ლევან კობიაშვილმა ბელარუსთან მატჩზე ფანების დასწრების საკითხზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "POSTV-სპორტი-სთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით, მას აქვს წინასწარი განწყობა, რომ ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩზე ბელარუსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" მაყურებელთა გარკვეული ოდენობა დაშვებული იქნება.

"ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე მაყურებელთა დასწრების საკითხზე საუბარი ჩემთვის ძალიან რთულია. წლების წინ როგორც იყო, როცა თავისუფლად სავსე სტადიონზე შევდიოდით, ალბათ, ასე არ იქნება. თუმცა, წინასწარი განწყობა მაქვს, რომ ამ შეხვედრას მაყურებელთა გარკვეული ნაწილი დაესწრება და გეტყვით, რატომ.

სექტემბერში გასამართი შეხვედრების შესახებ 1 თვით ადრე ვიცოდით,
რომ ამ მატჩებს ფანები არ დაესწრებოდნენ. თუმცა მაშინვე გაკეთდა ერთი განცხადება უნგრეთში ჩასატარებელ უეფას სუპერთასის შეხვედრის შესახებ და იმ თამაშზე უეფამ მაყურებელთა გარკვეული ოდენობა დაუშვა.

მიმაჩნია, რომ ეს ღონისძიება პრეცედენტი შეიძლება იყოს. თუ უეფას ეგიდით ჩატარებულმა ამ შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მაყურებელთა დასწრებამ პრობლემები არ გამოიწვია, შესაძლოა, გულშემატკივრები ოქტომბრის მატჩებზეც ვიხილოთ.
ამ ყველაფერს ჩემი ლოგიკით, ჩემი გადმოსახედით ასე ვხედავ. მაგრამ რეალურად არავინ ვიცით, რა მოხდება ხვალ და ზეგ, მსოფლიოსა და საქართველოში რა ვითარება იქნება.

თუ მოხდა ისე, რომ გულშემატკივართა გარკვეული პროცენტი დაუშვეს, ჩვენთვის უფრო რთული პროცესი დაიწყება, შერჩევის პროცედურას ვგულისხმობ.

ყველა ბილეთი გაყიდულია და სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რა პრინციპით უნდა შევუშვათ ერთნი და მეორენი არა. რაღაც იდეა შეიძლება მქონდეს, თუმცა ამის წინასწარ თქმა არ იქნება სწორი", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

altსაქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ბელარუსმა ყაზახეთს სძლია [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 14 /

ყოველი ნაკრების თამაშის დღე ჩემთვის განსაკუთრებულია, რაღაცნაირად აფორიაქებული ვარ, გულს ვერაფერს ვუდებ, თუნდაც ძლიერ მოწინააღმდეგეს ვხვდებოდეთ და შანსი არ გვქონდეს კარგი შედეგის.
წარმომიდგენია რა განწყობა და შფოთია თავად ფეხბურთლების გულებში.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფორმაციის ნაკრები სტაბილურად ყველაზე მებრძოლი და მოძრავია, თუნდაც ერთი ტაიმი. რა თქმა უნდა ყოფილა უკეთსი შედეგები და ფეერელური თამაშებიც, მაგრამ მათ როგორც წესი უჯიგრო მატჩი მოყოლია. თბილისში ჩატარებული ნაკრების არც ერთ მატჩი არ გამიცდენია და ძალიან დამწყდება გული თუ მაყურებლები შეზღუდულად დაუშვეს ბელორუსთან მატჩზე და ჩემი ბილეთი გაუქმდება, მაგრამ მთავარია უფლება მოგვცენ და მაგას არ დავეძებ, არც ბილეთის ფულს მოვითხოვ უკან.
წარმატებები დღეს ბიჭებს და კაცებს:)
rati 74
16:55 08-09-2020
0
მარტივი გადასწყვეტია. ვფიქრობ 2 ვარიანტია: ან ლატარია ჩაიყაროს დოლურაში 56,000 ბილეთი, და მისი ერთი მესამედი რაც ამოვა ის ხალხი შევა. და მეორე ვარიანტი, ყველა სექტორში და რიგში 1 ნომრიდან დაიწყოს ათვლა და ორ-ორი სკამის გამოტოვებით ბილეთის მფლობელები შეუშვან.
შედეგები კი წინასწარ იყოს ცნობილი რომ უაზროდ არ მიაწყდეს ხალხი სტადიონს.
DAVE
14:37 08-09-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული