მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ

AutoSharing Option
დაწერეთ თქვენი სათქმელი, თუ როგორ მიმართავდით ნაკრების ფეხბურთელებს. ჩვენ საუკეთესო კომენტარებს გამოვაქვეყნებთ და თამაშამდე ბიჭები წაიკითხავენ.

მკითხველის კომენტარები / 283 /
ბიჭებო გიორგი ანწუხელიძემ ყველა ჩვენთაგანისათვის გმირობა ჩაიდინა, ჩვენი სულების სიმტკიცისათვის. მოიგონეთ ის კადრები, მას მხოლოდ დროშაზე დაფურთხებას ავალებდნენ სიცოცხლის საფასოდ. თქვენი გამარჯვება ჩვენი სულის სიმტკიცე იქნება. გაუმარჯოს საქართველოს!!
georgian
06 ოქტომბერი 2020 19:45
1
გაიხსენეთ 13.05.1981,და გაგვახარეთ ისევე როგორც მაშინ გაახარა დინამო თბილისმა საქართველო,წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით
გიორგი მათიაშვილი /ბოკვერა/
06 ოქტომბერი 2020 19:02
5
me ar mimicia dislike magram vici ratomac, es tamasbi ar ari im finalis dari, im finalis donis tamashamde jer grzeli gzaa gasavleli, amitom zedmeti ajiotaji da agtkinebaa eg da shesabamisad dislike axla chemganac
aha
07 ოქტომბერი 2020 14:58
0
აქ დიზლაიკის დამწერთ,არაფრათ მიაჩნიათ 1981 წლის 13 მაისს ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება,რადგან დღეს ამას მოკლებულნი არიან.მათი აზრით თანამედროვე ფეხბურთი ძალიან განვითარდა იმ დროსთან შედარებით,ალბათ არ სურთ 1981 წლისა და დღევანდელი ფეხბურთის ერთმანეთთან შედარება.
....
07 ოქტომბერი 2020 06:12
0
ყველა გამოხმაურება
დაღლის უფლება არა გაქვთ. არც მომენტების გაფუჭების. არც სტადიონზე დაძინების, ბრძოლა ჟინი თავდადება, ოქრო ურტყავს მაკრატელას.
გულ შემატკივარი
06 ოქტომბერი 2020 19:01
3
ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შანსი გეძლევათ დააბრუნოთ ფეხბურთი საქართველოში!გისურვებთ წარმატებას,მომავალ,მეტად მნიშვნელოვან პრინციპულ მატჩში!
....
06 ოქტომბერი 2020 19:00
3
https://youtu.be/QKziBPHt97Q
თხოვნა იქნება ეს წუთნახევრიანი ვიდეო ნახოთ ყველამ ერთად ნაკრების ფეხბურთელებმა. ახალგაზრდული რაგბის ნაკრების ჰიმნის შესრულებაა
დინამო
06 ოქტომბერი 2020 20:10
1
მახსოვს ტალახაძემ რო ბოლო წონა აწია და ჩემპიონობა გაინაღდა როგორ იგრიალა სიხარულის ხმამ უბანში, ყველა სახლში იყო ზეიმი,არადა ზოგს შეიძლება საჭმლის ფული არ ქონდა მაგრამ მაინც ყველა ბედნიერი იყო . სასწაული გრძნობა იყო. ფეხბურთელებმა წარმოიდგინეთ რა იქნება მოგების მერე, საქართველოში კი ხალხს ბეხბურთი გაცილებით მეტად უყვარს ვიდრე შტანგა....
გიორგი
06 ოქტომბერი 2020 19:49
0
მუშტაიდის ბაღიდან გაიგებთ თქვენი გულშემატკივრების ომახიან სა ქა რთვე ლო!-ს.ჩვენ თქვენთან ვართ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
არაგველი
06 ოქტომბერი 2020 18:55
3
ჩვენო საყვარელო ბიჭებო, ღმერთმა დაგლოცოთ და ჯანმრთელად გამყოფოთ. გულითადად მინდა და ამასვე გისურვებთ, რომ 8 ოქტომბრის ღამეს სიხარულით თვალცრემლიანი ზღვა ქართველები გენახოთ!!! თქვენ ამ სიხარულის მოტანა შეგიძლიათ!!!!
რ.ჯ.
06 ოქტომბერი 2020 18:53
3
ეჰა, მეომარნო ქრისტესნო“ თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, დაუნდობლად შეუტიოთ“.
კალა
06 ოქტომბერი 2020 18:51
4
ეჰა, მეომარნო ქრისტესნო“ თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, დაუნდობლად შეუტიოთ“.
კალა
06 ოქტომბერი 2020 18:51
1
ბიჭებო,8 ოქტომბერს არის 1981 წლის 13 მაისი. აქციეთ ეს რეალობად!
kolx
06 ოქტომბერი 2020 18:49
4
გამარჯობათ ბიჭებო. მე ვარ სამხედრო. სამი ნატვრა მაქვს. ქვეყნის გაერთიანება. შვილის ყოლა და ევროპაზე და მსოფლიოზე გასვლა ეროვნული ნაკრების. თქვენ შეგიძლიათ ერთით ნაკლები ნატვრა დამიტოვოთ. თქვენს გვერდით ვარ. წარმატებები.
ნიკა
06 ოქტომბერი 2020 18:48
3

სიახლეები პოპულარული