საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
ბრიზენტი მაინც გადააფარეთ ბალახს წვიმის დროს
Zaliko
09 სექტემბერი 2020 01:26
1
ძალიან სუსტი ფეხბურთელები გვყავს დღეს და როდის უნდა გავუსწოროთ თვალი სიმართლეს? არ მოიძებნება დღეს მსოფლიოში მენეჯერი ვინც უკეთეს საქართველოს ნაკრებს დააყენებს, მიუხედავად ვაისის არც თუ ისე მაღალი დონის მწვრთნელობისა ფიზიკურად უკეთესი ფეხბურთელები დღეს არ გვყავს. თუ დღეს საქართველოს ნაკრები კარგ შედეგს დადებს ეს გამონაკლისი უფრო იქნება ვიდრე კანონზომიერება და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. კიდევ ერთი თაობების ბრძოლას რაც შეეხება ძველი თაობის ნაკრები ესეთ გუნდებს უშანსოდ უგებდა და ჩემპიონატზე გასვლას იტალიასთან და გერმანიასთან თმობდა
ქომაგი
09 სექტემბერი 2020 00:25
8
მეტი შეგვეძლო. ნახვამდის
???
09 სექტემბერი 2020 00:14
1

წინა თამაშზე კომენტარი გავაკეთე და რაღაც თაობების ბრძოლას დაემსგავსა პასუხები, ვინც ქართველია და ნამდვილი გულშემატკივარი არავის არ უხარია წარუმატებლობა, მაგრამ ფაქტია და ნუ გავექცევით დღეს ჩვენ ნაკრებს ძალიან აკლია კლასი. მიუხედავად ასაკისა საუკეთესო კანკავა იყო, ალბათ არავინ შემეკამათება ამაში. კიდევ ერთი სამწუხაროდ რაც უნდა აღინიშნოს საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელი არ არის მზად მაღალ დონეზე თამაშებისათვის.
ქომაგი
09 სექტემბერი 2020 00:12
0
ფრე კია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ წა ვა გეთ!!!!!!!!!!!!!!!!!
ამას, თუ კარგ თამაშს ეძახით, თქვენ ფეხბურთის აზრზე არა ყოფილხართ. ბოლოს დაგვაკლდება ქულა და ამ ფრეს გაგახსენებთ ყველას... ხტფუი! აუცილებლად უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ გაქაჩეს, ისევ ხვიჩამ გვიშველა. წა ვა გე თ!!!!!!!!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
08 სექტემბერი 2020 23:21
24
პირველ რიგში ამინდმა ყველაზე ცუდი სამსახური გაგვიწია. რასაც ქვია ტბორი იდგა და ამან ჩვენებს ტექნიკური უპირატესობა წაართვა. მშრალ ამინდში დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოვიგებდით. მიუხედავად ამინდისა, მაინც გასაკვირია ზოგიერთი ჩვენი მოთამაშის გამუდმებული სრიალი მოედანზე. ეს უკვე წონასწორობის პრობლემაა. მაკედონიელების მხრიდან ანალოგიური არ მახსენდება. ფაქტია, ამ ეტაპზე არასასურველ ფორმაში ვართ და არამხოლოდ ჩვენ. ცუდია, რომ ბოლოში გადამწყვეტ შტურმზე ვერ გაიწიეს ბიჭებმა. გუნდის გაძღოლა ვერავინ იკისრა. პირიქით, უამრავი პასი გაკეთდა უკან სწორედ მაშინ, როდესაც სწრაფი შტურმი იყო მოსაწყობი. ყველაფერს ვაისი ვერ იზამს, მან ყველანაირი კორექტივი შეიტანა ამსათვის, მაგრამ ბოლოს ჩვენების ტექნიკურმა წუნმა და მოდუნების სინდრომმა იჩინა თავი. ერთი ფაქტორიცაა - ყველა თამაშს ვერ მოიგებ და მუდამ საუკეთესო ფორმაში ვერ იქნები. ყველაფერი შედარებითია და ეს რეზულტატი კატასტეოფა არ არის. ცალკე თემაა ეროვნული სტადიონის სადრენაჟო სისტემა, ფაქტია გრამი წყალი არ გაუტარებია და ფაქტოურად ტბა იდგა მოედანზე, რაც პირველ რიგში ხელს ჩვენებს უშლიდა.
ანესთეზეოლოგი
08 სექტემბერი 2020 23:12
4
კვეკვესკირი მიხვდი რითი იყო ესტონეთთან მოგებული თამაშით გულშემატკივარი უკმაყოფილო?
goga
08 სექტემბერი 2020 22:29
3
ჩემს კომენტარამდე 120 კომენტარია და აქედან 80% შემადგენლობას იწუნებს და ყველამ იცის ვინ და სად უნდა დააყენოს ვაისმა. გეყოთ მაინც თავების გამასხარავება. ფეხბურთელები არ გვყავს და რა გინდა რომ ქნა? ყველა ერთი დონისაა და რა მნიშვნელობა აქვს ვის დააყენებს? ხვიჩას არ ვგულისხმობ რათქმა უნდა! ბრაზილიელი ფეხბურთელი და შემდეგ ნაკრების მწვრთნელი მარიო ზაგალო ერთი დონის ფეხბურთელებს ჰოროსკოპის მიხედვით არჩევდა კონკრეტულ დღეს. ე.ი ვისაც კარგი დღე ჰქონდა იმას დააყენებდა სასტავში. წიგნიც აქვს გამოშვებული ამაზე ზაგალოს! ამ მეთოდს ხომ არ ჯობია მიმართონ მწვრთელებმა ჩვენს ნაკრებში. სხვანაირად რა მნიშვნელობა აქვს ვის დააყენებს. ეხლა ქვილითაია იქნებოდა თავდასხმაში თუ კაჭარავა რამე არსებითად შეიცვლებოდა? თუნდაც სხვა პოზიციის ფეხბურთელები. შევეგუოთ უნდა იმას რომ ფეხბურთელები არ გვყავს. ისევ და ისევ კვარაცხელიას არ ვგულისხმობ.
დავით 67
09 სექტემბერი 2020 02:18
7
აუ რა ვიწვალე! ვიფიქრე ვისიამოვნებ, ფეხბურთს ვნახავ მეთქი და ამათ საცოდაობამ წნევა ამიწია, ვერ ქაჩავენ, მაგრად გვინდა მაგრამ, ვერაოოო! აი ეს არის სიმართლე და თუ გინდათ ამას ტანჯვა დაარქვით... კახურად რომ ვთქვათ, უნდათ, გულით უნდათ. მაგრამა, გინდა შაე.... ხალხოოო!!!!!
კ ო მ ბ ლ ე
09 სექტემბერი 2020 01:07
10
ბევრი წერით თავს არ შეგაწყენთ,მოკლედ ვიტყვი:დღეს იღბალმა ზურგი გვაქცია აშკარად,დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ბელარუსებს გავცდებით და ეს მაკედონია თუ შეგვხდა აუცილებლად მოვუგებთ.არაფერი გუნდი ეს არაა.
ruslani
09 სექტემბერი 2020 01:04
3
ოცნებას კაცი არ მოუკლავს! კოსოვო გადის ჩემპიონატზე და გადამწყვეტ მატჩს უგებს ბელორუსს!
დავით 67
09 სექტემბერი 2020 02:04
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული