ბელარუსის ნაკრები მწვრთნელი: დამირეკა თუ არა ლუკაშენკომ?!...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის წინ ბელარუსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"ცხადია, ჩვენს ნაკრებზე გარკვეული სახის ზეწოლა არსებობს. უმნიშვნელოვანესი მატჩია, დაძაბულობა გუნდში არის.

ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი ჩავატარეთ. ალბანეთთან პირველი ტაიმი არ გამოგვივიდა. ყაზახეთთან ბევრი რამ გამოვასწორეთ და იგივე სულისკვეთებით უნდა განვაგრძოთ.

პოლიტიკურმა ვითარებამ გავლენა მოახდინა თუ არა ფეხბურთელებზე, ამას მატჩის შემდეგ ვნახავთ. თბილისში კი ერთი მიზნით ვართ ჩამოსულნი.

ალბანეთის ნაკრები საქართველოს დონისაა, მე ასე მიმაჩნია. ორივე გუნდის ფეხბურთელები კარგ კლუბებში
თამაშობენ, ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ და სწორედ ამიტომ შევადარე ისინი ერთმანეთს.

ვლადიმირ ვაისს ჩემზე დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა უბრძოლველად არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. უნდა აღვნიშნო, რომ ასეთ მატჩებში ფეხბურთელებისა და მწვრთნელის გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.

მიმაჩნია, რომ ხვალ ფსიქოლოგიური ომი იქნება. ვინც უფრო მყარი იქნება, ის მოიგებს. სსრკ-ის დროიდან მახსოვს, თბილისში ბევრი გულშემატკივრის თვალწინ თამაში ძალიან სასიამოვნო იყო. ახლა მაყურებელი არ იქნება, ეს მოცემულობაა. ისე კი, ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი მატჩები ფანების გარეშე ჩატარდება.

ლუკაშენკოს არც დაურეკავს, არც არაფერი უთქვამს, ისედაც ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ამ მატჩს.

გარკვეული დრო უნდა გავიდეს იმის შესაფასებლად, ბელარუსის ჩემპიონატის არშეჩერება სწორი იყო თუ არა. მართალია, ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობას ფეხბურთის თამაში არ შეუწყვეტია, თუმცა ეს არანაირ უპირატესობას არ გვაძლევს, კარგა ხანია ევროპულმა ქვეყნებმა ჩემპიონატები განაახლეს.

დიახ, საქართველო ალბანეთს შევადარე და იმედია, არ გეწყინათ. ხვალ ფავორიტები არ ვიქნებით. მიუხედავად ამისა, გამარჯვებისთვის ვითამაშებთ, რამეთუ ეს ერთი მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ალბანეთი ხომ არ გაგიჟდით.
klaster
10:26 08-10-2020
7
გალები ფრანგების წინაპრები არ იყვნენ, რა შუაშია??? აზერბაიჯანზე რო დაწერო ალბანელებიო იგივე იქნება. ნუ ცდილობთ ფილოსოფოსობას ხოლმე რა
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული