მაკედონიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან მატჩს 1 სიტყვით დავახასიათებდი

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ კოსოვოს დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ მაკედონიელებთან ერთად ეს სიხარული დავიმსახურეთ. ჯერ კიდევ ემოციებში ვართ, მაგრამ მიწაზე უნდა დავეშვათ, ორ დღეში ერთა ლიგის თამაში გვაქვს. ხალხის მხარდაჭერას ცარიელი ტრიბუნების მიუხედავად ვგრძნობდით. ეს გამარჯვება მაკედონიური ფეხბურთის ყველა წარმომადგენელს ეკუთვნის.

უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. საქართველოსთან ფინალური თამაში გვაქვს. მას ისტორიული შემიძლია ვუწოდო. ევრო 2020-ზე გასვლის იმედი გვაქვს. 14 ოქტომბერს საქართველოს კიდევ ერთხელ ვეთამაშებით და ეს კარგია, ამ გუნდს უკეთ შევისწავლით.

თბილისში 30-წლიანი ოცნების ასასრულებლად მივფრინავთ. მინდა ნაკრებში დანაკლისი არ მქონდეს. იმედია, ნოემბერში ელმასი ჩვენთან ერთად იქნება.

კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, ფეხბურთი შეიცვალა, თუმცა ჩვენი გულშემატკივრების გასახარად მაინც ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა ანგელოვსკიმ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
30 welia veravin gaigo Ra fexburts tamashops da sait midis saqartvelo da Shen tu ortamashshi shegviswavli Aba he.dddddd
1
კოსოვოსთან ძალიან გაუმართლა მაკედონიას, მართლაც სახლის გუნდია, თუ მაყურებელიც იქნება დინამოზე მთლად კარგი, თუ მაკედონიას ვერ უგებ მაშინ ევროპაზე ვის უნდა მოუგო? მჯერავს ჩვენი ნაკრების, წარმატებას ვუსურვებ.
0

სიახლეები პოპულარული