სომხეთმა საქართველოს ნაკრებს შეიძლება კვიპროსში უმასპინძლოს

AutoSharing Option
იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დილით სომხეთის ვარდენის რაიონში აზერბაიჯანმა საარტილერიო დარტყმები განახორციელა, უეფამ 1-ელ ოქტომბერს "არარატ-არმენიას" "ცრვენა ზვეზდასთან" ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩის ერევანში ჩატარების უფლება არ მისცა.

შეხვედრა კვიპროსში, ნიქოზიის სტადიონ GSP-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს ერთა ლიგის პირველ ტურში სომხეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს უნდა უმასპინძლოს, სავარაუდოდ, ამ მატჩის ერევანში გამართვა შეუძლებელი გახდება და ალბათ, ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ.

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს, საერთო მობილიზაცია გამოაცხადეს და 18-დან 55 წლის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ომისთვის ცოდოა ყველა. 21-ე საუკუნეში რაღა დროს ომია. ორივე მხარე მეცოდება.
ვაა საწყლები
23:39 29-09-2020
7
ბაქოში რომ ჩატარდეს?
ბაჩი
12:49 30-09-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული