. მაგრად მჭირდება არაბის სტილი ნაკრებში კვარაცხელიასთან და ჩაკვეტაძესთან ერთად. დავითაშვილი მეიმედება და სამომავლოდ იქნებ გვეღირსოს და გვყავდეს ფორვარდი. მინდა უკვე მინდა მიქაუტაძე. მომავალში გუნდი გვეყოლება სუპერ.

მაკარიძე

კაკაბაძე. ????. ტაბიძე. ლაკვეხელიანი.

კიტეიშვილი. ნინუა.

ჩაკვეტაძე. არაბიძე. კვარაცხელია.

მქაუტაძე.
არაუშავდა კარგია
06 სექტემბერი 2020 03:00
18
არაბიძე ჩათვალა ჭანტურიას გზას დაადგა და დარჩა მარად პერსპექტიულად. ოღონდ ჭანტურიამ ერთი სეზონი მაინც წაითამაშა ჰოლანდიაში და მაგას ჯერ არაფერი უჩვენებია და პატარაც აღარ არის
არაბიძის ნათესავი ხარ?
06 სექტემბერი 2020 04:09
5
აქამდე დაცვის რგოლი გვყავდა ძალიან საიმედო და დღეს გამოჩნდა რო სერიოზული პრობლემები გვაქ. გვილია აშკარად დაგვაკლდა ამ თამაშში, ვაისზე აღარაფერს ვიტყვი. / ისე კი მგონია რო ნაკრებში არველაძის ეპოქა ახლოვდება, შოთის მოუწევს ნაკრებში დაბრუნება ადრე თუ გვიან
Vasili
06 სექტემბერი 2020 02:33
11
აქამდე დაცვის რგოლი გვყავდა ძალიან საიმედო და დღეს გამოჩნდა რო სერიოზული პრობლემები გვაქ. გვილია აშკარად დაგვაკლდა ამ თამაშში, ვაისზე აღარაფერს ვიტყვი. / ისე კი მგონია რო ნაკრებში არველაძის ეპოქა ახლოვდება, შოთის მოუწევს ნაკრებში დაბრუნება ადრე თუ გვიან
Vasili
06 სექტემბერი 2020 02:33
8
თქვენი არ ვიცი და არც შედეგით ვარ კმაყოფილი და თამაშით ხომ საერთოდ! ესტონეთს რომ ასე ეთამაშები სხვა გუნდები ხომ დაგჯაბნიან აშკარად. ვერ ვხვდები რატომ არიან აქ აღფრთოვანებულები 1-0 ესტონეთთან. კვარაცხელია კარგია,მაგრამ რუბინში უკეთესად თამაშობს, ვიდრე დღეს ითამაშა. სხვა ვერავის გამოვყოფდი . კვირკველიას რა დაემართა იცის ვინმემ? მას რომ ვუყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დიდი ტრაგედია გადაიტანა, გამომეტყველებაც ასეთი აქვს.
დავით 67
06 სექტემბერი 2020 01:26
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული