საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
erti tavdamsxmeli rogor ver gaizarda sakatveloshi vax to,kvilitaia rapidshi rom iko ragazas mainz axerxebda,axla imis 20%-iz araa darchenili,ise prichoskis dasakeneblad gadavida gentshi?
abasheli
09 სექტემბერი 2020 00:26
1
აქ ვატყობ ბევრი ბარსა, მადრიდი და სხვა ტოპ გუნდების მაყურებელი "სასტავი" აქტიურობს...
მესმის, რომ ყველას გვსურს ჩვენი ნაკრები ბრაზილიასავით თამაშობდეს მაგრამ რას მოელით მაინც??

გადაავლეთ თვალი სად თამაშობენ თუნდაც მაკედონიელები და მერე ჩვენები. ნამუსიც ხომ კაი საქონელია??? რომელი ინიესტაა კვირკველია ან ქვილითაია სადაური რონალდოა???

რაცა ყავს და ვინც, იმას აცურავებს დინამოს აუზზე ვაისი. რას ერჩით მაგ კაცს საერთოდ?? მაკედონიას, რომ ვერ მოუგო?? რომელმა ჩვენმა მწვრთნელმა მოუგო ვინმეს, გაიხსენეთ ბოლო 20 წლის წარსული.
კომენტარი
09 სექტემბერი 2020 00:23
10
კანკავა = საქართველოს ნაკრები.
გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2020 22:48
7
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ბელორუსს უმალავს ტაქტიკას... თამაშით ვაჯობეთ აშკარად. ვფიქრობ კვეკვეს ურიგოდ არ უთამაშია მაგრამ გვილიას რომ ეთამაშა მის მაგივრად უფრო გააზრებულ თამაშს ვითამაშებდით... კანკავა ნამდვილი კაპიტანია... მაინც იმედისმომცემი თამაში იყო მიუხედავად შედეგისა პირადად მე ძალიან უკმაყოფილო არ ვარ.. 10 ბალიანი შეფასებით 7 რადგამაც მაკედონია არ არის დაბალი დონის ნაკრები..
მევარმე
08 სექტემბერი 2020 22:36
6
არ გაგვიმართლა, თუმცა ბევრი რაღაც ვერ გავიგე- როდის აქეთ გახდა დავითაშვილი გარემარბი ან მალი მარცხენა მცველი ან გვილია სკამზე რატო დარჩა ბოლომდე ან სველ მინდორზე(სამარცხვინოა ეროვნულ არენას დრენაჟი არ ქონდეს ფაქტიურად) აქცენტი შორიდან დარტყმებზე რატო არ გაკეთდა
BOSS
08 სექტემბერი 2020 22:21
1
მაკედონიამ რომ მთელი მეორე ტაიმი თითქმის გაზონზე კოტრიალში და სიმულაციაში გაატარა, ეს არაფერს არ გეუბნებათ? ჩვენ გვაკლდა 2 საკვანძო ფეხბურთელი კიტეიშვილისა და ტაბიძის სახით, პლუს ჩაკვეტაძის უთამაშებლობა თავის გუნდში, მე დღეს ჩვენს გუნდში პოტენციალი დავინახე, დამაგვირგვინებელ ფაზაში კლასი გვაკლდება, თორემ მომენტებს ქმნიან ბიჭები, ჯაბამ დღეს დაგლიჯა, ოქრის ვერ გავიგე: როცა ამოდის და ბურთს ითხოვს, ღებულობს კიდეც პასს, მაგრამ ეგრევე უკან აბრუნენს პასს. თუ არ დატრიალდი და არ გაამწვავე თამაში, რაზე ამოდიხარ?! ამოვიდოდა, ბურთს მიიღებდა და ეგრევე უკან აბრუნებდა, თან აუცილელად უკან პასით. ეს ის ოქრი არაა, არადა ზუსტად მას ევალება შეტევის გამწვავება მას შემდეგ, რაც საყრდენისგან პასს მიიღებს, ეს კიდევ სულ ეგრევე უკან და უკან?! თან დაღლაც მალე დაეტყო! ძალიან უნდა მოუმატოს, არადა დაკარგავს ადგილს ძირითადში.
x
09 სექტემბერი 2020 00:51
5
და როგორ ფიქრობ მარტო ჩვენ გვაკლდება ხოლმე ფეხბურთელები? და ჩვენი მოწინააღმდეგეები სრული შემადგენლობით ჩამოდიან ხოლმე?
გიორგი კაჭკაჭიშვილი
09 სექტემბერი 2020 01:32
1
კიტეიშვილია კიდევ, გვილია, ხარაიშვილი. მე ხარაიშვილის მეიმედება კიდევ. ძალიან მომწონს. ოქრიაშვილმა კარგად ითამაშა, ბურთის დაჭერას ცდილობდა და დაიჭირა კიდეც. პრინციპში ცენტრი ჩვენი იყო უფრო მთელი თამაში და ვაკონტროლებდით მეტწილად სიტუაციას. გარდა პატარა პერიოდისა
გადასარევი გიორგი
09 სექტემბერი 2020 01:07
6
ყველა გამოხმაურება
რაც ჟურნალისტები ხართ ის ფეხბურთელები არიან მკვდრები
sar
08 სექტემბერი 2020 22:22
3
რომ ვიძახდი ფრე იქნება მაქსიმუმი თქო 16 დისლაიქი დავიმსახურე. ამას გუნდი არ ჰქვია. კიდე 2კაცი ( და არა 1) რომ გაეგდოთ შეიძლება მეორე ბურთი გაეტანათ. რაღაცის თქმა მინდა ბელორუსებთან მატჩზე მაგრამ თავს შევიკავებ ჯერ.
დავით 67
09 სექტემბერი 2020 01:58
20
ისედაც თავდასხმელი არა გვყავს და უთამაშებელ ქვილითაიას თავიდანვე აყენებს! ეხლა ხომ მაინც დაიჯერებ ვაის, რომ უთამაშებელი კაცი ნაკრებში არ უნდა გამოიუძახო!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2020 22:17
1
კაც ნაკლულ მაკედონიასო რო წერთ კაც ნაკული საქართველო იყო მაკედონიელის გაგდებამდე აბა ქვილითაია იყო მოედანზე?
სამტრედია
09 სექტემბერი 2020 13:22
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული