ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.
მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.
თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)
ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
2. ნაკრები ძირითადად დაკომპლექტებულია ნეპოტიზმით;
3. ხელშეუხებელია უფროსი თაობა და ფედერაციის მენეჯმენტის საძმაკაცო;
4. ჩვენმა ფეხბურთელებმა ვერ ან არ ითამაშეს (უფრო "არ" და ამის თქმის საბაბს თამაშის ხარისხი იძლევა);
5. თამაში იყო ყველაზე ცუდი ვაისის კარიერაში;
6. ვაისი ან სულელია,ან მისი ქმედებები ვიღაცას ან/და რაღაცას ემსახურებოდა;
7. არ ათამაშეს ორივე ფლანგის საუკეთესო შემტევი (ლოგიკურად ვინც მათთან კავშირში იყო, რამდენიმეს მაინც ხომ უნდა აღმოაჩნდეს ვირუსი შემდგომში. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს "სამი მუშკეტერი". თუ არა, მაშინ?);
8. სტადიონზე არ იყო მაყურებელი, სამაგიეროდ იყო კალაძე და კობიაშვილი. წინა დროს ან სტადიონზე ჩატარდებოდა თამაში, ან შეზღუდვის შემთხვევაში დიდ ეკრანზე უყურებდა ხალხი და ხელისუფალი;
9. გულშემატკივარი დააჯარიმეს შეზღუდვის წესების დარღვევისათვის. მესმის, რომ კანონს უნდა ემორჩილებოდეს და ემსახურებოდეს ყველა, მაგრამ გამონაკლისი ხომ შეიძლებოდა, თუ 10 საათის მერე კორონა უფრო მძლავრობს და საშიშია. 10 საათამდე ხომ იყვნენ შეკრებილები;
10. თავმოყვარე კაცი დატოვებდა ფეხბურთის ფედერაციას. მენეჯმეტზე მაქვს საუბარი;
11. ოქრიაშვილმა მისი ბოდიში გაიკეთოს ერთ ადგილას და გაუკეთოს სხვებსაც (იმედია არ დაბლოკავთ ამის გამო. ჩავიჯ..თ უხამსობაა, ვინც არ უნდა თქვას და რა ემოციით);
12. მაკედონია მოვიდა, გვნახა, გაიმარჯვა, ბევრი იბლატავა, იტრაბახა, შეგვისრულა და წავიდა. ყველა გულშემატკივარი გულგატეხილია. მნიშვნელობა არ აქვს, ვის და რას დავაბრალებთ, მაგრამ ფეხბურთის თამაშსაც, ჩემი აზრით, თავისი ასაკი და დრო აქვს;
13. საინტერესოა, ვაისი ერთპიროვნულად იღებდა შემადგენლობის დაყენების გადაწყვეტილებას? კონსულტანტი არ ჰყავდა ვინმე? ჩვენი სპორტული ჟურნალისტები, მე მგონი, უფრო მაგარ შემადგენლობას დააყენებდა;
14. ამ შემადგენლობით ვაპირებდით მოგებას?
15. რომ ვამბობდი, მაკედონიასთან ხუმრობა არ შეიძლება, ჰოპლა მერე დავიძახოთ, რომ გადავხტებით მეთქი, ლამის ჯვარზე გამაკარით. მოგვიგეს ევროპული წესრიგით, ევროპული მიდგომით საქმისადმი;
16. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და გვქონდეს მომავლის იმედი, ჩვენი ფეხბურთელების და არა მენეჯმენტის და აფერისტი აგენტების, რუსულ, ყაზახურ და სხვა პოსტსაბჭოთა ლიგას რომ ვერ გააცილებს ნიჭიერი ფეხბურთელები.
პ.ს. ისე, თამაშზე დასწრება ჩემს ბავშვებსაც უნდოდათ!
5-3-2 თუ დავთმობდით ბურთს და პირიქით, კონტრზე ვითამაშებდით
მაკარიძე
კაკაბაძე დვალი ხოჭოლავა ტაბიძე ნავალოვსკი
ლობჟანიძე აბურჯანია დავითაშვილი
კაჭარავა ოქრიაშვილი
3-4-1-2 უფრო შემტევი
მაკარიძე
დვალი ხოჭოლავა ტაბიძე
ჯიღაური კანკავა კვეკვესკირი დავითაშვილი
პაპუნაშვილი
მიქელთაძე ოქრიაშვილი
რომელიც ვითამაშეთ: 4-2-3-1
მაკარიძე
კაკაბაძე დვალი ხოჭოლავა ტაბიძე
კვეკვესკირი აბურჯანია
ოქრიაშვილი პაპუნაშვილი დავითაშვილი
კაჭარავა