ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში
იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 79 /
მთელი ღამე არ მძინებია დღევანდელ მატჩზე ფიქრით.რაც უფრო ცოტა დრო რჩება მატჩამდე,გული უფრო მიჩქარდება.მჯერა,დღეს საქართველოს ნაკრები გუნდურად ითამაშებს და გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება.
წინ საქართველო !!!
ქობულეთიდან
12 ნოემბერი 2020 10:04
0
აბა შენ იცი ეხლა, ქვილითაია და დაუშვილი არ დააყენო ძირითადში
gio
11 ნოემბერი 2020 18:47
4
პაპუნაშვილი,ვაისის საიდუმლო ჯოკერი.თუ ფორმაშია ეს კაცი,ძალიან მაგარია.
Master
11 ნოემბერი 2020 18:06
3
დღევანდელი მატჩი ჩვენი ოქროს ბიჭების ჩაკვე და კვარას გარეშეც უნდა მოვიგოთ.იმედია ევროპის ჩემპიონატზე ეს ბიჭები ნაკრებთან ერთად იტყვიან თავის სიტყვაა
gio gio
12 ნოემბერი 2020 11:44
0
აი ნახავთ ხვალ 3 ჩამშლელი თუ არ გამოიყვანა ვაისმა
გოგა
11 ნოემბერი 2020 18:19
4
აბა პანდევი ყოველი ბურთის შეხებისას აფერისტულად ძირს ვარდება და მეშინია პენალი არ აგვკიდოს მაგ მსაჯის ხელში.
david gurgenidze
11 ნოემბერი 2020 17:57
0
მთელი საარჩევნო სისტემა გაყალბდა და რა მოხდბოდა კვარაცხელიას და შენგელიას მაგივრად ვინმე სხვისთვის დაეწერათ ეს დედააფეთქებული ვირუსი ჰა?
თემური
11 ნოემბერი 2020 19:54
35
ცრემლი მომდის ამ კომენტარს რომ ვწერ, 91 იანი ვარ, პირველ მსოფლიოს 98 ში ვუყურე და მას შემდეგ ფეხბურთით ვარ მოწამლული, მახსოვს ბავშვობაში ლიგის ჰიმნზე როგორ მაჟრიალებდა და როგორ ვოცნებობდი საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ან ევროპის ფინალურ ეტაპზე მენახა, მამაჩემის მონაყოლი ყიფიანზე, ჩივაძეზე და დანარჩენ ჩვენს საამაყო ბიჭებზე ჩემთვის ყოველთვის რაღაც წარმოუდგენლად მოჩანდა, იმიტომ რომ ჩემი თვალით არ მინახავს. ბიჭებო დღეს სტადიონზე რომ გახვალთ გახსოვდეთ ვისი გორისა ვართ, თქვენში ქართული გენია და რომ არა ჩვენი ქვეყნის "დალხენილი" ცხოვრება, ჩვენი ნიჭის მქონე ქვეყანა ფეხბურთში დღეს ბევრად წინ უნდა იყოს. რახან ჩვენი თაობა აქამდე მოვედით ზუსტადაც თქვენ ბიჭებო გაარღვევთ ამდენი ხნის გასარღვევ კედელს და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე დიდ ნაბიჯს გადადგავთ, ნაბიჯს რომელსაც შემდეგ უნდა მოყვეს ის წინსვლა, რასაც ჩვენი გენი იმსახურებს. თქვენი იმედი გვაქვს და ვიცით რომ ლომებივით იბრძოლებთ. საქართველოს გაუმარჯოს !!!
gio
12 ნოემბერი 2020 12:02
0
აუ კვარააა :( ხვალ ფაფხურა თამაში იქნება და 1 გოლი გადაწყვეტს ყველაფერს რომელიც მეორე ტაიმში გავა.... ზურიკო და საბა სასტავში!!! კაშია სკამზე!
ვატო
11 ნოემბერი 2020 19:36
4
ერთი ფილმის გმირსა არ იყოს: ეს რა ჭირი გვჭირს ტო? ელდა მეცაო რომ ამბობდნენ,ახლა მივხვდი ამ ფრაზის სრულ არსს.. ყველა მიყვარს და ყველა მენანება ავადმყოფობისთვის,მაგრამ რა იქნებოდა მათსავით მე3 კატეგორიის ფეხბურთელი დაგვკლებოდა თუკი ეს გარდაუვალი იყო..... ან შენგელიას მაინც არ შეხვედროდა. ამბობენ,რომ კიდევ გვყავან კარგები თავდასხმაშიო,ამათნაირი შემქმნელი არცერთი არაა და ცარიელი გულით თამაში ხეირს ვერ მოგვიტანს იქ თუ ტექნიკა არ გაბადია.თფუ ჩვენი წილი ფორტუნას დედას შე--ცი
gela 67
11 ნოემბერი 2020 19:21
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული