საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
ამ ფრეს აქვს თავისი ობიექტური მიზეზები დაგვაკლდა ძირითადის ბევრი ფეხბურთელი ვინც მოედანზე იყო 90% შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან ,გარდა ამისა ამინდდმა და მოედნის საფარმაც გაფუჭა თამაში და ვეც მაკედონიამ ითამაშა და ვერც ჩვენ თუმცა ვფიქრობ ,რომ მაინც მოსაგები თამააში იყოო და კლასი დაგვაკლდა.
Gio
08 სექტემბერი 2020 22:39
3
რა ცვლლება გააკეტა?! კუთხურის ჩამოწოდება როდის უნდა ისწავლონ?!
გიორგი
08 სექტემბერი 2020 22:38
1
რამდენი იტყვის ეხლა აქ რო მინდორი იყო ამ სვარკის პირველი და ბოლო მიზეზი იყო
და ესეც უნდა მოგვეგო, არაფერი გუნდი არაა მაკედონია, გინდა კოსოვო, გინდა ბელარუსი... ამ ხიდით სამივეს მოვიგებთ ადამიანური ამინდი და გარემო თუ იქნა... ასე უბრალოდ მსოფლიოს პლეიოფში შეგვიშლის ხელს, რომლის შანსიც დიდი ალბათობით არ გვქონდა მაინც... )) ამ ჯგუფს მოვიგებთ და იქით ზონაშიც გადავალთ
რა მაფიაა?
08 სექტემბერი 2020 22:38
6
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ბელორუსს უმალავს ტაქტიკას... თამაშით ვაჯობეთ აშკარად. ვფიქრობ კვეკვეს ურიგოდ არ უთამაშია მაგრამ გვილიას რომ ეთამაშა მის მაგივრად უფრო გააზრებულ თამაშს ვითამაშებდით... კანკავა ნამდვილი კაპიტანია... მაინც იმედისმომცემი თამაში იყო მიუხედავად შედეგისა პირადად მე ძალიან უკმაყოფილო არ ვარ.. 10 ბალიანი შეფასებით 7 რადგამაც მაკედონია არ არის დაბალი დონის ნაკრები..
მევარმე
08 სექტემბერი 2020 22:36
6
მოეინააღმდეგე თამაშობდა გამართულ თანამედროვე ფეხბურთს როცა ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს მოედანზე შეტევაშიც და დაცვაშიც ხოლო რაც შეეხება ჩვენებსმხოლოდ ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე ცდილობდნენ რამის მიღწევად რა ექნა 19 წლის ახალგაზრდასპენალტი მოიპოვა ყველა თამაშს ახალგაზრდა 19 წლის ფეხბურთელები ვერ მოიგებენ ვინმემ იქნებ გამაგებინოს რაში ეტყობა ჩვენ ნაკრებს მწვრთნელის ხელი?
კახაბერ
08 სექტემბერი 2020 22:36
1
ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ გასვლაზე ნამდვილად დიდი უპირატესობა ექნებათ მაკედონიელებს. საშინლად მოვიკოჭლებთ ფიზიკურად , ბევრი მომენტი არც ჩვენ გვქონია - რომ არა პენალტი, ნაკლებად სავარაუდოა გოლი გაგვეტანა. გოლის შემდეგ სტუმრებმა გარკვეული პერიოდი ბურთი დაიჭირეს და თამაშიც დააწყნარეს. ფრე მათთვის მისაღები იყო, ჩვენ კი საკმაო ხანს ვიყავით მეტნი და მიუხედავად ბევრი შემტევისა, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ
????
08 სექტემბერი 2020 22:33
0
არ ცდები, თუმცა არც მაკედონია ბრწყინავს ფიზიკით, მთელი თამაში (გაგდებამდე და მერეც) დრო გაყავდათ და ძირს ხოხიალობდნენ. ასე რომ არამგონია იქ გავნადგურდეთ. მეორე ტაიმი სომხეთთან ჩააგდეს. მაკედონიის ბლოგზეც რომ ნახოთ კომენტარები, იგივე აზრი აქვთ, უხარიათ თბილისში აღებული ქულა და თავიანთი ფეხბურთელების სუსტ ფიზიკურ ფორმაზე საუბრობენ.
fani
09 სექტემბერი 2020 17:28
0
მე მაინც მგონია რომ ჩვენებს მეტი შეუძლიათ ამაში დარწმუნებული ვარ და ამას ვნახავთ ერთ თვეში ისე რა გინდათ სამი საგოლე მომენტი გვქონდა იმათ კი ის ერთი გოლიც ჩვენი შევუქმენით ამიტომ ჯერ ბელორუსს და მერე მაკედონიასაც გვარღვევტ .
civi
08 სექტემბერი 2020 22:32
3
ვერ გავიგე რატომ დასვა კაჭარავა და გამოიყვანა უთამაშებელი ქვილითაია კიდე დარჩა ვინმეს კითხვა რატომ არ ათამაშებენ ჩვენებს გენტში
ზაზა
08 სექტემბერი 2020 22:32
1
კაჭარავამ ორ თამაშში ერთადერთი ტექნიკურად გამართული შეხება გააკეთა ბურთზე,მაშინ როცა ესტონეთს,გოლი გაუტანა.დანარჩენი ყველა შეხება თუ ორთაბრძოლა,ტექნიკური და პოზიციური წუნი იყო.ასევევ ქვილითაიამაც,დღეს,მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა მოიგო და სულ ჯარიმის გამოტყუებაზე წვალობდა.ასეთ ფორმაში მყოფი ცენტრფორვარდის დაყენებას,არ დაყენება სჯობდა.
სოსო
09 სექტემბერი 2020 00:22
1

ვერა რა(( თუ არა? ის ბიჭიც ნამეტანს ინდომებს...
ოთარი
08 სექტემბერი 2020 22:32
0
anothosisi,rotori,toboli da gentshi utamashebeli xalxi,raa gundebshiz tamashoben chveni fexburtebeli klasiz shesabamisi aakvt, chveni maximumi D jgufia,kvelam istavla fexburtis tamashi chvens garda.
cotne
08 სექტემბერი 2020 22:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული