საქართველო - სომხეთი | 14 ნოემბრის განრიგი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე სომხეთს დაუპირისპირდება. წლის დასკვნითი მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 27 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. დღეს ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა. სომხეთთან შეხვედრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები 18 ნოემბერს ესტონეთს კვლავ თბილისში დაუპირისპირდებიან.

სომხეთთან შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი გამოტოვებენ. მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველო ნაკრები ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 14 ნოემბერს გამართავს.

14 ნოემბრის სრული
განრიგი
14:00 - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერნეცია - სასტუმრო ჰუალინგი (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია)
17:00 - საქართველოს ნარების ვარჯიში - ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა
18:15 - ხოაკინ კაპაროსის პრესკონფერენცია - დინამო არენა
19:00 - სომხეთის ნაკრების ვარჯიში - დინამო არენა

14 ნოემბერს დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს, საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები. უეფას რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია.

15 ნოემბერს მატჩზე აკრედიტირებულ მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქში გადაადგილების უფლება საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით ეძლევათ. მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების С ლიგას ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო 6-6 ქულით ლიდერობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

მატჩების განრიგი

15 ნოემბერი, 21:00 - დინამო არენა
საქართველო - სომხეთი

18 ნოემბერი, 21:00 - დინამო არენა
საქართველო - ესტონეთი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 49 /
Warmatebebi biceps, viviwyebt warsuls da vtamashobt stresis gareshe, tkveni imedi mak erti shvili myavs da imas vpicavar, gagvaxaret tkveni mogebebit!!!!!
Kutaisi(*)
14 ნოემბერი 2020 06:41
3
daushvilis da qvilitaias magivrad aravin chaanacvla rogrc chans da utamashebeli fexburtelebi rodemde unda atriot nakrebshinrom an klubshi atamashon an sxv aklubshi gadavides . es aris yvelaze didi sircxvili. magitomac miviget is shedegi rac miviget . yoveltvis chavisvrit sanam ase gagrdzeldeba ......
emgranti
14 ნოემბერი 2020 12:55
0
ეხლა რა ხდება... ამ თამაშების მოგება გარკვეული რეაბილიტაციასავით იქნება და თან მომდევნო ერთა ლიგაზე ნორმალურ გუნდებს შევხვდებით და ცოტა გამოცდილებისთვისაც კაია, მაგრამ მეორეს მხრივ, შემდეგიბან იმის შემდეგი ერთა ლიგა რომელიც იქნება ისევ ევროპის შესარჩევი, B დივიზიონიდან ძალიან უშანსოდ ვიქნებით და C დან გვექნება შანსი... ვფიქრობ თუ ვერ გადავედით B დივიზიონში პრაგმატულობის ამბავში არ იქნება კატასტროფა, ჯერ C დივიზიონში ვიყოთ გამოკვეთილი ფავორიტები და მერე ვიფიქროთ ევროპაზე, თუმცა წაგება არავის უნდა იასნა და B დივიზიონშიც მოვსინჯავთ ძალებს, იქიდან არ გამოვვარდებით და შეგვეძლება ეს გამოცდილება და სტაბილურობა იქ ვეძებოთ... ასე რომ სომხეთი და ესტონეთი უნდა გავარღვიოთ ყოველგვარი სტრესის გარეშე... ჩვენი დროც მოვა და კლასიც, ეგ არაფერი...
რა მაფიაა?
14 ნოემბერი 2020 11:24
1
შეუშვით ხალხი თქვე უსისხლოებო.....
Lasha
14 ნოემბერი 2020 10:51
11
რაბზე დაწერეთ თქვე დალოცვილებო რამე ნუ შეგვჭამეთ ამ ფეხბურთით მოკვდა აღაარაა რა ვერ გაიგეთ...
912
14 ნოემბერი 2020 10:17
6
დავიწყოთ იმით რომ არასწორად იყო შემადგენლობა შერჩეული მარაზმია კაშო ვაკოს და პაპუნას გამოძახება კაცი როარ თამაშობს თვეები და ნაკრებში საუკუნის მატჩს ათამაშებ ეს მიზანმიმართული დანაშაულია დავიჯერო უთამაშებელი ფეხბურთელებით გაიყვანა ფინალურ სტადიაზე სლოვაკეთი??? დვალი მცველია თან ცენტრალური და ფლანგზე გადაწევა შეიძლება თუ გერმანიას ინგლის ეთამაშები და იცი რომ სულ დაცვაში უნდა ეგდო! თამაში როცაა მოსაგები დვალს ფლანგზე არაფერი ესაქმება ზანტი მოუქნელი მცველია და ფლანგზე მისი დაყენება სისულელეა და მეტი არაფერი მის ადგილზე ხარაბაძე დაეყენებინა უკეთესი იქნებოდა ლობჟანიძეს იძახებს ყაზახეთიდან და უნგეთიდან ბომბარდირს არ იძახებს... ასეთ თამაში ნინუას ყოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ბოლო 20 წუთი... ჯერ ერთი რო ნინუას არ იცნობდნენ მაკედონელები... საქართველოს ჯარიმიდან გატანილი გოლი ათეული წელია არ მინახია... რო მივწოლოდით აუცილებლად გადავიდოდნენ ჯარიმებზე საკუთარი კარის სიახლოვეს...რადგან იციამ ჯარიმის გამტანი არ გვყავს და აქ შეცდებოდნენ ზუსტად რამდენიმე ცდიდან ერთს მაინც გაიტანდა ის ბიჭი მითუმეტეს მეკარეც საშუალო დონის ყავდათ... ამან კი რაქნა ფაქტიურად უგუნდოდ მყოფი ფეხბურთელები ჩაყარა სასტავში და შეცვლაზეც უთამაშებელი კაცი გამოიყვანა. თავდასხმაში კი ხოჭოლოვა კაცი კარიერის პიკშია და კაშიამ უნამუსოდ წაართვა ადგილი ფეხბურთს წლებია თამაშობენ ხო იცის ყველამ რომ უთამაშებელ ფეხბურთელს თუ მესი რონალდო არ ხარ არუნდა დადგე საუკუნის თამაში სასტარტოში!!!! ყველაზე მეტად ფეხბურთელები მეცოდებიან. საბა ზურიკო დარწმუნებული ვარ სულს და გულს ჩადებდნენ თამაში მაგრამ... ვაისმა განზრახ ქნა ყველაფერი მე სხვას ვერაფერს დავაბრალებ მის გადაწყვეტილებებს ან თვითონ ქნა განზრახ ან გააკეთებინეს უფრო გააკეთებინეს რადგან კვარა და შენგელია გამოაცალეს... ხორვატიამაც ათამაშა კორონიანი და დაიქცა იქაურობა????? საქართველოა აქ ყველაფერი მოსულია გაყიდვაც და ფულის კეთებაც!!!!
ვატო
14 ნოემბერი 2020 12:10
2
საყურადღებო ბრალდებებია. ჩვენ კი "გლაპაუხები", ვუყურებთ ამ უმზგავსოებებს.
გიორგი.
15 ნოემბერი 2020 11:18
0
მე ფედერაციის მხარდამჭერი ვარ, მაგრამ უსუსურობის მეტი არაფერია ბოლო ორ მატჩში სლოვაკის მთავარი მწვრთნელობა.
გიზოგ
14 ნოემბერი 2020 09:14
16
ყველაზე სწორი ანალიზი თემურ ქეცბაიას ეკუთვნის, უხარისხო ფეხბურთელებით ხარისხიან ფეხბურთს ვერ ითამაშებ, რა შუაშია აქ მათურებელი დაესწრო თამაშს თუ არა. თუ პასს ვერ აკეთებ, კარში ვერ არტყამ, კუთხურს ვერ აწვდი, ჯარიმას ვერ ურტყამ, სირბილი არ შეგიძლია, რა ამ პრობლემას მაყურებელი გადაწყვიტავს? რამდენი თამაში გვინახავს მაყურებლის თანდასწრებით უსახური თამაშები.და კიდევ მარტო კვარაცხელია ან ჭანკვეტაძე ვერ გვიშველის, თუ თერთმეტივე სრულფასოვანი ფეხბურთელი არ იქნა მინდორზე. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, როგორ გგონიათ 1981 - ში მარტო დარასელია რომ გვყოლოდა, ან ყიფიანი რა ევროთასს ავიღებდით? მაშინ თერთმეტივე ღირსეული გვყავდა ასე რომ ფეხბურთელებშია პრობლემა და ჩვენ სხვაგან ვიყურებით.
gia
14 ნოემბერი 2020 10:39
4
ფედერაციის მხარდამჭერი ხარ თუ თანამშრომელი?
თემო
14 ნოემბერი 2020 10:43
2
რაღაც არა მგონია ეს თამაშები დინამოზე ჩაატარონ.
ირაკლი
14 ნოემბერი 2020 00:30
10
ჩვენ დღეს სულ სხვა საზოგადოება გვყავს, ვისაც არ უნახია მესხის, მეტრეველის, ბარქაიას, კალოევის ჟორა სიჭინავას თამაშები. გუცაევს შენგელიას ყიფიანს მოსწრებიხართ ალბათ. საცოდაობა არ არის? ასეთი ფეხბურთელების ქვეყანა, მიკნავებულ ქვეყნებს ვერ ვუგებდეთ? რაც მთავრობაა და დღეს ხალხია, ის სეთივე სპორტია. მაგრამ, ღმერთის წყალობით, კარგი ხალხი, კიდევ შემოგვრჩა.
გიორგი.
15 ნოემბერი 2020 11:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული