ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
მწვრთნელი არ გვყავს! არც მაშინ გვყოლია როცა ყაზახეთს მოვუგეთ! მაშინ ჩაკვეტაძე გვყავდა! არც მაშინ გვყოლია მწვრთნელი როცა ბელარუსს მოვუგეთ! მაშინ ხვიჩა გვყავდა! დღეს არც ერთი არ გვყავდა არც ხვიჩა არც ჩაკვეტაძე და არც მწვრთნელი!
ბასკი
23:42 12-11-2020
3
ნუ 0-0 რომ ჩაკეტილი თამაში იქნებოდა და გაჭირდებოდა მომენტების შექმნა გასაგებია, მაგრამ როდესაც უკვე აგებ, თან თითქმის მთელი ტაიმია წინ და შენ ამ დროის განმავლობაში ვერაფერს ვერ ქმნი შეტევაში, ესეიგი არა ხარ ევროპაზე თამაშის ღირსი და დაეტიე სახლში. პრინციპში ასეც მოხდა სამწუხაროდ
დუდუ
23:42 12-11-2020
1

სიახლეები პოპულარული