ვაისი: კვარაცხელიას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ესტონეთთთან მოგების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აქო:

"კვარაცხელია დიდი ტალანტია. ის დღეს მართლაც საუკეთესო იყო, თუმცა რაც რუსეთის პრემიერლიგაში აჩვენა, იმის მერე ეს გასაკვირი არ გახლდათ. იმედი მაქვს, რომ გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გუნდი მას გულშემატკივრობს.

ტურნირის პირველ შეხვედრაში 3 ქულის აღებით კმაყოფილები ვართ. მატჩის წინ ცოტა ვნერვიულობდი, ვინაიდან ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბში სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მოედანზე ჩვენ უკეთესი გუნდი
ვიყავით. მეორე გოლის გასატანად და მატჩის ბედის გადასაწყვეტად 3-4 კარგი მომენტი შევქმენით.

აგრეთვე ძალიან გამიხარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კაჭარავამ გაიტანა. ის კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრს მუშაობდა. პირველი შეხვედრა ნებისმიერ ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასევე ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 55 /
ო როგორ აკლია ჩვენს გუნდს ეხლა ცენტრში კიტეიშვილი, ხერხემალია ნაკრების. ჯაბა მებრძოლია, მაგრამ უკვე ასაკშია, გადაიღალა და ბევრი შეცდომა მოსდის.
ირაკლი
06 სექტემბერი 2020 09:46
4
პირველ რიგში გილოცავთ! არ წამიკითხია ჯერ კომენტარები, მაგრამ... "ასე თუ ვეთამაშებით ჩრდილოეთ მაკედონიას" როგორც თქვენ თქვით ბატონო ვაის - უპირობოთ დავმარცხდებით. თქვენი ძალიან მომწონხართ პიროვნულად, მიხარია ეს მოგებაც , უბრალოდ მინდა გითხრათ რასაც ვფიქრობ. ყველაზე კურიზული ისაა, რომ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. კვარაცხელიას ხარჯზე მოძრაობდა ნაკრები. ეს ყველამ ნახა. ამიტომ მაკედონიასთანაც მხოლოდ იგივეს მოლოდინი მწვრთნელისგან უბრალოდ არაადეკვატურობა იქნება. დასკვნების გაკეთებაა საჭირო. რადგან ჩვენ ქვეყანაში ობიექტური კრიტიკა არ არის, თქვენ ადგილას წავკითხავდი ხოლმე ყველა კომენტარს, ესეც საქმეა , რომ გვერდიდან შეხედოთ როგორ აღიქმება ასეთი თამაშები. არ შეიძლება ჩაკვეტაძის გამთამაშებლად დაეყენება. ყოველ შემძთხვევაში ჯერ მაინც. ამითი მარცხენა ფლანგსაც და ცენრსაც ვკარგავთ. ამ ფორმაციაში გამთამაშებელი ცხადია ოქრიაშვილია. ჩაკვე კი უმაგრესად ხედავს მოედანს, გრძნობს ტემპს და ასე . შ, მაგრამ ამ ფუნქციით თქვენ მას დღეს ანეიტრალებთ, რადგან საკუთარ შეტევებზე აღარ რჩება ენერგია ამდენი ხნის უთამაშებლობის მერე. ჩვენ მეორე ფლანგი დავკარგეთ რეალურად, უბრალოდ ეს არ ჩანდა ესტონეთთან. რა უნდა მარცხენა ფლანგზე ჯიღაურს, ბოდიში მას, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ როცა გყავს ფლანგზე ჩაკვეტაძე და კვარაცხელია , რატომ აუქმებ ერთ ფლანგს? ჯიღაურის გამოყენება სხვაგან შეიძლება თუ რამეა. ჩვენმა ნაკრებმა კარგად არ ითამაშა, უბრალოდ ჩვენი ფეხბურთელები ერთი თავით მაღლა იდგნენ ესტონელებზე. და რაც კარგი ქენით ესაა პრესინგი ბატონო ვლადიმერ, შემართება და განწყობა რომ მოიტანეთ ნაკრებში, ამას არ გიკარგავთ, ასევე დროული შეცვლა გუშინ, ამისთვისაც მადლობა!!! კარგ დროს გაოცვალეთ ბიჭები, პირველად დიდი ხნის შემდეგ :) ლობჟანიძე კარგად ჩაერთო. წარმატებები ჩვენ ნაკრებს... უბრალოდ ჩაკვეტაძეს და ოქრიაშვილს ნუ გაანეიტრალეთ უნებურად, თავ-თავიანთ კოზირებს ნუ მოაშორებთ. პ.ს. შემადგენლობა რომ წავიკითხე იმ წამსვე მომხდვა ჯიღაური. რომელიც უნდ აიყოს ნაკრებში, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადის ფეხბურთელი ვერ არის. ნებისმიერი იმ სამიდან , რომელიც შემოვიდა ამ წუთას უფრო იმსახურებს ძირითადს და ეს შეტევაში კვარას, ოქრის და ჩაკვესთვის იმპროვიზაციისათვის მეტი საშუალების მიმცემი იქნებოდა.
გადასარევი გიორგი
06 სექტემბერი 2020 13:09
3
პესიმიზმს შეეშვით ხალხო რა გჭირთ? ხომ ნახეთ საფრანგეთი საქართველოს ახალგაზრდული თამაში? ზუსტად ისე მოგვიგო საფრანგეთმა როგორც ჩვენ ესტონეთს მოვუგეთ. ანალოგი იქნებოდა რომ ბოლოს ლობჯანიძეს ზუსტად დაერტყა და 2:0 მოგვეგო.
roma bejanidze
06 სექტემბერი 2020 13:49
0
იმედია ეხლა მაონც დაინახეთ ზოგ ზოგიერთებმა რატომ არ ათამაშებენ კვირკველიას ლოკომოტივში,ჩაკვეს და ქვილითაიას გენკში,რატომ უნდოდა ანორთოსის კაჭარავას გაყიდვა.
დავითაშვილი ძირითადის კაცია!!!!
ბაბუაწვერა
06 სექტემბერი 2020 07:43
19
ვლადიმირ შენ ხარ საქართველოს ნაკრების მხსნელი(მესია),შენი თამადობით,როგორც ამბობენ ქართულ სუფრაზე, საქ.ნაკრებმა მიაღწია ჯერარნახულ შედეგს და რაც არ უნდა იძახონ სკეპტიკოსებმა გასაშვებიაო ფაქტი ჯიუტია.ამათ დაავიწყდათ რა ნაკრები ჩაიბარე, ნაკრები რომელიც თამაშს ვერ იგებდა და მოახდინე პატარა სასწაული-ჯგუფში წაუგებლად პირველ ადგილზე გიყვანე.თუ მოახერხებ და გუნდს გაიყვან ევროპაზე ხომ კარგი და თუ არა ჯერჯერობით შენისთანა შედეგისთვის საქ.ნაკრების არცერთ ქართველ და მითუმეტეს უცხოელ მწვრთნელებს არ მიუღწევია,როგორც სკეპტიკოსები იტყოდნენ შენზე სახელიანებიც იყვნენ და შენზე მეტი გამოცდილების მქონენიც,ამათ შორის შენ ხარ ყველაზე ნათელი წერტილი და შენვე გაქვს შანსი შეხვიდე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით!
luka kukava
06 სექტემბერი 2020 15:19
12
რა კოზირებზე,რა დავითაია,რა თამაშის დამალვა?ერთ ჭ კლასის გუნდს მოვუგეთ და არიქა,ჩამოყალიბდა ვითომ ევროპული დონის ნაკრები?რაღაც ეჭვი მეპარება.ყველა ჩემს სიტყვას უკან წავიღებ თუ ბელორუსიას მოუგებენ და შემდგომ ფინალურ ეტაპზე გავლენ.P.S.ბოდიშსაც მოვიხდი!
888
06 სექტემბერი 2020 10:38
8
Ragchirt tkve usaqmurebo raslandzgavt am bichebs .rac sheudzliat tamashoben .tu ar mogcont nu uyirebt
Kkkk
06 სექტემბერი 2020 14:10
4
და თქვენ ითამაშეთ უკეთესად, მწვრთელიც ტქვენ იყავით და ფეხბურთელიც
Kkkk
06 სექტემბერი 2020 14:42
3
ეს ვაისი არის იღბალა ტრენერი. რაც მოიგო ნაკრებმა მხოლოდ მოთამაშეთა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე.
თორემ ჩვენი ნაკრები არ არის გუნდი. არ აქვს კომბინაციები, არ იცის სტანდარტულის შესრულება, ვერ ხერხდება შეცვლაზე შემოსული მოთამაშით თამაშის მიმართულების გარდატეხა. მეტი რა ევალება მწვრთნელს მე არ ვიცი.
დღეს ჩემი აზრით მთავარი საფეხბურთო მეტრი არის გერმანული ფეხბურთი დააკვირდით გერმანიის ნაკრებს და ბავარიას როგორ სწრაფ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, მაღალი პრესინგი, სწარფი მოკლე პასები ერთი შეხებით, სტანდარტულების დამუშავებული შესრულება, აი ეს არის ფეხბურთი.
და გაგვიმართლა რომ გვყავს კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და იმედია დავითაშვილსაც გამოიყენებს ეს ტლუ.
las
06 სექტემბერი 2020 09:07
5
შენგელიამ რა დაგიშავა ვაის! შეცვლაზე მაინც შეუშვი მარცხენას კარგად ხმარობს ეგ ბიჭი!
მწრთვნელი
06 სექტემბერი 2020 01:29
14
კი არის ცოტა ექსცენტრიჩნი და ხიპიშა მარა მუჟიკია და ეხმის საგანი ქეცბას.
დემნა
06 სექტემბერი 2020 11:08
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული