მაკედონია საქართველოსთან ფავორიტია და თბილისში გაიმარჯვებს - მაკედონიელთა ლეგენდა

AutoSharing Option
მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ გასამართ ისტორიულ მატჩამდე წამოიწყო სპეციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ონლაინ "თოლქ შოუ", სახელწოდებით "ჩვენი დროა", რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ხრისტოვი სტუმრობდა და 12 ნოემბრის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მაკედონიელი ფეხბურთელების არცერთი თაობა არ ყოფილა ევროპის ჩემპიონატთან ასე ახლოს, ეს კი ნიშნავს, რომ ეს ბიჭები საუკეთესონი არიან.

მაკედონია რამდენიმე მიზეზით არის ამ დუელის ფავორიტი. ორივე ნაკრებს თუ გადავავლებთ თვალს, ჩვენი ფეხბურთელები საუკეთესო ლიგებში თამაშობენ. ჩვენს ნაკრებს კარგი სერია აქვს,
კოლექტივი ერთად დიდი ხანია თამაშობს, საქართველო კი კოსოვოზე ძლიერი მეტოქე არაა.

არასაფეხბურთო ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. გუნდს, რომელიც მაქსიმალურად უდანაკარგოდ გადალახავს ვირუსს, გამარჯვების მეტი შანსი ექნება. ჩვენ ფეხბურთელთა დიდი სია არ გვაქვს, თუმცა ვიცით, როგორ შევინარჩუნოთ ერთობა.

ევროპის ჩემპიონატი - ეს ახდენის პროცესში მყოფი ოცნებაა. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს და ისინი 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს დაამარცხებენ", - განაცხადა ხრისტოვმა.

მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
ყველას მოგმართავთ! თუ გაგრძელდა აქციები, არეულობამ თუ მიიღო მაშტაბური ხასიათი მოსალოდნელია უეფამ 12 ნოემბრის მატჩი სხვა ქვეყანაში და სხვა დროს გადაიტანოს! თუ მაკედონიამ უარი განაცხადა, ოფიციალურად თუ მიმართა უეფას და დაურთო წუხანდელი კადრები, მაშინ უეფა ნამდვილად გადაიტანს ამ მატჩს! ამიტომ თხოვეთ თქვენს ახლობლებს, პოლიტიზირებულებს, პოლიტიკოსებს გაგვიწიონ ხალხს ანგარიში, გვაცალონ ეს ისტორიული მატჩი თბილისში ნორმალურად ჩავატაროთ, გავიმარჯვოთ და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე.... 13 ნოემბრამდე მაინც შეიკავონ თავი აქციებისაგან!
aburjga
17:56 09-11-2020
35
ეტყობა ქართველებზე არაფერი გსმენია ხრისტოვ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო - ამბობს ქართული ანდაზა, სამი დღეც და ვნახოთ რასაც წაიღებთ.
ლოლო
20:42 09-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული