მაკედონიელებს მეკარე გამოაკლდათ

AutoSharing Option
მაკედონიური მედიის ცნობით, ადგილობრივი "სილეკსის" მეკარე დანიელ ბოჟინოვსკის კორონავირუსი დაუდგინდა და საქართველოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში მყოფი სხვა ყველა ფეხბურთელის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, სტუმრები თბილისში, ფატობრივად, დანაკლისის გარეშე მოფრინავენ, რადგან ბოჟინოვსკი ისედაც მესამე მეკარე იყო.

მაკედონიის ნაკრები საქართველოს დედაქალაქში ხვალ ჩამოფრინდება. შეხვედრა კი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აქაც გატესტეთ რო ჩამოვლენ და 2-3 ლიდერი გამოვაკლოთ :D :D
სტადიონზე არ გვიშვებთ და ასე მაინც დაეხმარეთ ნაკრებს :@@
გიო
18:00 09-11-2020
2
ოხ ეს თქვენი სტატიის სათაურები! ვითომ დამაინტრიგებელი :D მეკარეო ისე დაწერეთ, თითქოს პირველი მეკარე იყო
შოთა
17:12 09-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული