არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
Shegrchat marjveni bichebo tqven genacvalet
Qartveli
08 ოქტომბერი 2020 22:13
1
მომილოცავს შემდეგ ეტაპზე გასვლა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა! ერთი კითხვა მაწუხებდა ყოველთვის. არა მარტო ამ ონლაინ გაზეთის, არამედ ყველა ანალოგიურ რედაქციების მიმართ. მოდი ვთქვათ ვაკო ყაზაიშვილმა ხოსეიგნასიოსთვის გამამწვავებელი შეტევა წამოიწყო და მაგ ქმედების მიმოხილვას ქართული მედიასაშუალებით ვერ დებთ. მაგრამ როდესაც ქვეყნის პირველი გუნდი ასპარეზობს და მიმოხილვაში არაქართულ ენას ვისმენ და თან ფეხბურთელებს ვავალდებულებთ საქართველო გაახარონ, რატომ არის უფრო ძნელი ქართული მიმოხილვის ვიდეოს დადება, ვიდრე საქართველოს ნაკრების საერთაშორისო ტურნირზე გასვლა?
შ. ჭ.
09 ოქტომბერი 2020 02:50
0
ამას ფეხბურთის გარდა ყველაფერი ჰქვია. გილოცავთ ვისაც გინდათ მაგრამ სირცხვილია ამ გუნდით გასვლა უფრო შევრცხვებით ჩვენი ისტორიის გუნდი. არც ფეხბურთელები ვარგა და არც მწვრთნელი, მართლა სატირლად გვაქვს ამ ეტაპზე საქმე............
დიტო
08 ოქტომბერი 2020 23:44
24
* უფრო შევრცხვებით ჩვენი ისტორიის გუნდი*
რომელ ისტორიას გულისხმობ?
ნაკრები ხომ არ აგერია შემთხვევით?
საქართველოს ნაკრების ფანი
09 ოქტომბერი 2020 07:38
0
გააკეთე რა დროზე შეცვლები!!!
lasha
08 ოქტომბერი 2020 22:18
9
მოსალოცი და გასახარი ამბავია :) მაგრამ რა გაჭირვება იყო რუსული არხიდან რომ არ აგეღოთ ეპიზოდები...
ინოკენტი
08 ოქტომბერი 2020 22:08
0
კლასთან ერთად რაც არასდროს აკლდა, ძაან ბევრი იშრომა ოქრიაშვილმა რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა, აშკარად ეტყობა დაღვინება. ყოჩაღ. საუკეთესი იყო კაკაბაძე. ყველა ელოდება მესის დონეზე თამაშს კვარაცხელიასაგან და მაგიტომაც გააკრიტიკა ზოგიერთებმა მაგრამ ჩემის აზრით ძაან მაგრად ითამაშა. დაცვაც კარგი იყო და ნახევარდაცვაც სოლიდური მაგრამ ის მოთამაშე გვაკლია რომელსაც აქვს “მკვლელის ინსტიქტი” და გოლის ალღო. ბევრ კარგს ვერ ვიტყვი მწვრთნელზე იმიტომ რომ ადრე შეიძლებოდა შენგელიას (ვინც ძაან კარგ ფორმაშია) და გვილიას თამაშში შემოყვანა. უბრალოდ შეუძლებელია მთელი თამაში პრესინგი ეთამაშო გუნდს და თავზე აჯდე. ამიტომაც გახდა შესაცვლელი კაკაბაძე, ოქრიაშვილი და კვარაცხელია.
ყოჩაღ ბიჭებო და მადლობა!
მთავარი თამაში წინაა
გუჯი
09 ოქტომბერი 2020 06:31
1
ეს ერთი კომენტარიც იქნებ გამომიქვეყნოთ, მოკლედ ვიტყვი, ეს ბაია პატარაიას კლაცტერი მაგრად შემოგვეჩვია ამ საიტზე :D ცალკე საიტი რო გააკეთოთ და იქ დაიბიღმოთ არა??? არც მოგება გიხარია, არც წაგება გადარდებს, ჩემი აზრით რაღაც სულიერი დეფექტი გაქვთ ალბათ დაბადებიდან , თანდაყოლილი, / ვამპირებივით სულ უარყოფითი ენერგიას უშვებენ, მაგრამ თქვენ საწყალი კომპლექსიანი ბოროტი მახინჯი ადამიანები ხართ, და ყოველთვის იქნებით ცოტა, რაც არ უნდა დაწეროთ უარყოფითი ამით ვერ ავნებთ ვერავის უბრალოდ ჩვენ თქვენ გაფიქსირებთ ვინც ხართ, და გულწრფელად მეცოდებით !!!
Vasili
09 ოქტომბერი 2020 01:10
1
სწორია ეხლა ეს სიაბანდი მილოცვები???????????????????? თქვით რა რომ გუნდი არ გვივარგაააააა ესე ჯობია, სიმართლეა
??????????????????
08 ოქტომბერი 2020 23:55
38
გილოცავთ ყველას !

ერთზე ძალუან დამწყდა გული , 15 თუ 20 აუტი მოვაწოდეთ და ყველა არაზუსტად
ბესო
08 ოქტომბერი 2020 23:51
1
მთავარია გავიმარჯვეთ გილოცავთ ბიჭებო გილოცავთ ისე ჰანდიკაპი მედო :) :) :) საქართველოს გამარჯვებაზე :0
გიორგი
08 ოქტომბერი 2020 22:52
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული