ვაისი: გამარჯვების მოსაპოვებლად და პირველ ადგილზე გასასვლელად ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემდეგი განაცხადა:

"კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის არჩევანს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან მაკედონია უკვე ჩვენი მეტოქეა. ხვალინდელი მატჩი ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანია. თქვენ ოთხმცველიანი ან სამცველიანი სისტემით შეგიძლიათ ითამაშოთ. ყველაფრისთვის მზად ვართ. ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლია.

სამყარო საფრთხის წინაშეა. არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს ერთი თვის შემდეგ. თვით რონალდოს კორონავირუსი დაუდგინდა.

მიუხედავად დანაკლისისა, ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვების იმედი გვაქვს. ტალინში 1:3-ს აგებდით და ფრეს მიაღწიეთ. ეს იმას ნიშნავს,
რომ მაღალი კლასის გუნდი გყავთ, შეგიძლიათ ცვლილებები განახორციელოთ, ბევრი პასით თამაშობთ.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ეს დიდი მატჩი მოვიგოთ, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ და სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაისმა ვინც უნდა და სადაც უნდა იქ დააყენოს მთავარია მოგება დადოს !
ALONZO
12:44 14-10-2020
0
Მე მგონი ფრე 2:2 -იც უნდა გვაწყობდეს, თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება ურთიერთ შეხვედრებში მიღწეულ შედეგებს და ორივე მატჩში დაფიქსირებულ ფრეების შემთხვევაში სტუმრად გატანილ გოლებს მიენიჭება უპირატესობა!!!
გურია
09:50 14-10-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული