pressball: იქნებ ქართველებმაც წარუმატებლად მოაწოდონ აუტი - ბელარუსული პრესა ნაკრებს აკრიტიკებს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ყაზახეთთან ბელარუსების გამარჯვება (2:1) "პრესბალმა" საკმაოდ კრიტიკულად, შეიძლება ითქვას, ირონიულად მიმოიხილა.

ბელარუსის ნაკრებმა ყაზახეთს სძლია, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ გეგმა გამოუცნობია.

თითქოს მოწყენის ფორმალური მიზეზი არ არსებობს. გამარჯვება - აი, ისიც. ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლა - ბელარუსები აგრძელებენ. თამაში - ნამეტანი არა, მაგრამ მთლად ისეთი არა, როგორიც ალბანელებთან იყო. ქართველებთან შეხვედრისათვის შეიძლება კარგი ხასიათით მოვემზადოთ, თბილისში კი მხოლოდ ერთი მატჩია, ყველაფერი ხდება. შესაძლოა, მასპინძლები საკუთარ კართან წარუმატებლად მოაწვდიან აუტს (ყაზახების აუტის შემდეგ გაიტანა ლისაკოვიჩმა კურიოზული გოლი - რედ.)...

რა
შეუძლიათ ბელარუსებს, ქართველებს შესთავაზონ, რომლებიც უფრო ალბანელების დონისანი არიან, ვიდრე ყაზახეთისა (ლეგიონერებით სავსე ძლიერი ნაკრები)? საჯარიმოს გარედან იაბლონსკისა და ებონგის დარტყმები?

დიახ, იყო კიდევ კარგი გოლი. სტასევიჩმა ჩააწოდა, ბორდაჩევმა გაიტანა - ორივემ, სხვათა შორის, 2009 წელს ყაზახეთს გაუტანა. მას შემდეგ 11 წელი გავიდა და ყაზახებმა თითქმის შეინარჩუნეს ბელარუსებთან ფრე. წინააღმდეგი მხოლოდ სიუმბაევი წავიდა, რომელმაც აუტიდან ბურთის მოწოდება იჩქარა. ალბათ, იფიქრა, რომ მოგებისთვის კიდევ გაიბრძოლებდნენ. ბელარუსებში კი ამოცანებს კვლავ სტასევიჩი და ბორდაჩევი წყვეტენ. ამ 11 წელიწადში მათზე უკეთესი არავინ გამოჩნდა. ზურგსუკან ახალი თაობაა, რომელიც გასულ კვირას ნიდერლანდებთან 0:7 განადგურდა (ახალგაზრდული ნაკრები - რედ.)

მოკლედ, ძნელია, ძნელია ამ მოგებით გაიხარო - არაფერი არ მოგვცა და არ დაგვაიმედა. ეს ქართველებთან მნიშვნელოვანი არ არის, მთავარი შედეგია. ახლა კი ჩვენ თითქოს ქართველებს მივუზომდით და განსაკუთრებულად არ გამოვიდა. ბელარუსთა მთავარი იარაღი კი შემთხვევა იყო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არადა საომარი განწყობით იყვნენო იტყვიან ბელორუსი გულშემატკივრები მატჩის მერე..
მევიგეეებთ სიმონ!=))) კვარამართლაცხელიიიაააა!!!
მევარმე
00:43 08-09-2020
1
იმ ფრაგმენტებით რაც სპორტალმა დადო. ბელარუსი ყაზახეთს 2 თავით ჯობდა. ან მოუმატეს წინა მატჩთან შედარებით ან კიდევ გასვლაზე უკეთ თამაშობენ. ანაც ორივე ერთად. ყველა ვარიანტში ყურადღებაა საჭირო, თავში ავარდნით და ცხვირის აწევით არაფერი გამოვა.
ჰაჰა
11:55 08-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული