რა დანაკლისით ითამაშებს საქართველო სომხეთის წინააღმდეგ?

AutoSharing Option
ერთა ლიგის C დივიზიონის ეგიდით საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს "დინამო არენაზე" ხვალ, 15 ნოემბერს უმასპინძლებს.

ჩრდ.მაკედონიასთან წაგებული მატჩისა და ისტორიული შანსის ვერ გამოყენების შემდეგ, ვლადიმერ ვაისის გუნდი პირველ მატჩს ჩაატარებს. ჯგუფში საკმაოდ თანაბარი ვითარებაა, ასე, რომ ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს.

აღნიშნული შეხვედრის წინ, მოთამაშეთა იმ ჩამონათვალს, რომელიც მაკედონიის წინააღმდეგ განაცხადში იყო, კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. დისკვალიფიკაციის გამო სომხეთთან გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი ვერ ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სერიოზული დანაკლისია მეორე განსაკუთრებით
L.J.
16:27 14-11-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული