"ჯვაროსნებთან" მატჩისთვის სომხეთის ნაკრებს მხითარიანი დაუბრუნდა

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთს შეხვდება. როგორც იცით, უეფას გადაწყვეტილებით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის გამო, მატჩი ერევნის ნაცვლად პოლონეთის ქალაქ ტიხში ჩატარდება.

სომხეთის ნაკრებმა პოლონეთში გამგზავრების წინ ერევანში ბოლო ვარჯიში ჩაატარა. გუნდს დაუბრუნდა მისი ტრავმამორჩენილი ლიდერი და კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი, რომელმაც ბოლოს 8 აგვისტოს ბოსნიასთან ითამაშა და მას შემდეგ 6 მატჩი გამოტოვა.

სომხეთის ეროვნული გუნდი ტურნირზე პირველ ტურში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს 2:0 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ესღა გვაკლდა. მაინც და მაინც ჩვენთან თამაშის დროს ბრუნდება. ნათელია, რომ სომხები როგორც ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენთან თამაშს. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, ნორმალური და ადეკვატურია ვაისი, როცა 5-6 ძირითადის ფეხბურთელს გადაუწყვიტა დასვენება? თუ ამათ 3 თამაშის ზედიზედ ჩატარება არ შეუძლიათ, ფეხბურთელები კი არა, ნარკომანები ყოფილან. არადა, 5 ზამენის უფლება გაქვს, ნახევარი სასტავი შეგიძლია შეცვალო, ერთი ტაიმი მაინც ათამაშე ბიჭები. ერთი უთვისტომო და უსაზიზღრესი მწვრთნელია. ელემენტარული მისალმება არ ისწავლა ქართულად ზრდილობის გულისთვის მაინც. ზის და რუსულად მესაუბრება აქ კიდევ. მე მაგ საბჭოეთში ჩარჩენილი ვანიასი არ მჯერა და მთელ იმედებს მხოლოდ ბიჭების შემართებაზე ვამყარებ. გისურვებთ წარმატებას ბიჭებო და იმედია არ შეგვარცხვენთ სომხებთან.
არასოდეს მჯეროდა ვაისის
10 ოქტომბერი 2020 01:58
39
ძალიან შორს ხარ მეგობარო პროფესიონალური ფეხბურთისგან, აბა გადახედე ბოლო დღეებში რამდენი თამაში აქვთ ჩატარებული ბიჭებს, მანამდე კლუბებშიც ჰქონდათ თამაშები ეს ერთი,მეორე სამ დღეში ერთხელ თამაში ძალიან რთულია ეს ახალი მემგონი არაა ვისაც ფეხბურთი ესმის,რა შუაშია ნარკომანი საერთოდ. მესამე აბა განაცხადებს გადახედე პრემიერლიგის გუნდების ახალი წლების პერიოდში, სულ როტაცია მიდის ფეხბურთელების,მითუმეტეს ყველას ერთნაირად აღდგენის უნარი არ აქვს,მოკლედ გაერკვიე მეგობარო უკეთესად და დაუმსახურებლად შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ მწვრთნელებს და ბიჭებს,ტეხავს!
საქართველო
10 ოქტომბერი 2020 07:53
2
კავკასიაში ყველა ჩვენ გვებლატავება, არც აზერები და არც სომხები არ მიგვიჩნევენ რამე პრობლემად , არადა სადააა სამართალი? ფეხბურთი მაგათზე უკეთესად ნაღდად გამოგვდის! უმნიშვნელოვანესი თამაშია ! ბელორუსია უკვე ისტორია და ეს ფეხბურთი კიდე თქვენი პროფესია ( ანუ თქვენი ბავშვობის ოცნება) ხოდა ერთი მოგება არააა საკმარისი , უნდა მოიგოთ ბევრჯერ რო ელიტაში აღზევდეთ და შემდეგ ყველამ ანგარიში გაგვიწიოს, თორე დავრჩებით ისევ ერთი თამაშის გუნდად, წელიწადში რო ყარაულის თოფივით გვივარდებოდა და კიდე ორჯერ-სამჯერ ვაჟკაცურად რო ვაგებდით გრანდებთან, ( სინამდვილეში როცა გრანდები მოუმატებდნენ ტემპს და როცა დაჭირდებიდათ მაშინ დაგვარჭობდნენ გოლს და თან ჩვენც გვაძლევდნენ ბურთის გორაობის უფლებას და ეს გვიხაროდა) და მინდა ეს მარაზმი დამთავრდეს , სომხეთი არც გერმანიაა და არც იტალია , ერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა ჩვენსავით და უნდა მოვუგოთ , იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება და ჩვენ უფრო უკეთესი გუნდი გვყავს ამ ერაპზე. ( არაფერი საწინააღმდეგო მაქ სომხებთან , პირიქით მეგობრები მყავს)
Vasili
10 ოქტომბერი 2020 01:16
7
თუ თამაშის ხარისხი არ გავაუმჯობესეთ და საგოლე მომენტები არ გამოვიყენეთ, მარტო პენალტის იმედად ყოფნა უაზრობაა.სომხეთთან კი არა, ნებისმიერთან გაგვიჭირდება მოგება. იმედი მაქვს, თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს გუნდი. თითოეული ასი პროცენტით დაიხარჯება და შედეგსაც მივაღწევთ
: )))))))
10 ოქტომბერი 2020 14:39
0
სომხეთი ომშია ჩაბმული,ვასილი და მათი ნაკრებისათვის,ახლა გამარჯვება,ომში გამარჯვებას ნიშნავს,ხოლო ჩვენთან გამარჯვება,მათ გულშემატკივარს,მსოფლიოს ჩემპიონობაზეც მეტად გაუხარდებათ.ვხუმრობ რა თქმა უნდა,მაგრამ მართლაც თავებს შემოგვაკლავენ,იმ 7-0-ს შემდეგ.2008 წელი,ომის დღეები და ჩვენი ბიჭების გამოსვლა გაიხსენეთ,ოლიმპიადაზე.ძალიან მძიმე თამაში გველის და იქვე,კიდევ მესამე დღეს,მაკედონიაში თამაში.უმძიმესი კვირა გველის და ძალიან მეშინია სერიოზული ტრავმების,გადაღლილობის ფონზე.
სოსო
10 ოქტომბერი 2020 10:45
1
გამოუშვით!!!დიდი იმედი მაქვს გამოვლენ ბიჭები გუშინდელი ეიფორიიდან,რაც არც ისე მარტივია და ამ ორ თამაშში 4 ქულას,როგორც პროგრამა მინიმუმს ავიღებთ.არანაკლებ პრინციპულია სომხებთან თამაში,წარმატებები ბიჭებო
საქართველო
09 ოქტომბერი 2020 23:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული