კარგი ამბავი - ხვიჩას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა!

AutoSharing Option
business-gazeta "კრასნოდართან" მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას მიღებული ტრავმის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს

"რუბინი" ხვიჩას გარეშე სულ სხვა გუნდია

"რუბინის" მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონში პირველად არ იყო სასტარტო შემადგენლობაში. ქართველი ნაკრებიდან კოჭ-წვივის მცირე დაზიანებით ჩამოვიდა და ლეონიდ სლუცკიმ გადაწყვიტა თამაშის ბოლოსთვის შემოენახა.

მისი ადგილი სოლტმურად ბაკაევმა დაიკავა, რომელიც სხვა შეხვედრებში შეცვლაზე შედიოდა. მან ხვიჩას სრულფასოვნად შეცვლა ვერ მოახერხა და "რუბინს" იმაზე უფრო უჭირდა შეტევაში მომენტების შექმნა, ვიდრე ამას ქართველთან ერთად ახერხებდა.

ხვიჩას შეცვლაზე შესვლამ უკვე ვერავითარი ზეგავლენა ვერ მოახდინა თამაშზე. მან
ორჯერ სცადა დრიბლინგის განხორციელება, საჯარიმოს მიუახლოვდა, თუმცა თავი ბურთის დაკარგვებითა და არაზუსტი გადაცემებით დაგვამახსოვრა. კვარაცხელია აშკარად არ იყო ფიზიკურად მზად და შეცვლა ითხოვა. იმდენად რამდენადაც ერთი კვირის შემდეგ "რუბინს" მძიმე გასვლა აქვს "ზენიტთან", სლუცკიმ არ გარისკა და ქართველი თამაშიდან მოხსნა".

სლუცკიმ განაცხადა, რომ ხვიჩა და ნაკრებში მყოფი კიდევ ორი ლეგიონერი მხოლოდ წინა დღით კრასნოდარში ნახა, ისინი მოუმზადებლები იყვნენ და ამან გუნდის თამაშს დაღი დაასვა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მიქაუტაძის მაგარი დუბლი პირველივე ტაიმში
მინდია
18 ოქტომბერი 2020 18:42
0
მიხარია რომ ჯამრთელადაა. ჩემის აზრით ხვიჩამ უნდა დაასვენოს მწვრთნელმა გარკვეულ თამაშებში, რადგან ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და რაც არ უნდა ვთქვათ მაინც ბავშვია. აუცილებელია სწორი ფიზიკური დატვირთვები, რათა ტრამვიანი არ გახდეს მომავალში. ბევრი წარმატებები ხვიჩას
ფეხბურთი
18 ოქტომბერი 2020 15:25
1
ასეც ვიცოდი,ხვაჩა ჯანიანი და მშრომელი მეგრელბიჭუნაა❤️
ბაჩი
18 ოქტომბერი 2020 12:10
12
ხვდები მაინც ამდენი დისლაიქები რატო მოგხვდა? მოეშვით ამ უაზრო ლაპარაკებს და საერთოდ თუ ხარ ქართველი იყავი რა!
ქართველი
18 ოქტომბერი 2020 17:48
6
შესანიშნავი მწვრთნელია სლუცკი. ხვიჩასაც სიფრთხილე მართებს. წინ გადამწყვეტი მატჩია...
tngh
18 ოქტომბერი 2020 11:53
1
ხვიჩა ფრთხილად რა ძმობილო!12 ნოემბერი გახსოვდეს და იქამდე ეგ თამაშები,იმ მთავარი თამაშისთვის მოსამზადებლად გამოიყენე,თანმიმდევრულად და ფრთხილად რა გთხოვ...
ღმერთი გფარავდეს და გაძლიერებდეს!
გურჯი
18 ოქტომბერი 2020 09:44
2
მაგარიააააააააააააააა
სტალინი
18 ოქტომბერი 2020 09:04
3
წინა ბმულზე დავწერე, ვუყურე თამაშს და თავიდანვე ვერ ჩაერთო მეთქი, და ვიღას ჩემი ანალიზი არ მოეწონა. თან ვახსენე რომ არავინ ფეხებში არ ჩახტომია. ეტყობოდა რაღაც აწუხებდა ნაკრების მერე და ვერ იყო სთამაშო ფორმაში. მისი შემცვლელი ნოლი იყო დღეს და თავდასხმა თითქმის არ არსებული. შლუცკის დაჭირდა და შეუშვა მაგრამ არა მგონია უნდოდა მისის შეშვება, მაგრამ ქულები სჭირდება და გარისკა. როგორც მოითხოვა შეცვლა გამოიყვანა. იმედის ერთიკვირაში მოიშუშებს და იმედია ნაკრებშიც ითამაშებს და ჩაკვეტაძეც იქნებ ჩადგეს ფორმაში. ორივე უდუდესი ტალანტები არიან.; დიდად ვგულშემატკიოვრობ ორივეს და ქართულ ფეხბურთს იმედი გამოუჩნდა და მე ეს მახარებს.
Niko
18 ოქტომბერი 2020 05:05
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული