ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
ჩვეულებრივი საბოტაჟია! ზყსტად ასეთი შემთხვევისთვისაა კომფორტული სადეპუტატო იმუნიტეტი.
სერგო
13 ნოემბერი 2020 11:05
2
1. არ გვყავს სათანადო დონის ფეხბურთელები;
2. ნაკრები ძირითადად დაკომპლექტებულია ნეპოტიზმით;
3. ხელშეუხებელია უფროსი თაობა და ფედერაციის მენეჯმენტის საძმაკაცო;
4. ჩვენმა ფეხბურთელებმა ვერ ან არ ითამაშეს (უფრო "არ" და ამის თქმის საბაბს თამაშის ხარისხი იძლევა);
5. თამაში იყო ყველაზე ცუდი ვაისის კარიერაში;
6. ვაისი ან სულელია,ან მისი ქმედებები ვიღაცას ან/და რაღაცას ემსახურებოდა;
7. არ ათამაშეს ორივე ფლანგის საუკეთესო შემტევი (ლოგიკურად ვინც მათთან კავშირში იყო, რამდენიმეს მაინც ხომ უნდა აღმოაჩნდეს ვირუსი შემდგომში. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს "სამი მუშკეტერი". თუ არა, მაშინ?);
8. სტადიონზე არ იყო მაყურებელი, სამაგიეროდ იყო კალაძე და კობიაშვილი. წინა დროს ან სტადიონზე ჩატარდებოდა თამაში, ან შეზღუდვის შემთხვევაში დიდ ეკრანზე უყურებდა ხალხი და ხელისუფალი;
9. გულშემატკივარი დააჯარიმეს შეზღუდვის წესების დარღვევისათვის. მესმის, რომ კანონს უნდა ემორჩილებოდეს და ემსახურებოდეს ყველა, მაგრამ გამონაკლისი ხომ შეიძლებოდა, თუ 10 საათის მერე კორონა უფრო მძლავრობს და საშიშია. 10 საათამდე ხომ იყვნენ შეკრებილები;
10. თავმოყვარე კაცი დატოვებდა ფეხბურთის ფედერაციას. მენეჯმეტზე მაქვს საუბარი;
11. ოქრიაშვილმა მისი ბოდიში გაიკეთოს ერთ ადგილას და გაუკეთოს სხვებსაც (იმედია არ დაბლოკავთ ამის გამო. ჩავიჯ..თ უხამსობაა, ვინც არ უნდა თქვას და რა ემოციით);
12. მაკედონია მოვიდა, გვნახა, გაიმარჯვა, ბევრი იბლატავა, იტრაბახა, შეგვისრულა და წავიდა. ყველა გულშემატკივარი გულგატეხილია. მნიშვნელობა არ აქვს, ვის და რას დავაბრალებთ, მაგრამ ფეხბურთის თამაშსაც, ჩემი აზრით, თავისი ასაკი და დრო აქვს;
13. საინტერესოა, ვაისი ერთპიროვნულად იღებდა შემადგენლობის დაყენების გადაწყვეტილებას? კონსულტანტი არ ჰყავდა ვინმე? ჩვენი სპორტული ჟურნალისტები, მე მგონი, უფრო მაგარ შემადგენლობას დააყენებდა;
14. ამ შემადგენლობით ვაპირებდით მოგებას?
15. რომ ვამბობდი, მაკედონიასთან ხუმრობა არ შეიძლება, ჰოპლა მერე დავიძახოთ, რომ გადავხტებით მეთქი, ლამის ჯვარზე გამაკარით. მოგვიგეს ევროპული წესრიგით, ევროპული მიდგომით საქმისადმი;
16. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და გვქონდეს მომავლის იმედი, ჩვენი ფეხბურთელების და არა მენეჯმენტის და აფერისტი აგენტების, რუსულ, ყაზახურ და სხვა პოსტსაბჭოთა ლიგას რომ ვერ გააცილებს ნიჭიერი ფეხბურთელები.
გიო
13 ნოემბერი 2020 10:58
4
1.ფედერაციის პრეზიდენტი არ უნდა ინიშნებოდეს პარტიული ნიშნით.
DART
13 ნოემბერი 2020 14:12
1
ერთი დისლაიქის განმარტებას ველოდები დასაბუთებით, რაში არ მეთანხმება. მხოლოდ იმიტომ, რომ მისი აზრი მაინტერესებს და თუ ლოგიკურია, გავიზიარებ.
პ.ს. ისე, თამაშზე დასწრება ჩემს ბავშვებსაც უნდოდათ!
გიო
13 ნოემბერი 2020 11:44
1
ვაისი რომ სუსტი მწვრთნელია ეგ გასაგებია, აქამდე უმართლებდა, ინდივიდუალურად მოიყვანეს ფინალამდე გუნდი ხან ვინ და ხან ვინ, მაგრამ ახლა 4 წამყვანის არ ყოფნა მართლაც პრობლემა იყო, მაკედონიას პანდევი და ელმასი რომ არ ყოლოდათ არც ისინი იყვნენ გოლის გამტანები. ისე, ქეცბაია ყველაფერში მართალია რასაც ადრე იძახდა და ეხლაც იძახის! ფულს კი ფეხბურთში არავინ ჩადებს სანამ ქვეყანა არ დალაგდება.
zviads
13 ნოემბერი 2020 10:41
1
პროსტა ჩვენ უბრალო ხალხი ვის ვეჯიბრებით აზრზე ვართ? სისტემას.. საათივით აწყობილ მაფიას? ხალხის არ დაშვება.. კორონების ტესტები ამათ ხელშია ანუ პრობლემა არაა დადებითის მოსვლა.... კვარა შენგო ჩაიხსნა... ვაისის იდიოტური ტაქტიკა... ფეხბურთელებს თუ ნამუსი აქვთ ხმა უნდა ამოიღონ და თქვან სათქმელი რაღაც გააჩალიჩეს და შევეწირეთ ჩვენ და რიგითი ფეხბურთელები..... ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ ამოიღეთ ხმა სათქმელი თქვით
??
13 ნოემბერი 2020 10:35
2
აღარ დავიწყებ ტრენერზე, ისედაც გაცხადდა რეალობა ამ კაცის. კვლავ სასტავი, რომელიც მაკედონიას არა და ფარერებ-ანდორებს ვერ უგებდა. ამათი გატანილი ბურთი მშობიარობაზე უარესი სანახავია. კიდევ კარგი რომ მაკედონია გვიფრთხოდა, მაინც ფინალი ერქვა, თორემ ,,კლასვიკიც" იყო შესაძლებელი ამათი შემყურე.იძახის ზოგი სხვა ვარიანტი არ იყოო.. ვარიანტები იყო უამრავი, უბრალოდ ჭკუა და კვერცხები უნდა გქონოდა. აი ვარიანტები.
5-3-2 თუ დავთმობდით ბურთს და პირიქით, კონტრზე ვითამაშებდით
მაკარიძე
კაკაბაძე დვალი ხოჭოლავა ტაბიძე ნავალოვსკი
ლობჟანიძე აბურჯანია დავითაშვილი
კაჭარავა ოქრიაშვილი
3-4-1-2 უფრო შემტევი
მაკარიძე
დვალი ხოჭოლავა ტაბიძე
ჯიღაური კანკავა კვეკვესკირი დავითაშვილი
პაპუნაშვილი
მიქელთაძე ოქრიაშვილი
რომელიც ვითამაშეთ: 4-2-3-1
მაკარიძე
კაკაბაძე დვალი ხოჭოლავა ტაბიძე
კვეკვესკირი აბურჯანია
ოქრიაშვილი პაპუნაშვილი დავითაშვილი
კაჭარავა
ამატაკი
13 ნოემბერი 2020 10:21
4
ფედერაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და კობიაშვილი თავისი ადმინისტრაციითურთ უნდა გადადგეს!
ქომაგი
13 ნოემბერი 2020 10:17
2
აბა ჩვენო ლეგენდა ბიჭებო რამდენი გაადავეთ გუშინ? ვაბშეტა ანგარიშის გამოცნობაზე ხოარ გედოთ? ამდენი გადაკეცეთ დღეს რამე მაინც იკისრეთ თქვე ჩემისებო... ;)
ბიჭობას
13 ნოემბერი 2020 10:13
5
კარლოევიჩ მიხედე ფეხბურთს ბიჯო რაფერც გოროდს მიხედე, თვარა დეგვენგრა თავზე. მარტო შენი ლოგოპედი და რბილი ლ-ს გამოსწორება არ გვიშველის ხომ ხედავ? ახლა ძმურად სერიოზულად მიპასუხე, შენებურად გარაშენდიო არ მითხრა
დინამოელი
13 ნოემბერი 2020 10:11
5
ყველაფერის ვასიზე გადაბრალება არასწორია რა თქმა უნდა, მაგრამ არის ბევრი ნიუანსი რასაც შეიძლება შეეცვალა შეხვედრის ბედი. გუშინ ჩვენს გარდა 3 მსგავსი შეხვედრა იყო და იქაც ანალოგიურად მასპინძელი 0-1 მარცხდებოდა და ყველა შეხვედრაში მასპინძლემა შეცვლები დაახლოებით 60 წუთიდნ დაიწყეს და ყველგან შედეგს მიაღწიეს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ვინც მოედანზე იყო იმათ არაფერი გამოსდიოდათ. ქეცბაიას მსგავსად მანაც იცის ფეხბურთელების ამოჩემება, მაგალითად ვერანაირად ვერ ვხვდები გუშინ რატომ ითამაშა კაშიამ ხოჭოლავას ნაცვლად, როდესაც ხოჭოლავამ 3 კვირის წინ რეალს მოუგო მადრიდში და კაშიას გუნდში არ უთამაშია კაი ხანია,თან რა გუნდში, სადაც უფრო ფულის საკეთებლად არის წასული ვიდრე ფეხბურთის სათამაშოდ.ანალოგიურად ყაზაიშვილზე, მესმის რომ სხვაზე ნიჭიერია, მაგრამ მარტო ნიჭი რომ არაფერია ფაქტია.
სიმართლე
13 ნოემბერი 2020 10:01
3
არ მითქვამს რომ კაშია უფრო ნიჭიერია ვიდრე ხოჭოლავათქო, ყაზაიშვილს რაც შეეხება, მგონია რომ იდეაში უფრო დიდი ნიჭი აქვს ვიდრე ზურიკოს ან თუნდაც ლობჟანიძეს, მაგრამ მას შემდეგ რაც ამერიკაში წავიდა იქ დამთავრდა მისი კარიერა და აღარ უნდა გაემოეძახებინატ საერთოდ
?? -ს
13 ნოემბერი 2020 14:25
1
კაშიაა ხოჭოლავაზე ნიჭიერი თუ ყაზაიშვილი ზურიკოზე ნიჭიერი? კაშია ნიჭიერი როა მაგიტოა ეხლა ფულის საკეთებლად ანალოგიურად ყაზაიშვილი.
??
13 ნოემბერი 2020 10:15
1
სამწუხაროდ, 4 ფეხბურთელის, თანაც წამყვანის შეცვლა, შეუძლებელია. გავუსწოროთ სიმართლეს თვალი. მიუხედავად ჩვენი მონდომებისა და სურვილისა, მეტოქემ გვაჯობა.
tngh
13 ნოემბერი 2020 10:00
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული