კვარაცხელიასა და შენგელიას კოვიდ-19 დაუდასტურდათ

AutoSharing Option
მედიასა და საზოგადოებაში ბოლო საათის მანძილზე საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი დაუდგინდა.

ეს ცნობა ფეხბურთის ფედერაციამ ახლახან დაადასტურა...

აღსანიშნავია, რომ ხვიჩასთან ერთად კორონავირუსი ლევან შენგელიასაც აქვს...

ორივე ფეხბურთელი იზოლაციაშია და სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

ეს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადების ტექსტია:

"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან დაიწყო.

საწვრთნელ
შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს.

10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს."
მკითხველის კომენტარები / 184 /
ჩვენ გვყავს გუნდის ლიდერი ოქრი რომელიც ბოლო 3 თამაშია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს!

ჩვენ გვყავს ძალიან ტექნიკური ზურიკო დავითაშვილი რომელსაც ხვიჩას შეცვლა წარმატებით შეუძლია!

ჩვენ გვყავს ძალიან საიმედო მეკარე და ნამდვილი ლიდერი გიორგი ლორია!

ჩვენ გვყავს ძალიან საიმედო და მართლა ევროპული დონის დაცვის ცენტრი საბას, კაშოს და ხოჭოლავას სახით! (კაშო ცალკე საკითხია. ის ფაქტიურად მწვრთნელია მოედანზე)!

ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი მოედნის ცენტრი და ნამდვილი “ბეტონი” ჯაბა კანკავა! ნაღდი კაპიტანი და გუნდის სული და გული!

ჩვენ გვყავს ძალიან ტექნიკური და გამოცდილი ვაკო ყაზაიშვილი!

გვყავს ყველა პოზიციაზე ძლიერი მეორე ნომრები - ლობჯანიძე, ლიბჟანიძე, კაკაბაძე, ქვილითაია, გრიგალავა, მაკარიძე....

ჩვენ გვყავს ნამდვილი შეკრული და გამარჯვების მენტალობადაბრუნებული კარგი გუნდი რომელთანაც მუტრუკი მაკედონიელები მოსატანიც კი არ არიან!

ჩვენ ვთამაშობთ სახლში სადაც კედლებიც გვეხმარებიან და მილიონობით ქართველი ბიჭების გვერდით.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ჩვენ გავიმაეჯვებთ!
ზაზა
16:07 11-11-2020
3
მაკედონიაში ბოლო ერთი კვირა ფეხბურთით ცხოვრობენ, სიმღერებს უძღვნიან გუნდს, მთელი ერი ერთსულოვანია, ჩვენ რა გვჭირს, სად არის ფედერაცია, ან გამოვიდნენ და მუხტი შექმნან, ან დინამო არენაზე მოსამზადებელი სამუშაოები როგორ მიდოს, რამე გვანახეთ!
დინამოს თუ მიუძღვნა ბატონმა აზარაშვილმა სიმღერა, ეხლა ძნელი იყო რამე კონკურსის გამოცხადება და ნაკრების ახალ ჰიმნზე კლიპის გადაღება, რო ბიჭები გავამხნევოთ თამაშის წინ ტაბლოზე გაშვებული ჰიმნით?ან ვინმეს თავში არ მოუვიდა აზრად რო რამე პრემიები დავუწესოთ ბიჭებს მოგების შემთხვევაში?
თუმც რაზე უნდა მქონდეს პრეტენზია, საბავშვო ბაღის ზეიმი არ უნდა განდოთ კაცმა, არათუ ესეთი მნიშვნელოვანი თამაშის ორგანიზება.
დარწმუნებული ვარ ხვალაც ბრეზენტზე გაჭიმული სარეკლამო დაფა იქნება დინამოს გაზონს მიღმა და არა ციფრული ტაბლო, როგორც ცივილურ ქვეყნებშია, თუ არა და აგერ მე და აგერ ბურჟუაზია.
და ბოლოს:
ბიჭებო, ხვალ უნდა გახვიდეთ და კარიერის თამაში აჩვენოთ ყველამ, კცარაცხელიასთვის, შენგელიასთვის,ჩაკვეტაძისთვის, თქვენი ოჯახებისთვის,და ჩვენთვის, რიგითი გულშემატკივრებისთვის.
საქართველოსთვის ბიჭებო, საქართველოსთვის.
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია.
ირაკლი
19:37 11-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული