ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
ფეხბურთის გადარჩენა თუ გვინდა მეტი კომპერციალიზაცია და კერძო სექტორია საჭირო და არა სახელმწიფოს გადაგდებული 300 მილიონი რომელიც პარტაქტივში იხარჯება აი ეს არის მწარე სიმართლე!!!!!ღარიბი ქვეყანა 300 მილიონამდე ხარჯავს რაღაც აბსურდში!სამაგიეროდ მაკედონიას არ აქვს 4 საფეხბურთო ლიგა და ბონუსად სამოყვარულო ლიგა ) ხო კდიევ სამი მუშკეტერიც გვყავს
აბგდ
13 ნოემბერი 2020 01:01
5
5 წლის ვიყავი 1981 წლის 13 მაისს. მახსოვს ჩემთან ერთ პატარა ოთახში შეკრებილი მეზობლები, დაძაბული მოლოდინი, მამაჩემის გადაწერილი პირჯვარი და მერე ადამიანების სიხარულით გადარევა. 40 წელი ველოდი ამ ემოციის განმეორებას, ჩემსავით ათასობით ადამიანი. კიდევ დიდი ხანი ალბათ ვერ მოვესწრები. გვაქვს ქართველებს ერთი გამოთქმა: ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. ვერ შეცვლის ერთი კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ვერაფერს. არ მოვა აქ გაზაფხული კარგა ხანს. ღრმადაა ყველაფერი უფრო, შორსაა მეტასტაზები წასული და არ ეხება ეს მხოლოდ ფეხბურთს, უბრალოდ აქ ყველაზე კარგად ჩანს. ცოტა პესიმისტურია ეს კომენტარი, მაგრამ არ მგონია, არარეალურს ვამბობდე.
გიორგი
13 ნოემბერი 2020 00:51
2
თანახმა ვარ საქართველოში გაუქმდეს მრავალი სპორტის სახეობა. ფულის, დროის და ნერვების ტყუილი ხარჯვაა. ასეთ ნაკრებს და ფედერაციას, სჯობს საერთოდ არ გყავდეს. სჯობს ის ფული სხვა სახეობას მოხმარდეს, რაშიც მეტ-ნაკლებად პოტენციალი გვაქვს.
ერთი ორი სამი
13 ნოემბერი 2020 00:51
19
დღეს მაკედონია 14-კაცით გვეთამაშებოდა,ცისარტყელას მოყვარული კაშია და კანკავა იმათ რიგებში იყვნენ,,კაშია მესმის რომ ამ ფერებში სიამოვნებად იღებს მაგრამ კაკავას რა ჭირდა,,უნდა წახვიდეთ ნაკრებიდან,კაშია აღლუმებში ჩაერთე ვიდარტყელას ფერებით ნაკრებს თავი დაანებე
აკადემია
13 ნოემბერი 2020 00:51
31
თუ საერთოდ ვფიქრობთ კიდევ ფეხბურთზე და ქვეყანაზე, ყველა ფედერაციის ყველა წევრზე უნდა დაიდოს მასალები, განსაკუთრებით ფეხბურთზე. ჟურნალისტებო, თქვენი საქმე მარტო მიკრაფონის დაჭერა არ არის..................
აუცილებელზე აუცილებლად
13 ნოემბერი 2020 00:48
1
ვაისმა რეებიც აკეთა ოქტომბერში (მანამდეც უდონო იყო) ზოგი ამართლებდა შემადგენლობას ცდის მთავარი მატჩისთვისო და საბოლოოდ ეს ძირითადი დააყენა: გვილია, კანკავა და კვეკვე ერთად ძირითადში, ყაზაიშვილი რომელიც ვეღარ დარბის 3 მეტრსაც კი - ფლანგზე, კაშია რომელსაც წელს ბელარუსთან თამაში აქვს მარტო ჩატარებული და კლუბში არცერთი, კაჭარავა - რომელიც საერთოდ რა ფარული უნარის გამოა ნაკრებში მარტო ვაისმა იცის. ტაქტიკა გვქონდა მაღალი პასი ოღონდ საჯარიმოშიც არა, ფლანგების გარეშე ფეხბურთი, არანაირი პოზიციური შეტევა, უკან პასი - შეტევაში მცველის ჩართვის და მოწინააღმდეგის მცველების ჩამტეხველი პასის ნაცვლად. კაშიას და კვირკველიას არცერთს ბურთი არ ამოუტანიათ - ასეთი თამაში არ მახსენდება ასე პასიური იყოს უკანა ხაზი, ოქრიაშვილი - ეზოს ფეხბურთელი, ნული პროფესიონალიზმი და სინდისიც, ვითომ ფინტს აკეთებს და უარეა პოზიციას იქმნის და საერთოდაც კარგავს ბურთს რომელზეც მერე სხვებს უწევთ ისევ ბრძოლა. როგორ არ მოიძებნა გუნდში ადგილი 2 შედარებით სწრაფი ფეხბურთელისთვის? ან როლ აგებ და მეტოქის კართანაც ვერ მიდიხარ შეცვლები სად არია? მოკლედ ამ კაცმაც შეირგო ხელფასი 5 წელი და წავიდა. ჩვენ კი დავრჩით იმედგაცრუებული და გულჩაამწვარი კიდევ ერთხელ.
???
13 ნოემბერი 2020 00:45
3
ვაისის ჩამომყვანი მტერია! 92-ე წუთზე შეცვლებით დრო გაყავდა შინაურ მტერს!
რაგბის ფანი
13 ნოემბერი 2020 00:44
3
მე არ ვიცი თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება ამ მომენტს ველოდებოდი!!!!
ცხარე ცრემლით ვტირივარ!!! ამდენი ყოფილი ფეხბურთელი პოლიტიკოსი გვყვავს თან მმართველი პარტიიდან და ყველამ ფეხზე დაიკიდა ნაკრები.
რას მერჩოდით!!!!
ზურს
13 ნოემბერი 2020 00:39
1
აქაც ცენზურაა???
მართალი
13 ნოემბერი 2020 00:39
1
ძალიან რთულია ძალიან. ჯერკიდევ ვერ გაგვიაზრებია თუ რა შანსი გავუშვით ხელიდან. ზაფხულში როცა მაკედონია ჰოლანდიას უკრაინას და ავსტრიას შეხვდება მერე ყველაზე ძაან დაგვწყდება გული
სამწუხაროდ
13 ნოემბერი 2020 00:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული