რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ჩემპიონატის პირველი მესამედი, ანუ 10 ტურია შეჯამებული და დრიბლინგის კომპონენტში ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.
აი, რას წერს საიტი ქართველზე:
"ხვიჩა კვარაცხელია მეტოქეების მოსატყუებლად 168-ჯერ დაიძრა და აქედან 87 მცდელობა წარმატებული იყო - ეს ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.
ამ სეზონში ხვიჩამ ორი გოლი გაიტანა. ორივე შემთხვევაში შედეგიანი შეტევა ქართველმა ართმევით დაიწყო, შემდეგ რამდენიმე მოწინააღმდეგე მოატყუა და ბურთი ბადეში გაახვია.
საშუალოდ, "რუბინის" ფეხბურთელები დრიბლინგზე 41-ჯერ მიდიან, მათგან 17-ში კი მთავარი მოქმედი პირი კვარაცხელიაა."