საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
ჯერ გილოცავთ ყველას! მერე თქვე კაი ხალხო, ყველანაირად ჯობნი მეტოქეს, თან 1:0 იგებ, გაიტანე მეორეც, ან თქვენ თავს რად ანერვიულებთ, ან ჩვენ. ის მაინც არ გაგიგიათ "ავადმყოფი ლოგინში უნდა მ...აო!"
მამუკა
05 სექტემბერი 2020 23:23
2
სტოლბას მოხვდა და გავიდა გოლი, მართალი არ ვარ? :D ეჰჰ არ ვიცი რა, არ ვიცი, ჯამრთელობის ფასი არაფერი არააა.
ზუჩკო
05 სექტემბერი 2020 23:22
7
ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას! კაჭარავამ და კვეკვესკირმა ვერ გაამართლეს იმედები , ჩემი აზრით მათზე კარგი ფეხბურთელები ეროვნულ ლიგაში თამაშობენ , სიხარულიძე და გაბედავა გამოადგებოდა ნაკრებს
ნიკო
05 სექტემბერი 2020 23:09
31
ნიკო სხვა თამაშს უყურე?
ნიკოს
05 სექტემბერი 2020 23:50
6
რაღაც არ მომწონს ვაისის გადაწყვეტილებები იმედია გამოასწორებს
Ka
05 სექტემბერი 2020 23:08
5
ძალიან მიჭირს პოზიტივის დანახვა, კარგი მხოლოდ შედეგია, ისიც ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო...მართალია კაჭარავამ გაიტანა და ვულოცავ, მაგრამ ნაკრების ფეხბურთელად ვერ აღვიქვამ , ჩაკვეტაძე შორსაა ფორმიდან,ვიცით რა მისი შესაძლებლობები -იმედი დიდია. ჩემთვის გასაგებია სოლომონი რატომაც ამოვარდა ლოკომოტივიდან, როტორის თამაშებშიც ეტყობა -შორსაა ფორმიდან, კვარაცხელია კრეატიულია მაგრამ მ.ქ.კოეფიციენტი აქვს დაბალი. დარტყმა საერთოდ არ უვარგა.რუბინშიც ჩანს ეს ნაკლი, 5 ქულიდან 1 ზე მეტს ვერ დაუწერ. სამუშაო ბევრი აქვს. ბევრ სიტუაციაში სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ ბიჭები და ეს ესტონეთის ნაკრებთან, ჯერ რა იყო და იმაზე დაბალ დონეზეა, ამდენ სივრცეებში უკეთ მართებდათ მოქმედება, კი, გასაგებია რეალობა სხვაა ,ახალი შეკრებილია ნაკრებიც...ასეთი თამაშით მაკედონა-ბოსნიასთან მოგების შანსი არ გვექნება...იმედია ამოიქოქებიან. 8- ში გამოჩნდება ვაისის კვალიფიკაციის დონეც
გუსანი
05 სექტემბერი 2020 23:06
6
სვარკა.ერთი კარში დარტყმა მთლიან თამაშში ესტონეთთანაც კი,ისიც თავით.დანიასთანაც ერთი კარში დარტყმა,ისიც ჯარიმით ბოლო წუთზე,ირლანდიასთან ნოლი კარში დარტყმა.რანაირი ფეხბურთელები არიან ესენი,მგონი სხვა სპორტს თამაშობენ.კარში დაურტყმელად გვინდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა?თუ ვაისი უკრძალავს დარტყმას.
Master
05 სექტემბერი 2020 23:05
7
კანკავამ რა ჯარიმა აიკიდა 94 წუთზე! კაცს თავი გაუტეხა და საერთოდ რომ გადახედო კანკავას სხვა თამაშებშიც ხშირად აკეთებს ასეთ რამეს! რა საჭირო იყო! მსაჯს უნდა გაეგდო!კიდევ კაი ესტონეთი არ არის ისეთი ნაკრები თორემ იმ წერტილიდან უკეთესი ნაკრები ასიანი შეაგდებდა ბურთს ლორიას კარში!
მწრთვნელი
05 სექტემბერი 2020 23:02
19
გილოცაცთ ყველას!
ყოჩაღ კვარაცხელიას მართლა მაგარია!
სიზუსტე რომ დახვეწოს ძაან მაგარი იქნება!
ტოპ-ფერბურთელია!
ლაშა
05 სექტემბერი 2020 23:02
0
კარგია კვარაცხელია კაკაბაძე და ვერ ითამაშა ჩაკვეტაძემ სამაგიეროდ ლობჟანიძე კარგად ჩაერთო დაყენებული დარტყმით და ცუდია გოლის გამტანს კომენტატორი მოუქნელს რო ეძახის და ოქრიაშვილი დაიღალა
შოკირებული გულშემატკივარი
05 სექტემბერი 2020 23:00
2
მართალია თამაშში ერთადერთი გოლის გამტანი მატჩის გმირია!
მამუკა
06 სექტემბერი 2020 00:04
0
ვულოცავ ყველას მარა ძალიან გაჭირდება სხვა თამაშებში!!
ზაზა
05 სექტემბერი 2020 22:59
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული