საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
მოეინააღმდეგე თამაშობდა გამართულ თანამედროვე ფეხბურთს როცა ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს მოედანზე შეტევაშიც და დაცვაშიც ხოლო რაც შეეხება ჩვენებსმხოლოდ ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე ცდილობდნენ რამის მიღწევად რა ექნა 19 წლის ახალგაზრდასპენალტი მოიპოვა ყველა თამაშს ახალგაზრდა 19 წლის ფეხბურთელები ვერ მოიგებენ ვინმემ იქნებ გამაგებინოს რაში ეტყობა ჩვენ ნაკრებს მწვრთნელის ხელი?
კახაბერ
08 სექტემბერი 2020 22:36
1
კაკაბაძის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ახსოვს ნეტა ვინმეს როდისმე?!
zviads
08 სექტემბერი 2020 22:29
0
უდიდესი მინუსი ამ ამპლუის ფეხბურთელისთვის, ლობჟანიძე მახსენდება მისი ჩაწოდებებისას, გახსოვთ ალბათ მის ადგილას მოთამაშე ლობჟანიძე.
09 სექტემბერი 2020 01:15
0
დაუძლურებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ნაკრებმა,მთელი ტაიმი კაცნაკლულ მაკედონიას ეთამაშო და ვერაფერი მოახერხო კრიტიკას იმსახურებს, ცუდი თამაში იყო, სხვანაირად ვერ შევაფასებდი.
Roma
08 სექტემბერი 2020 22:19
7
მომკალით და ვაისის ხელს ვერ ვატყობ გუნდს, პირველი ერთა ლიგა ჩაკვეტაძემ მოიგო პირადად ისიც ჭე კლასის გუნდებთან, ეხლა კიდე ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ რასაც ყოველთვის ვთამაშობდით, არანაირი კომბინაცია, არანაირი გონივრული ცვლილებები, არანაირი ტაქტიკა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიან ფონს ისიც მაქსიმუმ საჯარიმომდე მიდიან. მგონია რომ ცხადაძის დროს ყველაზე გამართულ შეტევას ვთამაშობდით, ვიღაც გაიხსენებს ახლა პოლონეთთან წაგებულ თამაშს დიდი ანგარიშით, ეგეც იმის მანიშნებელია რომ შეტევას ვთამაშობდით.
emigranti
08 სექტემბერი 2020 22:19
5
სამარცხვინოა დრენაჟის არ ქონა სტადიონისათვის. ხომ წარმოგიდგენიათ სიუპერთასზე ბარსა-სევილიას დღეს დილით შხაპუნა წვიმა რომ მოსულიყო რა სირცხვილი იქნებოდა? ახლა კი ყველაზე მეტად ჩვენი ნაკრები დაზარალდა, რადგან ჩვენ უფრო სწრაფი შეტევის იმედად ვიყავით. მგონი ცენტრ ფორვარდზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ. არ გვყავს და ტყუილად ნაკლებნი გამოვდივართ, მარა ფაქტიურად 11 ვართ მოედანზე ყველა იმ თამაში როცა ცენტრ ფორვარდი გვყავს.
არასოდეს დამიწერია შემადგენლობა, ეს ვაისის პრეროგატივაა მარა რახან ბევრი ცდილობს მეც შევეცდები. ბელორუსებთან ასეთი შემადგენლობა მინდა.

მაკარიძე
კაკაბაძე. კვერკველია. გრიგალავა. ტაბიძე.
კანკავა. გვილია.
კიტეიშვილი
ჩაკვეტაძე. კვარაცხელია.
ყაზაიშვილი.
G.LA
09 სექტემბერი 2020 15:01
2
10 ბალიანით: ლორია -5, კაკაბაძე-7, მალი-5, კვეკვესკირი-7, ხოჭოლავა-7, კვირკველია-7, კვარაცხელია-9, დავითაშვილი-8, კანკავა-10, ოქრი-7, ქვილითაია-5.

ვაისი-7
ქომაგი
08 სექტემბერი 2020 23:00
17
ვაისი არის გასაშვები! მიუხედავად ამინდისა მიუხედავად არც ისე კარგი ფორმისა ფეხბურთელების მაინც გასაშვებია რა ცვლილებები გააკეთა კაცმა როდესაც ცენტრ ფორვარდი არ გვყავდა და 10იანზეც არავინ იდგა გვილიას მაგივრად შემოყარა სულ ფლანგის ფეხბურთელები ოქრიაშვილი კი იდგა შუაში მაგრამ აზრი სულ ფლანგზე გადმოდიოდა ფლანგიდან კიდე ვის უწოდებნდენ საჯარიმოში კაცი შვილი არიდგა და ზოგადად კუთხურს და სტანდარტსაც რანაირად ათამაშებდნენ მალიც რა დასაყენებელი იყო ისედაც გამოუცდელი ახალგაზრდაა და აყენებ უცხო პოზიციაზე მოკლედ რომ ვთქვა ვაისმა ამოწურა თავის თავი ვინმე სხვა გვინდა ახლა ბელორუსთან სხვა მწვრთნელიც მოიგებს 100პროცენტიტ ვარ დარწმუნებული გიბრალტარს მოუგო 2ჯერ მარტო ისიც 1 ში კინაღამ დათმო სხვა ამის მოგებული არცერთია არაა
KA
08 სექტემბერი 2020 22:25
3
მოსაგები მატჩი იყო , ერთხელ დაარტყეს და გაგვიტანეს ისიც დებიუტანტის შეცდომით რომელიც თავის პოზიციაზეც კი არ იდგა , პირველი მატჩი ქონდა ნაკრებში, ვაისის მინუსი. 4-4 ქულა გვაქვს ეგ არაფერი , გასვლაზე მოვუგებთ , ჩვენებს მეორე ნომრად უფრო კარგად გამოსდით
ლაშა
08 სექტემბერი 2020 22:23
2
ეს ჩემი კომენტარია , კიდე წერს აქ ადამიანი საზღვარგარეთიდან და იმასაც დავაკვირდი სულ ლაშა აწერია ასე რომ მე "ლშ" გავხდები , რამე გაუგებრობა რო არ მოხდეს (ხუმრობით რა თქმა უნდა )
ლშ
09 სექტემბერი 2020 00:42
0
არაბიძე კუთხურებს მაინც აწვდიდა ნორმალურად რაუბედურებაა ბურთი როგორ ვერ უნდა აწიო და ჩააგდო იქ სადაც ყველაზე მეტი ფეხბურთელი იყრის თავს, შენგელია და ჩაკვეტაძე მაინც დასვენებულები შემოვიდნენ თითქოს ფეხებზე სიმძიმეები ეკიდათ ისე მოძრაობდნენ, და ამ ვაისმა როდის უნდა დაანებოს ამ ახალი ველოსიპედის გამოგონებას თავი მიეცი რაა 90 წუთი მარცხენა ფლანგზე იმ ფეხბურთელს ვინც აპრიორი იცი რომ ამ ფლანგზე რაღაცის გამკეთებელიაა, მთელი წინა სეზონი ჩაკვეტაძემ ამ ფლანგიდან აიკლო ყველა და ახლა კვარაცხელია იკლებს მთელს რუსეთს, სადმე წაგიკითხაავთ ან თუ მოგისმენიათ სადმე რომ ოქრიაშვილი ან დავითაშვილი თავინთ კლუბებში მარცხენა ფლანგს ასე ხმარობდნენ? მე არა! ეს ქვილითაია ხო საერთოდ ამ ბიჭის თამაში ნიშნავს ერთით ნაკლებ მოთამაშეს სტადიონზე
გოგა მართალი
08 სექტემბერი 2020 22:17
2
თამაში წააგო მევრთნელმა , ფედერაციამ და დინამოს დირექციამ
სანამ არ შეწყდება ახალოლობით უთამაშებელი ფეხბურთელების სასტარტოში დაყენება მანამდე არ გვეშველება არაფერი ! ქეცბაიას ამას ვერ გაუბედავდნენ ! ქეცბაია ან არცელაძე ნაკრებში
გიო
08 სექტემბერი 2020 22:14
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული