ყველა გულწრფელი კრიტიკის ავტორს ბოდიშს ვუხდი - კახი კალაძე

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას
იმსახურებს და ჩემი აზრით, ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, "ჩაწყობა", "ჩინოვნიკობა" ან რამე უკანონო ქმედება. უეფასგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩზეც მომდის ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.უცნაური ის იქნებოდა, მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები ბიჭების გვერდში რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო ბევრმა ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით, აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!" - დაწერა კახიმ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 63 /
ისიც აღიარე რომ მაგარი ხიხო ხარ. თუ ეგეც სხვამ უნდა გითხრას?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14 ნოემბერი 2020 02:38
4
სამტრედია მაინც არ ტოვებს თავისიანებს.
eeeeex
14 ნოემბერი 2020 09:53
0
მისმინე კახა კობი და თქვენი დამქაშებით ალაგეთ ბარგი და დატოვეთ ფედერაცია ვერაფერი კარგი ვერ შექმენით თქვენ იმის ნაცვლად აღიაროთ წარუმატებლობა იჭიმებით იცოდე მოვა დრო მე გავიცინებ თქვენი სასჯელით უბრალოდ გამოიჩინეთ ფეხბურთისადმი პატივისცემა და მიეცით სხვას საშვალება რომ უკეთესი შედეგი დადონ მოშორდით.???
ლაშა
13 ნოემბერი 2020 23:57
1
ბარო კარლოევიჩ. რავა ხარ შე ძველო?
დინამოელი
13 ნოემბერი 2020 17:36
2
შოთამ ისეთი tweet-ები დაწერა 2 წუთის წინ, რომ, ალბათ, ნაკრებს ჩაიბარებს.
ქ. გ.
13 ნოემბერი 2020 17:00
2
...შოთა არ ვიცი მაგრამ...
ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობის და საქართველოში მწვრთნელობით მიღწეულ შედეგებს თუ გავითვალისწინებთ ჭიაბერაშვილი ყველაზე კარგი კანდიდატურა იქნებოდა!!!...
buba
13 ნოემბერი 2020 20:50
6
კალა ჯერ საკუთარ კარში გოლებს იტან და მერე ბოდიშებს იხდი და ახლაც იგივეს აკეთებ?
Marco
14 ნოემბერი 2020 03:19
4
კალა,მაგრად ჩაისვარე ხო იცი???ტელევიზიებით მოგვიწოდებთ დღეში ასჯერ რეგულაციების დაცვას და თავად "ამ საკითხზე ყურადღება აღარ გაგიმახვილებია"?????რაღა გელაპარაკოთ საერთოდ???მოსაწვევი კი არა,ასეთი ვითარება რომ გაქვს ქვეყანაში,კეთილი გენება და გეყურებინა ტელევიზიით.ხალხზე მეტად დაუჭირე მხარი ფეხბურთელებს???ძალიან საეჭვოა.ეგენიც ხვდებიან ამ შერჩევით ამბებს და მხარდაჭერის ნაცვლად მათი დათრგუნვა უფრო გამოგივიდათ!!!!ის ხალხი გარეთ იდგებოდა თუ სტადიონზე განთავსდებოდა სრული წესების დაცვით,აქვს რაიმე მნიშვნელობა??მგონი ბევრად უსაფრთხო იქნებოდა სტადიონზე დისტანციით ყოფნა.ხელისუფლებაში ყოფნა ყველაფრის უფლებას არ გაძლევთ!!!
ბიჯოოო
14 ნოემბერი 2020 09:41
3
ანუ იმ 2 ათასიან ჯარიმას გაუქენსელებ? ეგ როგორ, კანონზე მაღლა დგეხარ კახი? აი მაგ სიტყვებისთვის ცალკე დასაჭერი ხარ.
ფეხბურთი
14 ნოემბერი 2020 02:22
2
არ მოგეწონათ ეტყობა კრიტიკა და არაქვეყნებთ კომენტარს. ესეთი ჩასვრილი ჟურნალისტები ხართ მშიშრებო. დავსქრინავ ამას და შევინახავ მაინც არ გამოაქვეყნებთ
Tb
13 ნოემბერი 2020 23:59
2
გამყიდველო კალა!!!
geno
14 ნოემბერი 2020 06:22
2
შე უნამუსო ქართველო.. მახსოვს როგორ წუწუნებდი უსამართლობაზე! დღეს შენნაირი მედროვეების ხელში როა ეს ქვეყანა იმიტომ ვითარდება და სადაც თათი მიგიწვდება ყველაფერი უკუღმა რო კეთდება.. რამ ვერ გაგაძღო.. რა აგახიეს ასეთი რო ვერ აივსე ბიუჯეტი..ან რა ისწავლე ამ მილანში ასეთი დღეს მორალს რო გვიკითხავ ყველა ტრიბუნიდან.?
სანამ ფეხბურთელი იყავი კაცად გთვლიდი.
დღეს ჩვარი ხარ..თანაც გაპიჟონებული ჩვარი.!
დავით
14 ნოემბერი 2020 12:08
2

სიახლეები პოპულარული