მაკედონია საქართველოსთან ფავორიტია და თბილისში გაიმარჯვებს - მაკედონიელთა ლეგენდა

AutoSharing Option
მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ გასამართ ისტორიულ მატჩამდე წამოიწყო სპეციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ონლაინ "თოლქ შოუ", სახელწოდებით "ჩვენი დროა", რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ხრისტოვი სტუმრობდა და 12 ნოემბრის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მაკედონიელი ფეხბურთელების არცერთი თაობა არ ყოფილა ევროპის ჩემპიონატთან ასე ახლოს, ეს კი ნიშნავს, რომ ეს ბიჭები საუკეთესონი არიან.

მაკედონია რამდენიმე მიზეზით არის ამ დუელის ფავორიტი. ორივე ნაკრებს თუ გადავავლებთ თვალს, ჩვენი ფეხბურთელები საუკეთესო ლიგებში თამაშობენ. ჩვენს ნაკრებს კარგი სერია აქვს,
კოლექტივი ერთად დიდი ხანია თამაშობს, საქართველო კი კოსოვოზე ძლიერი მეტოქე არაა.

არასაფეხბურთო ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. გუნდს, რომელიც მაქსიმალურად უდანაკარგოდ გადალახავს ვირუსს, გამარჯვების მეტი შანსი ექნება. ჩვენ ფეხბურთელთა დიდი სია არ გვაქვს, თუმცა ვიცით, როგორ შევინარჩუნოთ ერთობა.

ევროპის ჩემპიონატი - ეს ახდენის პროცესში მყოფი ოცნებაა. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს და ისინი 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს დაამარცხებენ", - განაცხადა ხრისტოვმა.

მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
ჯერ გადახტი და ოპლა მერე დაუძახე.
არაგველი
23:16 10-11-2020
1
ეს ფსიქოლოგიური შეტევაა ჩვენს ფეხბურთელებზე და ასეთი სტატიები არც უნდა გამოვაქვეყნოთ თამაშის წინ!!!!
გიორგი
14:03 10-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული