საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას სკოპიეში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი პოლონეთის ქალაქ კატოვიცედან ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში 12 ოქტომბერს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო მოედანზე დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართეს.

ამ დროისთვის სკოპიეში ჩვენი გუნდი 24 ფეხბურთელთან ერთად იმყოფება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც მომდევნო შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი
მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

13 ოქტომბრის განრიგი, ტოდორ პროესკის ეროვნული სტადიონი
12:30* - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში
14:15* - იგორ ანგელოვსკის პრესკონფერენცია
20:30* - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
21:00* - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

*თბილისის დროით

უეფას ერთა ლიგის С დივიზიონის მეორე ჯგუფს ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო 5-5 ქულით ლიდერობენ. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა თბილისში ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 დაიწყება. თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 25 /
ეხლა იმათმა მწვრთნელმა გუგლ ტრანსლეიტით რომ არ გადათარგმნოს არეულად დავწერ, მარა ქართველები კი წაიკითხავს :)) არზაა გამორიცხული მაკედონიამ გამზოიყვანოს რამოზდენიმე მეოზრე შემადგნლზობიდან ფა უხეშოზბებს მიმართოს, რომ შემზდეგი თამაშზისთვის თან კზოზირები დამალოს, თან ამათ დაავზალოს ფეხტებში გრტყმა ))) ამიტიმ მე კვარას დავასვენებდი და მეორეში შეიძლება შემოყვანა. ასევე ოქრიაშვილს ვათამაშებდი, მაგრამ ზთუ ზუხეშობა იქნება მინიმალურად რომ დაიჭიროს ბურთი და თავა გაუფრთხილდეს. პროლვოკაციებზე არ უნდა წამოვეგოთ. ფინალზეც უნდა ვიფიქროთ. ლობჟანიძეს კი სჭირდება შანსი ძირითადში, მე მგონი. ფზინალში კვარაზე და ოქრიზე ბეზვრია დამოკილდებული
გადასარევი გიორგი
13 ოქტომბერი 2020 05:33
1
მონდა ჩემი ვარიანტიც იყოს: ლორია, მალი, კვირკველია, გრიგალავა (ტაბიძეს ვმალავთ , ხოჭოლავა არაა ) დვალი - - - კიტეიშვილი კვეკვესკირი --- ლობჟანიძე ყაზაიშვილი ოქრიაშვილი შენგელია ( კვარაცხელიას ვასვენებთ, მეორე ტაიმში გასაძლიერებლად შემოვა სიტუაციიდან გამომდინარე) --- კაჭარავა
გადასარევი გიორგი
13 ოქტომბერი 2020 05:14
3
ლორია - მალი, კვერკველია, ტაბიძე, დვალი - კვეკვესკირი, კოტეიშვილი - შენგელია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, კვარაცხელია. ოქრი და ვაკო სიტუაციის მიხედვით გაცვლიან ფორვარდისა და ფორვარდსუკანა ნახევარმცველის ფუნქციებს. ორივესთვის მშობლიური პოზიციებია. ფლანგებიც უძლიერესი, მუდამ გამწვავებაზე ორიენტირებული გეყოლება. საჭიროების დროს ყველა ისეთი ფეხბურთელია, რომ არც დაცვის მიხმარება და კოლექტიური ართმევა გაუჭირდებათ და პირიქით: მომენტებში კოტეტიშვილი აიწევს გამთამაშებლად და 4-4-2-ზე გადაეწყობიან. გავაოგნებთ ანგელოვსკის და დავანგრევთ მაკედონიას!!!
ცოტნე
13 ოქტომბერი 2020 04:22
4
Kvekveskirs gauWirdeba zedized Sami tamashi, Gvindat ar Gindat bubaias daayenebs.d dddd
Yyy
13 ოქტომბერი 2020 13:58
1
დდდდდდდდდ-ს: ამაზე სასაცილო კომენტარი მე აქ არ წამიკითხია :)))) ვიცინი 10 წუთია :))) ალბათ კოტეტიშვილიც იცინის
გადასარევი გიორგი
13 ოქტომბერი 2020 13:44
1
ყველა გამოხმაურება
საქრთველოს ნაკრებს ვარჯიში არ სჭირდება
შ. ჭ.
13 ოქტომბერი 2020 00:59
30
ყველა რონალდინიო გვყავს )
კი
13 ოქტომბერი 2020 02:23
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული