საქართველოს მსგავსად, რომელსაც აღნიშნულ დაპირისპირებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდება, პრობლემები აქვთ მასპინძლებსაც. გასულ ტურში ესტონეთთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო ესპანური "ლევანტეს" ნახევარმცველი ენეს ბარდი "ჯვაროსნების" წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები მაკედონიასთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება