ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
სასწრაფოდ წარმოადგინეთ ანგარიში რამდენი მილიონია დახარჯული ხალხის (ბიუჯეტის) ფული, რისთვის და რა სპორტული შედეგი მივიღეთ?! და მერე დატოვეთ ფედერაცია თქვენი ვაისიანად და კაშია( ლგბთ სამკლავური არ დაავიწყდეს) ყაზაიშვილი, გვილია, კაჭარავა და 2-3 კაციც თან წაიყოლეთ!!!
$
13 ნოემბერი 2020 00:09
4
15 წელია ფეხბურთს ვუყურებ. ვიცი რმ არცისე დიდი სტაჟია მაგრამ არც ცოტაა. 15 წელი ველოდებოდი ამ დღეს ბევრი 30 წელი ელოდებოდა ზოგიც უფრო მეტი. ძალიან ძნელია როცა ერთ წუთში მთელი შენი ოცნებები თავზე გემხობა. მარტი ჩემი ოცნება რომ ყოფილიყო ჯანდაბას. 3 მილიონი კაცი ამდენი წელი ველოდით. ორი წუთით რო წარმოვიდგენ თუ რამოხდებოდა ჩვენ ქვეყანაში ეს თამაში რო მოგვეგო მეტირება ძმას გეფიცებით. ჩვენ ეს არდაგვიმსახურებია. ჩვენში ვგულისხმობ გულშემატკივარს. ფეხბურთელებმა რაც დაიმსახურეს ის მიიღეს. სამწუხაროდ სანუგეშებელს ვერაფერს ვწერ. გენაცვალეთ ვისაც გული შეგტკივათ ჩვენს ქვეყანაზე
ქართველი
13 ნოემბერი 2020 00:08
0
გენაცვალე , მეც და ჩემს ირგვლივაც მასე ვართ ყველა, 37 წელია ამ დღეს ველოდი , ვერც ვლაპარაკობ, ყველაფრის მუღამი დამეკარგა, ამაზე დიდი სტრესი არ ვიცი , ცალკე პოლიტიკაში რა ხდება... ღმერთო რატო ასე მწარედ???:(
iolasha
13 ნოემბერი 2020 00:29
0
დამატებით დროში ფეხბურთელების გამოცვლა დროს გასაყვანა კეთდება.ვაისის ეს მოქმედება მაგარი საეჭვოა.
ასეა ეს
13 ნოემბერი 2020 00:00
1
ციხეში!
...
13 ნოემბერი 2020 00:50
1
გუშინდელი დღიდან ვუთვლი ტკბილ სიტყვებს ფიფა-უეფას და ჩვენ ფედერაციას, მაინც მქონდა იმედი,იქნება ვცდები მეთქი, თურმე არ ვცდებოდი,
უუუ თქვე სალახანებო, როგორ ჩააფურთხეთ ერს სახეში,
არ ჯობდა დაეტოვებინათ ცხადაძე? მეტი მეტი ხანდახან ბაჩანა ეთამაშებინა, სხვა მხრივ მართლა არაუშავდა, მარა.... ეჰ, დაქცეულო ქვეყანა! ბიძოს და მიშოს შორის რომ გექნება არჩევანი გასაკეთებელი,
Bs
13 ნოემბერი 2020 00:00
3
მე "ბ" დივიზიონიც მეცოტავება!!! მხოლოდ "ა"-შია ჩვენი ადგილი!
rigiti
12 ნოემბერი 2020 23:58
1
უნიათო მერი და უნიათო ფედერაცია, აი ვისი ბრალია ყველაფერი.
ტეტე
12 ნოემბერი 2020 23:57
9
ვაისი უნდა წავიდეს და ბევრი უნდა მიყვეს კიდე ფედარაციიდან
irakli
12 ნოემბერი 2020 23:56
1
3000 კაცი მაინც შეეშვათ რო რაღაცა დამატებითი მუხტი იქნებოდა... თითონ არ უტყდებათ სტადიონზე რო მივიდნენ თუ პრივილეგირებულ ხალხს კორონაც ცნობს და არ ავრცელებენ? რა პონტია შენ თითონ მაინც არ უნდა გაგიტყდეს?
ვერ გავიგე
12 ნოემბერი 2020 23:56
2
სამაგიეროდ პოლიტიკოსებმა და ტოტალიზატორებმა მერამდენედ ღალატისა და ქართველი ხალხის გატყავების და შეურაწყოფის ხარჯზე ისეთი მაყუთი გააკეთეს ყველას ერთადაც არ დაგვესიზმრება, ნუ უღირდათ რა.
უჯიგრო და უსისხლო ვაიფეხბურთელებს კიდევ მოვუკითხავ კეთილებს.
კვარა
12 ნოემბერი 2020 23:54
7
ვინც მანდ დადის ფულის შოვნის მიზნით ალალია მათი წაგება. მე პირადად მიხარია როდესაც აგებენ. ვინც ნამდვილი ქომაგია ის იქ არ შევა. ამ შემთვევაში ოღონდ მოეგო ჩვენს ნაკრებს და არ ვჩივოდი
დავით 67
13 ნოემბერი 2020 00:03
2
ფეხბურთის ე.წ. მამებზე აღარაფერია სალაპარაკო, აზრი არ ააქვს და თქვენ დიადო ვეტერანებო ისევ არაფერი გაქვთ სათქმელი?! როგორც ყოველთვის?! სირცხვილია სირცხვილი!!! მაგრამ რა უნდა გელაპარაკოთ თქვენ ხომ არარატი, ტირანა, კლაკსვიკი გაატარეთ.. მაგარია ხმა არ ამოიღოთ, ყველაფერი კარგად არის!!!
?
12 ნოემბერი 2020 23:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული