ლევან კუტალია: პოლიტიკურ აქციებზე ხალხის დასწრება შეიძლება, ფეხბურთზე კი - არა

AutoSharing Option
ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ თელ-ავივის "ჰაპოელის" თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"არ მჩვევია პოსტების დაწერა, მაგრამ ვერ მოვითმინე... დავიწყოთ იმით, რომ დღეს საქართველოში ფეხბურთი არავის აინტერესებს, მეასეხარისხოვანი გახადეს ნომერ პირველი სპორტი მსოფლიოში, საქართველოში პოლიტიკის, ერთმანეთის ლანძღვის გარდა ვერაფერს ვხედავ.

ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული თამაშის წინ რომ მაყურებელს გარკვეული რაოდენობით არ დაუშვებ და პოლიტიკურ აქციებზე შეიძლება სავსე ხალხის დასწრება, თურმე არ შეიძლებაო. კარგით რა! დღეს ფეხბურთი საქართველოში არ აინტერესებთ და გვაქვს ის შედეგი, რაც
სახეზე გვაქვს!".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ წაგებაში ლომის წილი ხელისუფლებას უდევს და ღმერთო მაპატიე, არც იქნება გასაკვირი თუ ვიღაც-ვიღაცებმა (ხელისუფლებიდან) გაყიდეს კიდეც თამაში. გამყრელიძეს რომ კითხო, კოვიდის დასამარცხებლად დისტანცია და პირბადე ყოფილა მთავარი. პირბადით ყველა მივიდოდა, რაც შეეხება დისტანციას 80 ათასიან სტადიონზე 15-20 ათასი მაყურებლის დასწრება (თუნდაც 10 ათასის) 2მეტრიანი დისტანციით ნამდვილად შეიძლებოდა. ანუ მე იმისი თქმა მინდა, რომ როცა მწვრთნელს და ფეხბურთელებს ვკიცხავთ, მოდით დანარჩენ დამნაშავეთა როლიც ნუ დაგვავიწყდება.
ჰავლაბრელი ტიღუა
11:05 14-11-2020
7
ბიჭო ვერ ხედავთ არ შეიძლებოდა და რამის ნახევარი პარლამენტი და საძმაკაცო იყო წასული წარმოიდგინე ხალხი რო დაეშვათ მერე რა მოხდებოდა ალბათ საძმაკაცოთი გაავსებდნენ და ხალხი მაინც ვერ შევიდოდა და ბოლოს გადაწყვიტეს რო ჯობია პატარა სასტავით წავიდეთო :))
Papuna
02:08 14-11-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული