ბელარუსის ნაკრების ყოფილი მასაჟისტი: ვისთვის თამაშობენ?! ამათ ვინ უნდა უგულშემატკივროს?!

AutoSharing Option
ვიქტორ ბულატი ბელარუსის ნაკრების შტაბში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მასაჟისტად მუშაობდა, თუმცა საკუთარი პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების შემდეგ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ვიქტორმა ინტერვიუ ბელარუსის tribuna-ს მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. sportall.ge ქართველი მკითხველისთვის საინტერესო ნაწილების თარგმანს გთავაზობთ:

"ერთი კითხვა მაწუხებს, ვისთვის თამაშობს ეს ხალხი? ან ვინ აპირებს მათ გულშემატკივრობას?! ერთი ვიდეო მაინც რომ ჩაეწერათ, ხალხი გარეთ გამოვიდოდა საგულშემატკივროდ, ნახევარი ქვეყანა მათ თამაშს მიადევნებდა თვალს.

ბოლო დროს ამ შეკითხვას საკუთარ თავს ვუმეორებ და ბიჭებსაც მინდა დავუსვა. როგორ უნდა
ჩახედონ თვალებში იმ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიან აქციებზე დაშავდნენ? ეროვნული ნაკრები ხომ ხალხისთვის თამაშობს. როგორ შეიძლება მიმდინარე მოვლენებზე თვალის დახუჭვა? ეს ხალხის უპატივცემულობაა, ჩემთვის ეს მიუღებელია. სწორედ ამიტომ არ ვარ ნაკრებში.

ბიჭებს მინდა ვუთხრა, საჭიროა სხვას და საკუთარ თავს მოუსმინოთ. საკუთარ აზრებს პატივი უნდა სცენ და მათი გაჟღერების არ შეეშინდეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, პატივს არავინ გცემთ.

ისეთი დრო დადგა, არაფრის უნდა გიკვირდეს. ამიტომ, მარხელის ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე მისვლა არ გამკვირვებია. პირიქით, ასეთი რამ კარგია, ხედავ, რა ადამიანთან გაქვს საქმე.

ახლა მასთან გვაქვს შეკითხვები, რომელი ხალხისთვის თამაშობს? მთელი გუნდი და მისი არსებობის ფაბულა ჩვენი გულშემატკივრებია, რომლებიც ჩვენთვის ლოცულობენ, მხარს გვიჭერენ, განიცდიან. თუ გუნდს ეს არ უმაგრებს მხარს, მაშინ ის უსულოდ თამაშობს. ახლა კი მთავარია, ბიჭებმა საკუთარი თავი, ღირსება არ დაკარგონ", - განაცხადა ბულატმა.


– Думаю, после этого на следующий матч сборной собрался бы аншлаг, а игру против Грузии смотрело бы половина страны
– Наверняка. Но сейчас меня волнует вопрос: для кого играют эти люди? Кто будет за них болеть?
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვეთანხმები ამ კაცს. ხალხის ნაკრებია და ახლა ქვეყანა(მთავრობა) ხალხის საპირისპირო მხარეს დგას. ნაკრები მართლაც ვისთვის თამაშობს? მართლაც ვერ ექნებათ ის შემართება რაც სხვა დროს ექნებოდათ.
G.LA
18:23 08-10-2020
15

სიახლეები პოპულარული