ანგელოვსკი: ვაისის გამოცდილება საქართველოს ნაკრებს უპირატესობას არ ანიჭებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ისაუბრა:

"2 თვის შემდეგ ისევ აქ ვართ. ჩამოსული ფეხბურთელები მწყობრში არიან და ვნახოთ, ხვალ ვინ ითამაშებს.

ვაისს პატივს ვცემ, კარგი სამუშაო გასწია საქართველოში, თუმცა იგივე გავაკეთეთ ჩვენ, ფინალში ვართ. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მისი გამოცდილება უპირატესობას საქართველოს ნაკრებს ანიჭებს.

ხვალისთვის ორივე გუნდი ტაქტიკურად მზად იქნება და ორივე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ორივე ნაკრები იცნობს ერთმანეთს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
აზიაში არსებობს ასეთი ანდაზა: "რამდენიც არ უნდა იძახო, ჰალვა, ჰალვა, პირში სიტკბოს ვერ იგრძნობო"! ჩვენ კიდევ ვამბობთ: "აღდგომა და ხვალეო!" წინასწარ ვუთანაგრძნობ ანგელოვსკის ხვალინდელი მათი დამარცხების გამო!
0
აუუუ, ბიჭებო ერთი ამას დაადუმებდეთ რა...
buba
19:23 11-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული